ელზა პაპოშვილი 20.05.2019
დღის განმავლობაში მომხდარი სხვადასხვა ინციდენტების - ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირებისა და დაპატიმრებების შემდეგ - ზუგდიდში გვიან ღამემდე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები დამაჯერებლად ამტკიცებდნენ, რომ ქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნები მათმა კანდიდატმა გეგა შენგელიამ პირველივე ტურგი მოიგო. თუმცა, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე, გამარჯვებულად საკუთარი თავი გამოაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 20.05.2019
პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარობისათვის ბრძოლა გრძელდება და აქ მეორე ტურში "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ლადო კახაძე "ევროპული საქართველოს" კანდიდან შალვა შავგულიძეს დაუპირისპირდება. რეგიონებში კი, ზუგდიდს თუ არ ჩავთვლით, "ოცნებამ" ყველგან მარტივად მიაღწია თავისი კანდიდატების პირველივე ტურში გამარჯვებას.
|
ია აბულაშვილი 19.05.2019
„რაიმე სიახლე ამ არჩევნებზე არ ყოფილა. შენარჩუნებულია ტენდენცია, რაც იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ნოდია 2019 წლის შუალედურ არჩევნებს.
| |
ია აბულაშვილი 19.05.2019
„არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს ზესტაფონის მერად ვაცხადებ. ჩემ კოორდინატორებზე მიდის ზეწოლა, ისინი ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვლად. არ გაუვათ გაყალბება და დავიცავ ხმებს“, - განაცხადა ზეტაფონის 51-ე საოლქო კომისიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე „თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ.
|
თამარ შუკვანი 19.05.2019
„პრეზიდენტის მოწოდება მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მშვიდობიანი გზით, მშვიდობიან მანიფესტაციით ხმები დაიცვან. მის განცხადებაში არ ჩანდა, თითქოს თავის მომხრეებს ძალადობისა და კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ მოუწოდებდეს,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ ხელისიფლების წარმომადგენლებს „ხელი წაუცდებათ რამეზე“, თავად ქართველ ხალხთან ერთად შესაბამისად იმოქმედებს.
|
ნათია ფეხშველაშვილი 19.05.2019
„რულოვსის კანდიდატად დასახელება უკვე თავისთავად პროვოკაციაა მათი მხრიდან“,- „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნუკრი ქანთარია საარჩევნო პროცესს აფასებს და იმედოვნებს, რომ ყველაფერი პირველივე ტურში გადაწყდება.
|
ია აბულაშვილი 19.05.2019
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლუიკი რუსეთს ესტონეთზე თავდასხმისა და ახალი შეიარაღებული კონფლიქტის მომზადებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლენარტა მერის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.
|
ნათია ფეხშველაშვილი 19.05.2019
„არის ეჭვი, რომ ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც დელფინებს ახასიათებთ",- გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე, შავი ზღვიდან მკვდარი დელფინების გამორიყვის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს.
|
თამარ შუკვანი 19.05.2019
„არჩევნების დღეს ნებისმიერი მოწოდება, რომელიც საეჭვო და კანონთან შესაბამისი არ არის, მიუღებელი და დაუშვებელია. მრავალი წლის განმავლობაში, ეს ამბავი კალაძეს წინ დახვდება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნისა და თბილისის მერის კახა კალაძის ერთგვარ მოწოდებას, რომელმაც საარჩევნო უბნებთან სიებით მდგარ კოორდინატორებს მიმართა.
|
ია აბულაშვილი 19.05.2019
„ასეთი პრეცენდენტი საქარველოს ისტორიაში არ ყოფილა, თუმცა არ მგონია, რომ სისხლის სამართლის დანაშაული იყოს, პოლიტიკურ ასპექტში კი ეს არის დაპირისპირების პროვოცირება. პირადად მე ასეთ განცხადებებს მოვერიდებოდი“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში ტელეკომპანია 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს.
|
ნათია ფეხშველაშვილი 19.05.2019
„ევროვიზიის" რუსი მონაწილე სერგეი ლაზარევი და მისი გუნდი მეტად უკმაყოფილო არიან კონკურსის ფინალურ ეტაპზე მიღებული ქულებით. ყველაზე მოულოდნელი კი მათთვის, როგოც თავად ამბობენ, საქართველოსგან 0 ქულის მიღება იყო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|