ია აბულაშვილი
04.07.2019

 როგორც "გაერთიანებულ ოპოზიციაში" აცხადებენ, თუ ხელისუფლებას მართლაც აქვს გულწრფელი სურვილი 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, ოპოზიციის მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს, რადგან მათი აზრით, პროექტი, რომელიც "ოცნებამ" წარმოადგინა, გარკვეულ რისკებს შეიცავს.

თამარ შუკვანი
04.07.2019

 დაჭერების სერია გრძელდება; 20 ივნისის „გავრილოვის ღამის" გამო „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გამოკითხვაზეა დაბარებული. მასთან ერთად, შსს სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნითაც მიმართავს.

თამარ შუკვანი
03.07.2019

 „პოლიტიკოსი, რომელიც დებატებზე არ მიდის და ოპონენტებთან დებატებს თავს არიდებს, გამოდის, რომ გარკვეულ არასრულფასოვნების კომპლექსს განიცდის. ეს ნიშნავს იმასაც, რომ მას სადებატოდ არგუმენტები არ აქვს. 2 ივლისის დებატები ერთ-ერთი ჩვეულებრივი პოლიტიკური დებატები იყო, რომელიც განსაკუთრებული დატვირთვით არ გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ცალკეული პოლიტიკოსების სრული სახეცვლილება ვნახეთ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე 2 ივლისს, გადაცემა „არჩევნებში" წარმართულ პოლიტიკურ დებატებს.

ელზა პაპოშვილი
03.07.2019

 ივნისის ამბებიდან 14 დღე გავიდა - დარბევაზე პასუხისმგებელი პირი, ან პირთა ჯგუფი კი დადგენილი არ არის. ასევე დღემდე პასუხ გაუცემელი რჩება კითხვა, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება და სპეცრაზმი ვისი დავალებით მოქმედებდა. მიუხედავად დაზარალებულების ნაწილის დაკითხვისა, შს სამინისტროს ან პროკურატურას ამ დრომდე არც იმ პოლიციელების შესახებ უთქვამს რაიმე, რომლებსაც უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყდათ. ასევე არავინ იცის, ამ ადამიანების სს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება თუ არა. ოფიციალური მონაცემებით, გამოძიება 10 პოლიციელზეა დაწყებული.

თამარ მუკბანიანი
03.07.2019

 საწვავზე ფასმა 5 თეთრით მოიმატა. მიზეზად იმპორტიორები ლარის ისტორიულ გაუფასურებას მიიჩნევენ და ამბობენ, რომ შექმნილ სიტუაციაში ფასის შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ნავთობიმპორტიორები აცხადებენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე პერმანენტულად იმატებს ,,პლატცის" ფასიც, რამაც ასახვა ქართულ ბაზარზეც ჰპოვა.

თამარ მუკბანიანი
03.07.2019

 საჯარო სექტორში კორუფციის ფაქტები გახშირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელის პირველ 6 თვეში 56%-ით გაზრდილი ქრთამის აღების ფაქტები საჯარო სექტორშიხ ხოლო კრიმინალის სტატისტიკამ 19.3%-ით მოიმატა. არასამთავრობო სექტორი და სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში ბევრად დიდი პრობლემა ,,ელიტური კორუფციაა" ვიდრე საშუალო და დაბალ სამოხელეო ფენაში არსებული ქრთამის აღების ფაქტები.

ია აბულაშვილი
03.07.2019

 "რუსეთი უკანასკნელი ორი წელია ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა საქართველოს ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით, მაგრამ ყველაზე ცუდი ვარიანტიც რომ წარმოვიდგინოთ, სრული ემბარგო, ეს მაინც ვერ დააქცევს ისედაც დაქცეულ ქართულ ეკონომიკას. ცხადია, იქნება დანაკარგები, მაგრამ უნდა მოიძებნოს გზები პრობლემის დასაძლევად" - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტსიკოსი დემურ გიორხელიძე რუსეთის მხრიდან არსებულ და მოსალოდნელ სანქციებს.

თამთა ჩაჩანიძე
03.07.2019

 რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაფაროვმა განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს, და დაამატა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ვერ დაამყარებს კონტროლს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მასაც ისეთივე ძვრები ელოდება, როგორიც უკრაინაში იყო.

თამთა ჩაჩანიძე
03.07.2019

 2000 წელს, როცა პუტინი ახალი გაპრეზიდენტებული იყო, ტრაგედია დატრიალდა რუსული სამხედრო ფლოტის სიამაყე წყალქვეშა ნავ "კურსკზე". მაშინ 118 მეზღვაური დაიღუპა და ეს კატასტროფა რუსეთის სახელმწიფოში არსებული ძირეული პრობლემების ერთგვარი ლაკმუსი აღმოჩნდა.

ელზა პაპოშვილი
03.07.2019

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შედგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სია სასამართლოს შიგნით „კლანის“ არსებობას ადასტურებს,  აცხადებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები. 

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ იუსტიციის საბჭოს წევრთა უმრავლესობამ „გავრილოვის ღამეს“ იხელთა მომენტი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსანტთა სია შეავიწროვა.

თამარ შუკვანი
03.07.2019

 20 ივნისის „გავრილოვის ღამის" შემდეგ პარტია „კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი პოლიტიკურ ვაჭრობაზე ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად საუბრობს, თანაც „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ მიუთითებს.

ია აბულაშვილი
03.07.2019

 "დღეს მთავარია პროპორიცულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და არანიარი საბაბით ამაზე უარი არ უნდა ითქვას, რათა ხელისუფლებას არ ჰქონდეს სათქმელი, რომ არ გინდათ, დარჩეს ისე, როგორც არის. სასურველია, რომ მიღწეული იქნას შეთანხმება და გავიდეს შეჯერებული ვარიანტი, რომელიც ორივესთვის იქნება მისაღები" - ასე ეხმიანება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის განსხვავებულ პოზიციებს, რომელიც 2020 წელს პროპორციული სისტმითა და ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარებას ეხება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×