ია აბულაშვილი
29.06.2019

 "ჯერ-ჯერობით მიტინგი არ სცილდება იმ მოთხოვნებს, რომელიც აქციის მონაწილეებმა წამოაყენეს. რამდენად გაიზიარებს მიტინგი ოპოზიციის შეთავაზებას - გაიზარდოს მოთხოვნები, არ ვიცი, ვფიქრობ, უფრო არა.

ტატა შოშიაშვილი
29.06.2019

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ჩატარებულ ოპერაციებში მონაწილეებს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, რომელთა შორის 6 ქართველიც აღმოჩნდა.

ელზა პაპოშვილი
28.06.2019

ის ოთხი დეპუტატი, რომლებმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს შესაძლოა, გუნდიდან გარიცხონ - ურჩი დეპუტატების ბედი უმრავლესობის სხდომაზე უნდა  გადაწყვეტილიყო, რომელიც  ივანიშვილის თაოსნობით ჩატარდა. თანაგუნდელების პოზიცია არ გაიზიარა საპარლამენტო უმრავლესობის ოთხმა წევრმა: მარიამ ჯაშმა, რომან კაკულიამ, ბიძინა გეგიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ. სწორედ ეს დეპუტატები შეიძლება მმართველი გუნდიდან გარიცხონ. 

მარი ჩიტაია
28.06.2019

 ელექტროენერგიის მოხმარების ტემპი წარმოებას აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური დოვლათი ქვეყანაში დღითი დღე მცირდება, მსხვილი მრეწველობა გაჩერებულია და არც მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა ფიქსირდება, დენით მომარაგება სახელმწიფოსთვის, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, თანდათან რთული ხდება. სამწუხაროდ, ნეგატიური ტენდენცია არ იცვლება და გამოსავალიც ნაკლებად ჩანს.

ელზა პაპოშვილი
28.06.2019

 ერთკვირიანი საპროტესტო აქციების პარალელურად და შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ფონზე, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღოს. რამდენად ახლოს არის ეს გადაწყვეტილება და აწყობს თუ არა ივანიშვილს ამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, უახლოეს მომავალში  გაირკვევა.  ანალიტიკსოები „რეზონანსთან“ ამბობენ,რომ  მე-9 მოწვევის პარლამენტს ასეთ ძლიერი პოლიტიკური რყევების პირობებში, უფლებამოსილების ვადის ბოლომდე მიყვანა გაუჭირდება. 

თამარ შუკვანი
28.06.2019

 „გავრილოვს საქართველოში არ შემოვუშვებთ," - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას შეეხებოდა, სადაც გავრილოვი ამბობს, რომ საქართველოში მოგზაურობას გეგმავს.

ია აბულაშვილი
28.06.2019

 "მოვლენები კონტროლირებადია. თუ ხელისულება კიდევ დიდ შეცდომას არ დაშვებს, არა მგონია, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს; თუცმა ეს გარემოება აშკარად მიუთითებს, რომ უზარმაზარი პრობლემების წინაშე ვდგევართ და მომავალ წელს მძიმე არჩევნები გვექნება" - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრება.

თამარ შუკვანი
28.06.2019

 დიდი ოცეულის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ლიბერალიზმთან და ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა დასავლეთის ქვეყნებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. კერძოდ იმან, რომ თითქოსდა ლიბერალიზმს "ყავლი გაუვიდა" და თავის საწყის მიზნებს უკვე არ ემსახურება. ასევე დიდი აჟიოტაჟით შეხვდნენ მის კომენტარებს ლგბტ უფლებებზე, რაც, პუტინის ტქმით, ერთგვარად ჩრდილს აყენებს კულტურას, ტრადიციებს და ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებს.

ია აბულაშვილი
28.06.2019

 "კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალს ვხედავ მხოლოდ იმაში, რომ პოლიტიკურმა ძალებმა სასწრაფოდ დაიწყონ მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რადგან ამ თემასთან მიმართებაში ძალიან ბევრი დეტალია გასავლელი და დასაზუსტებელი თუ გვინდა, რომ მომავალ პარლამენტში ჯანსაღი პოლიტიკური ძალები ვიხილოთ" - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა.

თამარ შუკვანი
28.06.2019

 დღეს პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული, რომელიც სავარაუდოდ 17:00 საათზე დაიწყება. რომან კაკულია, მარიამ ჯაში, ალექსანდრე ერქვანია და ბიძინა გეგიძე, - იმ „ურჩი" დეპუტატების სია, რომლებმაც 26 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას წინააღმდეგ ხმა არ მისცა, - 91 ხმა 0-ის წინააღმდეგ. ამ ოთხმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო, რასაც უმრავლესობაში არაერთგვაროვანი შეფასებებო მოყვა.

თამარ შუკვანი
28.06.2019

 საპროტესტო აქციების საპასუხოდ, რუსეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უკანონო მოქმედებით ეხმაურება. ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაიკეტა და ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში მოქალაქეებს აღარ ატარებენ. ხოლო აფხაზეთში გადასვლის უფლება ე.წ. აფხაზური პასპორტების ან მოწვევის მქონე პირებს აქვთ, რასაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა.

ეკატერინე ბასილაია
27.06.2019

 რა ელის „ქართული ოცნების" იმ 4 დეპუტატს, ვინც 91 თანაგუნდელის წინააღმდეგ წავიდა და ოთხშაბათს მხარი არ დაუჭირა ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას, მიიღებენ თუ არა ისინი მკაცრ გაფრთხილება-საყვედურს პარტიის ლიდერებისგან? პარტიის შეკრებაზე „ურჩ" დეპუტატებს რას ეტყვიან, ეს უცნობია, თუმცა, საჯაროდ რიგი თანაგუნდელებისგან საყვედურები უკვე მიიღეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×