თამარ შუკვანი
09.05.2019

 „კარგია, რომ საარჩევნო კამპანია ექსცესების გარეშე მიდის და იმედია, ასე გაგრძელდება. ოპოზიცია ამ არჩევნეს განიხილავს, როგორც ერთგვარ რეპეტიციას საპარლამენტო არჩევნების წინ. მათთვის მნიშვნელოვანია გარკვეული წარმატების მიღწევა, თუმცა ოპოზიციის ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული აზრთა სხვაობა - კონსენსუსი სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუფებს შორის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებითაც არ არის," - აცხადებს „რეზონანსთან" სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე საუბრისას.

მარიამ ხულიაშვილი
09.05.2019

 შრომის კოდექსი და შრომის ინსპექციის გაზრდილი უფლებები, დასაქმებულთა არათუ თანასწორ გარემოში მუშაობის საშუალებას ვერ იძლევა, მათ სიცოცხლესაც კი ვერ იცავს. დამოუკიდებელი პროფკავშირები თვლიან, რომ სიტუაციის გამოსწორების ერთადერთი გზა, სახელმწიფოს ნებაა, დაიცვას მოქალაქე და მისი სიცოცხლე.

თამთა ჩაჩანიძე
09.05.2019

 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა ნატოში გაგზავნა წერილი რუსული პასპორტების უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონონოდ დარიგებასთან დაკავშირებით, სადაც ის რუსეთზე სანქციების გამკაცრებას ითხოვს.

თამარ შუკვანი
09.05.2019

 ვაკის პარკთან მიმდინარე აქციაზე დაკავებები გრძელდება; შსს-მ 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კონტრაქციის წევრი დააკავა.

მარი ჩიტაია
09.05.2019

 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები შესაძლოა, მომავალ წელსაც ვერ შესრულდეს. მშენებლობის ვადები უკვე იმდენჯერ დაირღვა, რომ დეპუტატებსაც თავგზა აებნათ. რეალურად არავინ იცის, როდის დასრულდება გზების მშენებლობა და რა ქმნის ისეთ დაბრკოლებას, რაც დაანონსებული პროექტების ვადებს მუდმივად ცვლის.

თამარ მუკბანიანი
09.05.2019

 თბილისში მიკროავტობუსები სრულად ვერ ჩანაცვლდება. ასეთია მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხედვა, თავად მერს კი შესაძლებლად მიაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ საერთოდაც გაქრეს "მარშრუტკები". ქალაქის მუნიციპალიტეტს "თბილისის მიკროავტობუსთან" ხელშეკრულება 2031 წლამდე აქვს, თუმცა მერიამ სხვადასხვა სფეროში უკვე არაერთხელ მოახერხა მსგავსი კონტრაქტის გაწყვეტა.

ია აბულაშვილი
09.05.2019

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნებიდან, რომელმაც ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

თამარ შუკვანი
08.05.2019

 „სამხრეთიდან სიტუაცია თუკი იმდენად დაიძაბა, რომ საქმე საომარ მოქმედებამდე მივიდა, შესაძლოა რუსეთმა გვერდზე გადგომა არ მოინდომოს, პირიქით, მასში მონაწილეობის მიღება ისურვოს, - საქართველოს წინააღმდეგ მსგავსი დარტყმაც მოსალოდნელია.

ეკატერინე ბასილაია
08.05.2019

 9 მაისს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორი აქცია-მსვლელობაა დაანონსებული - ერთია რუსული პროპაგანდისტული აქცია სახელწოდებით „უკვდავი პოლკი", ხოლო პარალელურად გაიმართება აქცია „არა პუტინის მარშს", რომელსაც მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას" წევრები აანონსებენ.

ეკატერინე ბასილაია
08.05.2019

 ანაკლიის პროექტი უკვე რამდენი ხანია შეჩერებულია. მშენებარე პორტში არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს დაფინანსების არ არსებობის გამო და ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, კიდევ რამდენი ხნით გადაიდება სამუშაოები.

თამარ შუკვანი
08.05.2019

 „მხოლოდ რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი სახელმწიფოები დადგებიან რუსეთის გვერდით; რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, - სომხეთი, ბელორუსი... სხვადასხვა ქვეყნები მაინც იძულებულები იქნებიან რუსეთის ინტერესებს გარკვეული ანგარიში გაუწიონ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კიევის განცხადების შესახებ საუბრისას, რომლის თანახმადაც, უკრაინის მთავრობა დონბასის მოსახელობისთვის გაცემულ რუსულ პასპორტებს ბათილად სცნობს.

ია აბულაშვილი
08.05.2019

 მმართველმა გუნდმა რომ შეიძლება კორექტირება შეიტანოს საარჩევნო გეგმებში და შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწვეტილება მიიღოს, პოლიტიკურ და ექსპერტთა წრეებში დასაშვებად მიიჩნევენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ რიგგარეშე არჩევნები ხელისუფლებისთვის შედეგის მომტანი იყოს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×