ია აბულაშვილი 07.05.2019
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის პოსტკომფლიქტური სიტუაციის დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთი მუშაობს დაკარგული რელიქვიის დასაბრუნებლად“. საუბარია ოქონის ტრიპტიქონზე, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება.
|
რეზონანსი 07.05.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-სა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
|
ელზა პაპოშვილი 07.05.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით „რეზონანსი“ მალხაზ მაჩალიკაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი სახის საუბარი მას თავის ძმიშვილთან არ ჰქონია და ეს ფაბრიკაციაა. მისი განცხადებით, მან საერთოდ არ იცის სად ცხოვრობს გოგაშვილი და სად არის მამამისი დაკრძალული.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.05.2019
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა ანგარიში ნაციზმის ჰეროიზაციის ნეონაციზმის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელშიც, სხვა საქართველოს ხელისუფლებას ამ კუთხით სხვადასხვა პრალდებებს უყენებს. მათი შეფასებით, ნაციზმის ჰეროიზაცია საქართველოში სამთავრობო დონეზე არ ხდება, თუმცა, არაოფიციალურად ასეთი ფაქტები ხშირად ფიქსირდება.
|
თამარ შუკვანი 07.05.2019
„გინდა სისხლის აღება დავარქვათ და გინდა სამაგიეროს გადახდა, რა მნიშვნელობა აქვს? ამ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ამ კაცს ტერორისტული აქტის მოწყობა უნდოდა. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, აქ სისხლის აღების ფაქტორი იყო, თუ სხვა რამ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანლიტიკოსი მამუკა არეშიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს.
|
თამარ შუკვანი 07.05.2019
„რატომ იყო დასაცავი, არ მესმის. ასეთ შემთხვევაში გუნდს რა უნდა ეთქვა? არაფერი ჰქონდა დასაცავი. მოვიდა, დაინიშნა. მერე რაღაც საქმეები ჰქონდა, წავიდა. ჩამოვიდა და შეუდგა მუშაობას. არ მგონია, რომ ეს ობიექტური იყოს. შეიძლება სხვა რამე იმალება და ეს უნდა თქვას. ნახევრად თქმა არავითარი შედეგის მომტანი არ არის-ხოლმე," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მიერ გაკეთებულ ბოლო დროინდელ განცხადებებს.
|
ია აბულაშვილი 07.05.2019
„რუსთავი 2“-თან ხელისუფლებას ეს სპეცოპერაცია არ გამოუვა და ჩაუვარდება, როგორც ყველა სხვა სპეცოპერაცია. „რუსთავი 2“ იქნება მისი ბოლო ფიასკო, ისე, როგორც შევარდნაძის ხელისუფლების დროს“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 07.05.2019
„ცუდია, რომ ამ კონცერტში ნინო სუხიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ზოგადად, საპატრიარქოს მიერ გამართულ კონცერტში ცუდი არაფერია, მაგრამ ცუდია. რომ ეს კონცერტი იმართება 17 მაისს იმიტომ, რომ შეზღუდულიყო უმცირესობების უფლებები საქართველოში და ამ კონკრეტული ღონისძიების მხარდაჭერა ნიშნავს სინამდვილეში ჰომოფობიის მხარდაჭერას", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე
|
მარი ჩიტაია 07.05.2019
საქართველოს ელექტროენერგიისა და გაზის კატასტროფული დეფიციტი ემუქრება. განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაა დენთან დაკავშირებით, რადგან უკვე არის დეფიციტი და მოხმარება საგრძნობლად უსწრებს წარმოებას. თითქმის იგივე მდგომარეობაა გაზის მიმართულებით და დადგა მომენტი, როცა ქვეყანას რუსული ბუნებრივი აირის მიღება დასჭირდა.
|
მარი ჩიტაია 07.05.2019
ბოლო 3 წელიწადში ძირითადი მოხმარების საქონელზე, განსაკუთრებით კი სურსათზე, ფასი, საშუალოდ, 25%-ის ფარგლებში გაიზარდა. ინფლაციის ზრდის ტემპი იმდენად მაღალია, რომ მისი დაბალანსება უკვე შეუძლებელია, განსაკუთრებით ლარის მაღალი კურსის პირობებში. რა მანიპულაციაც უნდა ჩაატარონ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, ინფლაციის მოსათოკად ნებისმიერი მცდელობა უშედეგოა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამან შეიძლება მთავრობა გადაიყოლოს კიდეც, რადგან ფასების ზრდის შეჩერება ვერ ხერხდება და ამის გამო მოსახლეობა დიდ განსაცდელშია.
|
თეო გუდავაძე 07.05.2019
ქართველი ახალგაზრდები იძულებულნი არიან, საუნივერსიტეტო სწავლა შეწყვიტონ და, სხვადასხვა პროგრამით, უცხოეთში სამუშაოდ წავიდნენ. უმეტესობას ევროპაში ოჯახის დამხმარედ უწევს მუშაობა. სტუდენტების თქმით, ასე მათ ეძლევათ შესაძლებლობა, დააგროვონ თანხა და მომავალში სწავლის ფული გადაიხადონ. არიან ისეთებიც, ვინც უცხოეთში რჩებიან როგორც სასწავლებლად, ასევე საცხოვრებლადაც.
|
თამარ მუკბანიანი 07.05.2019
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოშია თავმოყრილი, დედაქალაქს და რეგიონებს მხოლოდ ერთადერთი აეროპორტი ემსახურება. იმ ფონზე კი, როცა მგზავრთა ნაკადი წლიდან წლამდე იზრდება, არ ხდება აეროპორტის მასშტაბური გაფართოება და 2027 წლამდე თბილისიდან 150 კმ-ში ახალი აეროპორტიც ვერ აშენდება.
|
|