თამარ შუკვანი 10.05.2019
ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, საქართველოში შარშანდელთან შედარებით, სამწუხაროდ, 180 ვეტერანით ნაკლებია. ამჟამად დაახლოებით ომის 490 ვეტერანია. შარშან კი - 670 იყო.
|
ელზა პაპოშვილი 10.05.2019
დააკავებენ თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს 10 მაისს სუს-ში დაკითხვაზე მისულს და რატომ არ არის ის აქამდე დაპატიმრებული. რატომ დაიწყო გამოძიება ტერორიზმის მუხლით და არა განზრახ მკვლელობის მცდელობაზე - ესაა კითხვები, რომელსაც იურისტები „რეზონანსთან“ სვამენ და ამბობენ, რომ საქმის ირგვლივ რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.
|
ია აბულაშვილი 10.05.2019
"ქვეყანა, თუნდაც პატარა ქვეყანა, შეუძლებელია, იმართებოდეს ისე, როგორც იმართება კომერციული სტრუქტურა, თუნდაც სააქციო საზოგადოება, რომლის საკონტროლო პაკეტი ერთი ადამიანის ხელშია. ამიტომ საკადრო ცვლილება და მთავრობაში კარუსელები სულ იქნება დღის წესრიგში" - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებას.
|
მარი ჩიტაია 10.05.2019
საფონდო ბირჟის განვითარების პერსპექტივა ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივმა ნაბიჯებმა ჩაკლა. იმის გამო, რომ მთელი ბაზარი მათ მიერაა დაპყრობილი, ახალი მოთამაშე, პრაქტიკულად, ვერ შემოდის და საფონდო ბაზრის შესაძლებლობებით საერთოდ ვერავინ სარგებლობს. ასე ქვეყნის ეკონომიკა მუდმივად ერთ წრეზე იტრიალებს.
|
თამარ მუკბანიანი 10.05.2019
ავტომობილების რაოდენობის მიხედვით მოსაკრებლის დაწესებას პარლამენტი არ გეგმავს. თემის განხილვა ჩანაწერმა გამოიწვია, რომელიც მოსახლეობის მიერ შეთავაზებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გზების ასახვას მოჰყვა. სამაგიეროდ, იგეგმება სხვა ცვლილება და ზოგიერთი მათგანი მალე ამოქმედდება.
|
მარი გოცირიძე 10.05.2019
სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებულმა პროექტებმა შედეგი უკვე მოიტანა. 2018 წლის მონაცემით, წარმოებულია 1,3 მლნ ტონაზე მეტი პროდუქცია.
|
მარი გოცირიძე 10.05.2019
"Talking Environment - გარემოს ქმნი შენ" - ამ სახელწოდებით საჯარო ფორუმი გარემოს დაცვის საკითხებს მიეძღვნა და ამომწურავად უპასუხა იმ გამოწვევებს, რაც საქართველოში ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებობს. ქვეყანა ნარჩენების მართვის სრულყოფისთვის აქტიურ ღონისძიებებს გეგმავს, რაშიც მას ევროკავშირი ეხმარება.
|
ელზა პაპოშვილი 09.05.2019
კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ ინტერვიუში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ დაწყებულ გამოძიებას აფასებს და ამბობს, რომ მისი დაკავება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ამბობს, რომ მაჩალიკაშვილი ხეობაში ავტორიტეტით სარგებლობს და ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, ამიტომაც ხელისუფლება ფრთხილობს, რომ საქმის ირგვლივ უფრო მეტი მტკიცებულება წარმოადგინოს და ნაკლები კითხვები დატოვოს.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.05.2019
უკრაინაში 9 მაისის ღონისძიებებს, როგორც ეს ტრადიციულად ხდება-ხოლმე, შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. მოსახლეობის აზრი დიდწილად გაყოფილია, ერთი ნაწილისთვის 9 მაისი არის ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული, ხოლო მეორისთვის კი არის საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლო.
|
თამარ შუკვანი 09.05.2019
„საზოგადოებისთვის უნდა იყოს რაიმე მნიშვნელოვანი შეთავაზება. ასეთ ვითარებაში „ქართულ ოცნებისთვის" შესაძლოა რაღაც სახეიროდ შეიცვლოს, თუმცა მგონია, რომ პრემიერის პოსტი ამ შემთხვევაში მაინც ივანიშვილმა უნდა დაიკაოს და არა გახარიამ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე შს მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო გაპრემიერების საკითხზე საუბრისას.
|
მარიამ ბოლქვაძე 09.05.2019
„მე და ნინო ბურჯანაძე შევთანხმდით, რომ სჯობს, პარტია დავტოვო და ცალკე ვიყო. ეს იყო ტაქტიკური ორმხრივი შეთანხმება, ორივემ საჭიროდ მივიჩნიეთ, ჩემი დამოუკიდებლად მოქმედება," - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ, „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 09.05.2019
"არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი მისმა გარემოცვამ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობაში დაარწმუნოს, რადგან მას თავისი წყაროებიც აქვს და გარკვეულ ინფორმაციებსაც ფლობს. ჩემი აზრით, იგი დაელოდება შუალედური არჩევნების შედეგებს და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვტილებას, სჭირდება თუ არა საერთოდ "ოცნებას" ვადამდელი არჩევნები," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|