ელზა პაპოშვილი
02.07.2019

20 ივნისის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენამ საზოგადოების მძლავრი პროტესტი გამოიწვია, რუსეთმა ისტერიული ანტიქართული  პროპაგანდა დაიწყო. 

ელზა პაპოშვილი
02.07.2019

 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. 20-21 ივნისის აქციების დარბევის და საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა გუნდმა დამთმობი ნაბიჯი გადადგა. თუმცა ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ არსებობს საფრთხე გარკვეული დესტრუქციული ძალებისგან, რომ ხელისუფლებას ეს ნაძალადევად გადამდგარი ნაბიჯი, თავისი არასწორი განცხადებების შედეგად შეცვლევინონ. 

მარი ჩიტაია
02.07.2019

 აფხაზეთის საზღვრის ცალმხრივად ჩაკეტვამ მოსახლეობას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. მაქსიმალურად შეიზღუდა ქართული სურსათი, სადაც კი შესაძლებელი იყო, დახლები მასიურად რუსული პროდუქციით შეივსო. როგორც გალელებმა ,,რეზონანსს" განუცხადეს, ისედაც ძვირი პროდუქტი უფრო მეტად გააძვირეს, რის გამოც ხალხს საკვების ყიდვა უჭირს.

თამარ შუკვანი
02.07.2019

 „სამუშაოები მიმდინარეობს, აზერბაიჯანულ მხარეს დაუკითხვად გაჰყავს ბილიკი და სადელიმიტაციო კომისიის მუშაობის დასრულებას არ ელოდება," - აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა.

თამარ შუკვანი
02.07.2019

 18 ივლისს გამოქვეყნდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სამ სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საქმეზეც. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 28 ივნისს ოფიციალური შეტყობინება მიუვიდა.

ია აბულაშვილი
02.07.2019

 "გაერთიანებული ოპოზიცია", რომელიც არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს პროპორციულ საარჩევნო სისტამაზე გადასვლის პროცესში, აცხადებს, რომ პრეზენტაციაზე ისინი მივიდნენ, ვინც "ქოცების" უფროსობით კოალიციაში ხედავს საკუთარ მოკრძალებულ ადგილს პარლამენტში და ეს თავყრილობაც საკუთარი "ოცნების" ახდენის მექანიზმად ჩათვალეს. ამ მოსაზრებას კატეგიორიულად არ ეთანხმება ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც ხელისუფლების ინიციატივა მიიღო. მათი აზრით, პროპორიცული არჩევნები არის პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების მონაპოვარი და ის აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული.

თამარ მუკბანიანი
02.07.2019

 ხელისუფლება საბანკო რეგულაციებით გამოწვეული შედეგის გამოსწორებას ცდილობს. სამშენებლო სფეროში შექმნილი მძიმე სიტუაციის შემდეგ მთავრობა იპოთეკური სესხის გაცემის პირობებს ცვლის. ბიზნესი ფიქრობს, რომ მდგომარეობა ამით ცოტათი გამოსწორდება, თუმცა დანაკარგი იმდენად დიდია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად კომპანიებს დიდი ძალისხმევის გაწევა დასჭირდებათ. როგორც მენაშენეები ამბობენ, რეგულაციების გამარტივება ბიზნესისთვის შვებაა, მაგრამ შექმნილ ვითარებას ადვილად ვერ გამოასწორებს.

მარი ჩიტაია
02.07.2019

 ბიზნესი პანიკაშია - ,,ოქროს სიის" გაუქმებით მთავრობამ ბიზნესმენების ინტერესი უგულებელყო და მათი ნდობა საბოლოოდ დაკარგა. ,,ოქროს სიაში" შემავალი კომპანიებისთვის 30-დღიანი საგადასახადო შეღავათის გაუქმებას ბიზნესი მწვავედ აფასებს. ფინანსთა მინისტრის ბრძანებულებას, ალბათ, მელანიც არ შეშრობია, მაგრამ კომპანიებში ზარალს წინასწარ ითვლიან. სექტორში ფიქრობენ, რომ ფინანსურად.

ტატა შოშიაშვილი
02.07.2019

 რუსულმა ავიაკომპანიებმა „აეროფლოტმა" და „ურალსკიე ავიალინიებმა" პრაღა-მოსკოვის, ასევე პრაღა-ეკატირინბურგის რეისები მას შემდეგ აკრძალა, რაც ჩეხეთის მთავრობამ ფრენების შესახებ მიღებული შეთანხმება გააუქმა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩეხეთის სატრანსპორტო სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსული ავიაკომპანიების ფრენები 7 ივლისამდე იქნება დაშვებული.

თამარ მუკბანიანი
02.07.2019

 მთავრობა ხორბლის ბაზრის დივერსიფიცირებაზე აქტიურ მუშაობას იწყებს. მთავარი სასურსათო პროდუქტის უდიდესი წილი კვლავ რუსეთიდან შემოდის. ტურისტული ემბარგოსა და ღვინის ხარისხის დაწუნების შედეგ, გაჩნდა შიში, რომ ოკუპანტი შეგვიზღუდავს ხორბლის მიწოდებას, ვიდრე ჩვენ ბაზრების დივერსიფიცირებას მოვახერხებთ. მეპურეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ბოლო მოვლენები უკვე აისახა ფქვილზე და 50 თეთრით გაძვირდა.

თამარ შუკვანი
02.07.2019

 „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია; მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს და დამატებითი კონტროლისთვის ელექტრონული სამაჯურის გაკეთება მოუწევს. მელია აპირებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს, თუმცა მანამდე შინ ჯდომას არ აპირებს. ამბობს, რომ პარლამენტმა უფლებამოსილება არ შეუზღუდა, ამიტომ ის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებს.

ტატა შოშიაშვილი
02.07.2019

 ტურისტების ნაკადის შეზღუდვის შემდეგ მოსკოვი კიდევ ერთ სანქციაზე ალაპარაკდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სერიოზულად განიხილავდნენ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების თემას, ახლა კი ეს საკითხი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×