ელზა პაპოშვილი
15.05.2019

 ერთადერთი ადამიანი 41 გაშვებულ მინისტრებს შორის გიორგი ქობულია აღმოჩნდა, რომელმაც ღიად და საჯაროდ გაბედა ესაუბრა თუ რატომ მოხდა მისი თანამდებობიდან გადაყენება. რა გაიგეს ოპოზიციის წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ქობულიას გამოსვლიდან.

თამთა ჩაჩანიძე
15.05.2019

 ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან“ საუბარში ამბობს, რომ ყოფილი ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას პარლამენტში გამოსვლისას ახალი არაფერი არ უთქვამს, რაზედაც საზოგადოება არ საუბრობდა.

თამარ მუკბანიანი
15.05.2019

 ინფლაცია წელს ისევ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. ამ მოსაზრებას სავალუტო ფონდის მისიაც იზიარებს და მიზეზთა შორის თამბაქოს ნაწარმზე გაზრდილ აქციზს ასახელებს.  სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ აქციზზე მეტად გაუფასურებას სავალუტო რყევა იწვევს ბოლომდე იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში და ამან უკვე პერმანენტული ხასიათი შეიძინა.

მარიამ ბოლქვაძე
15.05.2019

 ახლო აღმოსავლეთში ამერიკასა და მის მოკავშირეებს, ერთი მხრივ, და ირანსა და მის სატელიტებს შორის, მეორე მხრივ, დაპირპისპირება ომის ზღვარზეა - საუდის არაბეთი აცხადებს, რომ სამშაბათს მის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების მიერ განხორციელდა.

ნინა გარდაფხაძე
15.05.2019

 საქართველოში უცხოელი პროფესიონალების საჭიროება გაჩნდა. მიზეზი, რიგ სპეციალობებზე კადრების მწვავე დეფიციტია. კომპანიების წარმომადგენლების შემდეგ, ამაზე დაუფარავად ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ისაუბრა.

თამარ შუკვანი
15.05.2019

 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამასთანავე ეს დღე 2014 წელს, პატრიარქის ინიციატივით, ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადდა, რის შემდეგაც ამ დღის აღსანიშნავად, ყოველ 17 მაისს ეწყობა მსვლელობა. წელსაც, საპატრიარქო მსვლელობის გამართვას აპირებს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მსვლელობა 17:00 საათზე დაიწყება და დასრულდება კონცერტით, რომელიც პარაკლისის შემდეგ გაიმართება.

ია აბულაშვილი
15.05.2019

 "ხელისუფლების ცვლის პროცესი დაიწყო და 19 მაისი იქნება ამის გაგრძელება" - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, ვისაც "რეზონანსი" შუალედური არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.

თეო გუდავაძე
15.05.2019

 სწრაფი კვების ობიექტების მომსახურება ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაძვირდა, მიუხედავად ამისა, კლიენტების რიცხვი არ შემცირებულა. ობიექტების მეპატრონეები სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, თუმცა

მთავარი მიანც ბუნებრივ აირზე ტარიფის მატება და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასის ზრდაა.

თამთა ჩაჩანიძე
15.05.2019

 15 მაისს უკრაინის მთავრობამ რუსეთთან დაკავშირებით ახალი სარკისებრი ეკონომიკური სანქციები წარადგინა, რომელიც 1 აგვისტოდან შევა ძალაში.

თამთა ჩაჩანიძე
15.05.2019

 უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციის ზუსტი თარიღის დასადგენად, პარლამენტის სხდომა ხუთშაბათისთვის გადაიდო, ამის შესახებ რადას სპიკერმა ანდრეი პარუბიმ განაცხადა.

ია აბულაშვილი
15.05.2019

 "შუალედური არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას ვერ შეცვლის, თუმცა ხელისუფლების დამარცხება იქნება საზოგაოებისთვის მესიჯი, რომ გრძელდება "ქართული ოცნების" დაღმასვლა" - აცხდებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშივლი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვთიარებაზე ესაუბრა.

თამარ შუკვანი
15.05.2019

 პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მოსმენა დაიწყო, თუმცა შეხვედრას მმართველი პარტიის მხოლოდ ორი დეპუტატი - ზაზა ხუციშვილი და შოთა შალელაშვილი - ესწრება. ქობულია საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა მიიწვიეს. სხდომას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა " და „ევროპული საქართველოს" წევრები, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×