თამარ მუკბანიანი 22.05.2019
2019 წლის სექტემბერში ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა პირველი სტუდენტები უნდა მიიღოს, თუმცა მშენებლობა ჯერ სანახევროდაც არ შესრულებულა. დანაპირების ავტორი "ფონდი ქართუ"კითხვებს, თუ როდის დასრულდება მშენებლობა, არ პასუხობს. ამ ეტაპზე ვიცით მხოლოდ ის, რომ სამუშაოების შედეგად 109 წითელ ნუსხაში შეტანილი ხე მოიჭრება.
|
ელზა პაპოშვილი 22.05.2019
ბრძოლა მთაწმინდის მოსაგებად - რა შანსები აქვს ოპოზიციას მეორე ტურში გამარჯვების, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა გამოუცხდებს თუ არა შალვა შავგულიძეს მხარდაჭერას. ვინ გახდება მთაწმინდის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ეს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე პირველი ტურიდან 25 დღეში უნდა გახდეს ცნობილი.
|
ელზა პაპოშვილი 22.05.2019
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დედამ - მ.შ. თავისი შვიდი თვის ჩვილი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სავარაუდოდ, გოგონამ, რომელიც არასრულწოლვანია, მიმალვა სცადა, ის პოლიციამ მალევე თბილისში დააკავა. გამოძიების მასალების მიხედვით, რომელშიც არასრულწლოვანი დედის ჩვენება დევს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ბავშვის მამაზე შურისძიებას ასახელებს. ასევე, ამბობს, რომ მას საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება უნდოდა.
|
თამარ შუკვანი 22.05.2019
აშშ-ირანს შორის მოლაპარაკების დაწყების მცდელობა ამჯერადაც უშედეგოა - ირანი უარს აცხადებს აშშ-სთან რაიმე სახის მოლაპარაკებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვითარება უკიდურესად დაიძაბება, „არ არის გამორიცხული, რომ საშიშროება სამხრეთ კავკასიას და კონკრეტულად, საქართველოს საჰაერო სივრცესაც დაემუქროს," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.
|
ია აბულაშვილი 22.05.2019
"ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ყველა რეგიონში "ოცნებას" ალტერანტივა არ ჰყავს, რადგან ძალიან მაღალი შედეგები იყო, თუნდაც მარნეულში, ხულოში და სხვაგან. მთაწმინდაზეც მეორე ტური სრულიად ბუნებრივი მოვლენაა და ყველა დარწმუნდა, რომ არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია" - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია 2019 წლის შუალედური არჩევნების შედეგებს.
|
ია აბულაშვილი 22.05.2019
"შავგულიძის გამარჯვება, რა თქმა უნდა, ნიშნავს "ევროპული საქართველოს" რეანიმაციას ქართულ პოლიტიკაში და "ქართული ოცნებისთვის" იქნება დარტყმა"- აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, მთაწმინდაზე მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.
|
ეკატერინე ბასილაია 21.05.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში ორი დღეა ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო და საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. რუსული მედიის ცნობით, რუსი ტურისტები მოსალოდნელი არეულობის შიშით აფხაზეთს სწრაფი ტემპით ტოვებენ. დე ფაქტო ხელისუფლება კი ოპოზიციას აფრთხილებს, რომ თუკი ავტომაგისტრალებს ისევ გადაკეტავენ და სოხუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეაფერხებენ, მკაცრად დაისჯებიან.
|
ელზა პაპოშვილი 21.05.2019
მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგმა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ორშაბათს გამოქვეყნებული აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუსის“ („ენ-დი-აი“) კვლევის მიხედვით, ივანიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 39%-მა დააფიქსირა.
|
ელზა პაპოშვილი 21.05.2019
ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან“ შუალედური არჩევნების შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ რეალურად არჩევნების დღეს გაყალბება არ ყოფილა, თუმცა ხელისუფლებამ ამაზე ერთი კვირით ადრე იზრუნა. კაკაჩია აცხადებს, რომ „ოცნებამ“ გაყალბების მეთოდები შეცვალა და ამას არჩევნებამდე მოსახლეობის მოსყიდვით, დაშინებით და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ახრეხებს.
|
ია აბულაშვილი 21.05.2019
„აჟიოტაჟი არაფრის გამო ატყდა. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის „ოცნება“, განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო ხალხს პარტიიდან რომ რიცხავენ. პარტიაში ყოველთვის იყო და იქნება განსხვავებული აზრი, რომელიც საჯაროდ გამოდის და კულუარებში არ იმალება“, - ასე ეხმაურება პარლამენტარი რომან გოცირიძე ხმებს იმის თაობაზე, რომ „ნაცონალურ მოძრაობაში“ განხეთქილებაა.
|
ეკატერინე ბასილაია 21.05.2019
ივნისის ბოლოს, სულ რაღაც ერთ თვეში, შესაძლოა რუსეთს ევროსაბჭოში ხმის უფლება დაუბრუნონ, რომელიც 5 წლის წინ ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვეს. ყირიმი დღესაც ანექსირებულია და ამის ფონზე ხმის უფლების აღდგენა ეს ცინიზმია, ეს იქნება რუსეთის ტრიუმფალური დაბრუნება ევროსაბჭოში, რადგან მოსკოვს ავტომატურად მოეხსნება ბოლო წლების მკაცრი რეზოლუციების შესრულების ვალდებულება, ხოლო ევროპისთვის ეს იქნება რუსეთის წინაშე უპრინციპობის გამოვლენა - ასე მიიჩნევენ უკრაინასა და საქართველოში.
|
ია აბულაშვილი 21.05.2019
„ჩვენ თავად ვაპირებთ პერმანენტული აქციების დაწყებას, მოთხოვნით - ჩატარდეს არჩევნები პროპორიცული სისტემით. ეს არის ჩვენი პარტიის „კანონი და სამართლის“ ძირითადი მოთხოვნა, რათა საქართველოში არჩევნები საერთოდ ფიქციად არ იქცეს“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატის სანდრა რულოვსის მიერ დაანონსებულ საპროტეტსო აქციებს, რომელიც ზუგდიდიდან დაიწყება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|