ია აბულაშვილი
16.05.2019

 "ზუგდიდში რაც ხდება, ეს არის თავსლაფის დასხმა, არავითარი თამაშის წესები, არვითარი ურთიერთპატივისცემა და პოლიტიკური დებატები, მხოლოდ გაყალბება და დედის გინება, თუმცა "ქოცნაცებმა" დედის გინების მეტი არაფერი იციან" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს.

მარი ჩიტაია
16.05.2019

 წინასაზაფხულო სეზონი აფხაზეთში ძალიან მაღალი ფასით დაიწყო. იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა სახის სურსათი გაძვირდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ზუგდიდიდან ტვირთების შეტანა შეუზღუდავად ხდება, მაგრამ მაღალი მოსაკრებლის გამო, ხალხი დიდი ოდენობით პროდუქტის შეტანას ერიდება. შეიძლება ითქვას, რომ ბაზრებზე ქართული ნაწარმის ნაკლებობაა, რის გამოც სიძვირეა. ცალკე დაძაბულობის, ცალკეც გადაადგილების სიძნელემ ქართული პროდუქტი ერთბაშად გააძვირა.

თამარ შუკვანი
16.05.2019

 ტელეკომპანია „იმედის" დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი ადგილი კინორეჟისორმა ელდარ მდინარაძემ დაიკავა. მან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა და ტელეკომპანიაში თანამშრომლების გასაცნობად მივიდა.

ელზა პაპოშვილი
16.05.2019

 ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით ორმა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვით მკვლელობებით დაასრულა. რასთან გვაქვს საქმე რეალურად, თვითმკველობასთან, უბედურ შემთხვევასთან თუ მკვლელობასთან? სანამ ექსპერტიზის შედეგები  არ გახდება ცნობილი და გამოძიება არ დასრულდება, რთულია კონკრეტულად რაიმეზე საუბარი. თუმცა გარდაცვლილების ოჯახებს თვითმკვლელობის ვერსიის  ნაკლებად სჯერათ.  

მარი ჩიტაია
16.05.2019

 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოსვლით საქართველოში მიმოსვლის ტარიფები გაიაფდება, მაგრამ ბიუჯეტისთვის წამგებიანი აღმოჩნდება, ჯერჯერობით უცნობია, რა დაუჯდება სახელმწიფოს ირლანდიური ავიაკომპანია "რაინაერის" ბაზარზე დამკვიდრება. ნაწილი ფიქრობს, რომ ევროპიდან ტურისტების მოზიდვის საპირწონედ ბიუჯეტიდან დიდი ფული დაიხარჯება, რაც მათ აზრით, უმჯობესი იყო, ადგილობრივბი ავიაკომპანიის გასაძლიერებლად მიემართათ. მეორე მხრივ, მგზავრობა იაფდება, რაც მოსახლეობისთვის დიდი სიკეთეა.

თამთა ჩაჩანიძე
16.05.2019

 "ნაციონალურ მოძრაობას" არ მოეწონა საკუთარი რეიტინგი საზოგადოებრივი აზრის კვლევაში და ამიტომ ცდილობენ ზუგდიდში ვითარების ესკალაციას, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზუგდიდის მოვლენების კომენტირებისას. ამბობს, რონ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს სიტუაციის დამუხტვას.

თამარ მუკბანიანი
16.05.2019

 საქართველოს ორ რეგიონში მუშების გაფიცვა ერთდროულად დაიწყო. ჭიათურასა და რუსთავში, დასაქმებულთა პროტესტის მიზეზი, დაბალი ხელფასი და არასათანადო სამუშაო პირობებია. მენეჯმენტი პრობლემას არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებს და პროცესებს მართულს უწოდებენ. პროფკავშირები და სპეციალისტები კი ფიქრობენ, რომ ტოტალური გაძვირების ფონზე, არ შეიძლება მხოლოდ დასაქმებულთა ხელფასი იყოს უცვლელი.

ია აბულაშვილი
16.05.2019

 "რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, არ ვიცი, თუმცა მოძრაობები, რომელიც "ოცნებაში" დაიწყო, ამაზე მიანიშნებს და ეს უფრო შუალედური არჩევნების შედეგების შემდეგ გამოჩნდება" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა "ოცნებაში" დაწყებულ განახლების პროცესს.

თამთა ჩაჩანიძე
16.05.2019

 უკრაინიდან გაქცეული ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, რომელიც, როგორც უკრაინაში მიაჩნიათ, ახლადარჩეული პრეზიდენტის "ნათლიმამაა", სამშობლოში დაბრუნდა. ამ ქვეყანაში ბევრს მიაჩნია, რომ ზელენსკისგან პოლიტიკური ლიდერის გამოძერწვის უკან სწორედ ეს კაცი დგას, რომელმაც ამ ნაბიჯით შური იძია თავის მთავარ მტერზე, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე.

თამარ შუკვანი
16.05.2019

 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომამ დღესაც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები კვლავ საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ. ამ უკანასკნელმა კი სხდომა დასრულებულად გამოაცხადა და დარბაზი დატოვა. ხმაური კომისიაში გაგრძელდა.

რეზონანსი
16.05.2019

 თბილისი, 16 მაისი, 2019 – საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრის, ბილაინის მხარდაჭერით მაისში, „თბილისის სტარტაპ ბიუროს“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსის - Future Agro Challenge -ის ადგილობრივი კონკურსი ჩატარდა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს აგროპრენერების და აგროინოვატორების აღმოჩენას სოფლის მეურნეობის სფეროში სიახლეების დასანერგად, კერძოდ კი საკვების, აგროტექნელოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით. საქართველოში კონკურსი 30 სხვადასხვა კატეგორიაში ჩატარდა და 48 საათიანი ჰაკათონის შედეგად 8 ფინალისტი გუნდი კომპეტენტური ჟიურის წინაშე პრეზენტაციით წარსდგა.

ელზა პაპოშვილი
15.05.2019

 მერის არჩევნებამდე 4 დღით ადრე სამეგრელოში  ხელისუფლების და ოპოზიციის დაპირისპირება მწვავდება. 15 მაისს  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა  მოითხოვეს, რომ ზუგდიდის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“ გია დანელიას უფლებამოსილება შეუწყდეს. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×