თამარ შუკვანი 15.05.2019
შაულედურ არჩევნებამდე, ოთხი დღით ადრე, ზუგდიდში ვითარება უფრო მეტად მძიმდება - ოპოზიცია ქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მივიდა და საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიცია აქციას მართავს.
|
რეზონანსი 15.05.2019
თბილისი, 15 მაისი, 2019 – ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრი, მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტპაკეტებს განახლებული პირობებით. დღეიდან მომხმარებელი შეძლებს შეიძინოს:
|
ელზა პაპოშვილი 14.05.2019
რიგგარეშე არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. პოლიტიკური ტემპერატურა განსაკუთრებულ ნიშნულზე ზუგდიდშია ასული, სადაც მერობას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი აპირებს. ბოლო რამდენიმე დღეა რაც დაძაბულობა შეიმჩნევა - „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ერმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან.
|
ელზა პაპოშვილი 14.05.2019
სიკვდილის ქრონიკა სამშენებლო ობიექტებზე გრძელდება - 14 მაისს კოსტავას 75 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის სავარაუდოდ, მე-15 სართულიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას მუშაობის დროს თოკი გაუწყდა. მამაკაცი მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ამაგრებდა და წინასწარი ინფორმაციით, ხარაჩო ჩამონგრა, ხოლო მუშა თოკმა ვეღარ დაიკავა. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
|
ია აბულაშვილი 14.05.2019
„შიგნით რა გაადაგილებები ხდება ვერ გეტყვით, მაგრამ მიმინოშვილის შერჩეული დეპუტატები ქვეყანას სიკეთეს რომ არ მოუტანს, ეს ყველამ იცის და მივიღებთ ისეთივე სამარცხვინო პარლამენტს, როგორიც დღეს არის“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ოცნებაში“ მიმდინარე განახლების პროცესს.
|
მარი გოცირიძე 14.05.2019
"თიბისი დაზღვევა" უკვე ჯანმრთელობას აზღვევს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. "თიბისი დაზღვევის" ჯანმრთელობის დაზღვევა გამოირჩევა დაზღვეულზე ორიენტირებული, თანამედროვე და გამჭვირვალე სისტემით.
|
თამარ მუკბანიანი 14.05.2019
მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა, კვლავ ვერ ხერხდება. ამჯერად, სივრცის განვითარებაზე უარი "იქს 2"-მა განაცხადა. მიზეზად კი მერიისაგან განსხვავებული გაანგარიშება დაასახელა. კომპანიის წარმომადგნელების თქმით, 18 წლის განმავლობაში, შეუძლებელია საინვესტიციო თანხის ამოღება. როგორც ჩანს, დედაქალაქში საპარკინგე ადგილების მოწყობა შეუძლებელი ხდება.
|
ია აბულაშვილი 14.05.2019
„ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გამოსვლა ღია ფორმატში გაიმართება, კითხვა-პასუხის რეჟიმში და ვფიქრობ, რომ იგი ყველა კრიტიკულ შეკითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში დეპუტატებისა და ეკონომიკის ყოფილი მინიტრის შეხვედრას.
|
მარი ჩიტაია 14.05.2019
ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის ვადა, შეიძლება გადაიწიოს. სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილებისთვის მზად არიან, მაგრამ პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ არჩევნების გამო შეყოვნდნენ და ჯერჯერობით ამ საკითხის განხილვის ვადა ჩანიშნულიც არ არის. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ ეს პროცესი გაჭიანურდეს.წესით, ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა ძალაში 1-ლი ივლისიდან უნდა შევიდეს, მაგრამ საამისო არაფერი ეტყობა.
|
თამარ შუკვანი 14.05.2019
„რულოვსს თავს დაესხნენ მაშინ, როდესაც იქ იყო ფოტოგადაღება - ჟურნალისტები ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ, ამ პირების ამოცნობა ხელისუფლებისთვის არ იქნება რთული. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს რა მოხდა სინამდვილეში," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე 14 მაისს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, სადაც „გაერთიანებული ოპოზიციის" მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს თავს დაესხნენ.
|
თამარ მუკბანიანი 14.05.2019
ევროკავშირმა მობილურ ზარებსა და `ესემესებზე~ ფასის ზედა ზღვარი დააწესა. რეგულაცია 15 მაისიდან ამოქმედდება. იგივე ტენდენციაა საქართველოშიც. განსაზღვრულ ჭერზე საუბარი საქართველოში მას შედეგ დაიწყო, რაც ორმა უმსხვილესმა ოპერატორმა ფასების ზრდა გადაწყვიტა, ეს კი მარეგულირებელმა არალოგიკურად მიიჩნია. სპეციალისტების აზრით, ევროპული ზღვრული სისტემის შემოღება მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით მნიშველოვანი ნაბიჯი იქნება.
|
თეო გუდავაძე 14.05.2019
მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი ახლოვდება, რაც, წესით, ლარის კურსზე დადებით გავლენას უნდა ახდენდეს, ვითარებადრამატულია. ლარის გაუფასურებას თან ერთვის საწვავის გაძვირებაც, ხოლო ეს ორივე კომპონენტი გავლენას ახდენს ინფლაციასა და სამომხმარებლო საქონლის ფასებზე. სადაცაა ზაფხული დადგება და სავაჭრო ობიექტებში ყველაფერი ისევ ძალიან ძვირია. თუ ლარმა გამყარება მალე არ დაიწყო, შედარებით იაფი ზაფხულიც აღარ იქნება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|