ია აბულაშვილი
17.05.2019

 აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე „მოქმედი პრეზიდენტის“ - რაულ ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი ასლან ბჟანია მიზანმიმართულად მოწამლეს, რათა 21 ივლისის „არჩევნებში“ მონაწილეობა ვერ მიიღოს. აფხაზეთის გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს მისი ანალიზების შედეგები გამოაქვეყნა და „არჩევნების“ შემოდგომამდე გადადება მოითხოვა.

მარი ჩიტაია
17.05.2019

 საქართველო მეზობელ ქვეყნებზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება. საქმე ეხება ელექტროენერგიის დეფიციტს, რომლის შემცირების ძირითად შესაძლებლობად ენერგეტიკოსები ჰესების მშენებლობას მიიჩნევენ. იმის გამო, რომ ქვეყანაში დენის მოხმარება მუდმივად მატულობს, უახლოეს 10-11 წელიწადში საქართველოს დაახლოებით 40%-ით მეტი რესურსი დასჭირდება. ეს საგანგაშო ვითარებას გამოიწვევს და ამ რისკის ასაცილებლად ხელისუფლებას გადამჭრილი ზომების მიღება მოუწევს.

მარი ჩიტაია
17.05.2019

 საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა რეალობას მკვეთრად ასცდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდა, მაგრამ მოსახლეობა ამ დროს მუდმივად სამუშაოს ნაკლებობაზე წუხს და დასაქმებას ვერ ახერხებს, რაც სხვადასხვა დამოუკდიებელი კვლევებითაც დასტურდება.

თამარ შუკვანი
17.05.2019

 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიებზე განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 11 მაისს დაიწყო და თვის ბოლომდე, - 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ვაკანსია 20 კანდიდატზეა გამოცხადებული, რომელიც ელექტრონული ფორმით მიიღება, თუმცა ამ დრომდე კონკურსზე მხოლოდ ერთი განაცხადია შესული.

თამარ შუკვანი
17.05.2019

 „ზუგდიდში ძალიან მძიმე ვითარებაა, რაც მოსალოდნელიც იყო. იმედი მაქვს, რომ სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება. რაც შეეხება არჩევნების დღეს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში სიტუაციის გამწვავება არ დაუშვას. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რადგან არასტაბილური გარემოს შექმნა დღეს ხელს არავის აძლევს, მითუმეტეს ხელისუფლებას," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ზუგდიდში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრისას.

ია აბულაშვილი
17.05.2019

 „ვფიქრობ, რომ შუალედური არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდება და დიდი ალბათობით, ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში გაიმარჯვებენ, არა მხოლოდ ზუგდიდში და მთაწმინდაზე,  არამედ ყველა რაიონში, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება“, - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე შუალედური არჩევნების მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.

თამთა ჩაჩანიძე
17.05.2019

 პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას" დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ვერ შეაფასებს კომპანია „იპსოსის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელც დღეს გამოქვეყნდა, რადგან ამ კომპანიის შესახებ არაფერი იცის.

ია აბულაშვილი
17.05.2019

 „თუ რამე სამინისტრო არსებობს, თუ ვინმე წარმოშობით ზესტაფონელია, ყველა ქალაქშია ჩამოსული და მობილიზებული არიან. რაღაც კონცერტებს მართავენ. მოკლედ, მთელი რესურსია ჩართული; მაგრამ არ მგონია, რომ ყველაფერი პირველ ტურში დამთავრდეს, მეორე ტური აუცილებლად გაიმართება“, - ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოს ზესტაფონში „თავისუფალი საქართველოს“ მერობის კადიდატი გოგი წულაია.

თამთა ჩაჩანიძე
17.05.2019

 ოკუპირებულ აფხაზეთში საეკლესიო განხეთქილება შესაძლოა ახლო მომავალში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. სწორედ ეს გახდა ახალი ათონის მონასტრის დახურვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამასთან, ამ კონფლიქტში აშკარად იკითხება რუსეთის ეკლესიისა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დაპირისპირების გამოძახილი.

თამარ შუკვანი
17.05.2019

 „შედეგები არალოგიკურია. დავუშვათ, მმართველი გუნდის რეიტინგი არის დაბალი, ვისია მაღალი? მმართველი გუნდის რეიტინგი რამხელაა, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამომრჩეველმა შედარების პრინციპით უნდა აირჩიოს და არა იმით, ვინ არის მისთვის იდეალური. სხვებზე ნაკლებად ვისაც იწუნებს, იმას ირჩევს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კომპანია „იპსოსის" წინასაარჩევნო კვლევას.

ია აბულაშვილი
17.05.2019

 „არანაირი იდეა, არანაირი კონსულტაციები ამ თემაზე არ ყოფილა. ეს არის სიცრუე და ამის შესახებ პირადად მე მხოლოდ პრესიდან გავიგე“, - ასე ეხმაიანება პარლამენტარი ზაზა ხუციშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაოაბზე, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პოლიტიკაში მიდის და ახალ პარტიას ქმნის, ხოლო თანამოაზრეები და მისი  პარტიის წევრები შეიძლება  გახდნენ პარლამენტარები კობა ნარჩემაშვილი, ბიძინა გეგიძე, ზაზა ხუციშვილი, შოთა შალელაშვლი და სხვები.

ელზა პაპოშვილი
16.05.2019

 სამკვდრო-სასიცოცხლო  ბრძოლა ზუგდიდისთვის  არჩევნებამდე სამი დღით ადრე  გრძელდება. სამეგრელოში ვითარება განსაკუთრებით ბოლო კვირაში დაიძაბა. ადგილი ჰქონდა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატზე თავდასხმას, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიიდან საარჩევნო სიების და სარეგისტრაციო ბეჭდების გატანას. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×