მარი ჩიტაია
29.05.2019

 ლარის გაუფასურების პროცესს ვერაფერი აჩერებს. კურსი კატასტროფულად უფასურდება და ქვეყანა სავალუტო კრიზისიდან ვერ გამოდის. არანაირი ფუნდამენტური მიზეზი, რაც შეიძლება კურსზე მოქმედებდეს, არ გვაქვს და არც გამოსავალი ჩანს. იმის მაგივრად, რომ ლარს უშველონ, მთავრობა ხალხის მოტყუებას განაგრძობს და ათასნაირი ხრიკით ცდილობს სავალუტო კრიზისი გარეშე ფაქტორს გადააბრალოს. იტყუება ქვეყნის პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც, რომლებიც მუდმივად გვეუბნებიან, რომ კურსი მოკლევადიან რყევებს განიცდის და მალე დასტაბილურდება. რეალურად კი ყველაფერი პირიქით ხდება.

ია აბულაშვილი
29.05.2019

 "გამოქვაბულ-მონასტერთა გრანდიოზული კომპლექსი, ერთი უდიდესთაგანი მსოფლიოში მდებარეობს თბილისიდან სამხერთ-აღმოსავლეთით 70 კმ მანძილზე, იმ მთების კალთაზე, რომლებიც ივერისა და მტკვრის აუზებს ჰყოფს.

ელზა პაპოშვილი
29.05.2019

 30 მომხრე და 3 წინააღმდეგი - საპარლამენტო უმრავლესობამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო. დადგენილების მისაღებად 50 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. წინააღმდეგ წავიდა „ქართული ოცნების" სამი დეპუტატი. შესაბამისად კომისია არ შეიქმნება.

ელზა პაპოშვილი
29.05.2019

 როგორც უკვე ცნობილია, უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მადლობა გადაუხადა და ფეისბუქზე ვარშავა-კიევის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა. ის უკრაინაში, 29 მაისს ჩავიდა. სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება მას საქართველოსთან კიდევ უფრო დაახლოვებს.

თამარ შუკვანი
29.05.2019

 სირიაში სიტუაცია უკონტროლო ხდება - სირიის სამთავრობო არმია იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების პოზიციებს ე.წ. კასრის ნაღმების გამოყენებით ბომბავს, რის შედეგადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში მსხვერპლთა რაოდენობამ 19 ადამიანს შეადგინა.

მარი ჩიტაია
29.05.2019

 პირველად საქართველოში, შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ივერია - ბრილიანტი“ ჩატარდა. საერთაშორისო ფორმატის ღონისძიება ქუთაისში გაიმართა.

ია აბულაშვილი
29.05.2019

 "ოპოზიციის შიგნით მიდის პროცესი, კონსულტაციები, მაგრამ რა კონფიგურაციას მიიღებს 2020 წლის არჩევნებისთვის, საუბარი ნაადრევია, თუმცა, გადაადგილებები ოპოზიციურ ძალებში მოხდება."

ელზა პაპოშვილი
28.05.2019

 28 მაისს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, დავით გარეჯის ტერიტორიაზე ორი აქცია-მსვლელობა იყო დაგეგმილი - ერთი აზერბაიჯანის მხრიდან, აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მონაწილეობით, მეორე კი ქართველი აქტივისტების, გარეჯელი მამებისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების აქცია.

ელზა პაპოშვილი
28.05.2019

 კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ინტერვიუში დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ პრობლემაზე საუბრობს. არეშიძე ამბობს, რომ წლებია ეს საკითხი იმის გამო რომ არავინ გაგვენაწყენებინა, გაყინულია. მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილმა გაბედა - სადაც ვიწროა იქ გაწყდეს პოლიტიკით, ეს თემა ღიად გახსნა.

ეკატერინე ბასილაია
28.05.2019

 29 მაისს მიხეილ სააკაშვილი კიევში ბრუნდება. ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის მოქალაქეობა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ დაუბრუნა.

თამარ შუკვანი
28.05.2019

 პოლონეთი საბჭოთა პერიოდის თვითმფრინავების ჩანაცვლებას 32 ერთეული „ეფ-35"-ით აპირებს. მეხუთე თაობის შეიარაღების ყიდვას ის აშშ-სგან გეგმავს, „რაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ეს შეიარაღება პოლონეთს იმიტომ უნდა, რომ რეალურად გრძნობს, თუ საიდან ემუქრება საფრთხე, - ეს საფრთხე რუსეთისგან მოდის" - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

მარი ჩიტაია
28.05.2019

 სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტები არნახული სისწრაფით მატულობს. საბაჟო გამშვებ პუნქტებში `სარფსა~ და „წითელი ხიდში“, ასევე სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ბოლო ერთ კვირაში ათი ათასობით ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, კონტრაბანდის ფაქტები კიდევ მოიმატებს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფაქტების გამოვლენა ხერხდება, მოსახლეობა ბოლომდე რისკავს და შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან თუ მეზობელი ქვეყნებიდან კონტრაბანდული თამბაქო შემოიტანოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×