თამთა ჩაჩანიძე
03.05.2019

 უკრაინული და რუსული პრესის ცნობით, დონბასში რუსული პასპორტების დარიგება დღეს დილით (ადგილობრივი დროით) ცხრა საათზე, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურის შენობაში დაიწყო. მიგრაციის სამსახურის შენობაში 80-მდე ადამიანი მივიდა. აღსანიშნავია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ოლქების მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 3.7 მილიონ ადამიანს.

ელზა პაპოშვილი
03.05.2019

 საზარელი მკვლელობა  სოფელ ყანდაურაში  -  85 წლის მამაკაცმა, სავარაუდოდ, 4 ადამიანი სანადირო თოფით მოკლა, ერთი კი მძიმედ დაჭრა. ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძეა, რომელიც სამართალდამცველებმა გურჯაანის რაიონულ სამმართველოში უკვე გადაიყვანეს. ის დანაშაულის ადგილზე, სოფელ ყანდაურაში, საკუთარ სახლში დააკავეს. სასტიკი მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ორი გადაცვლილი დაკავებული მამაკაცის შვილი და რძალია. დანარჩენი ორი კი დედა-შვილია, მისი მეზობლები.  

ია აბულაშვილი
03.05.2019

 "ოცნება დღეს საინტერესო აღარ არის, არც მათი საარჩევნო სიები, როგორც ეს 2016 წელს იყო. ალტერნატიული ძალა რომ არსებობდეს, მერწმუნეთ, ოცნებაში მხოლოდ 5-6 კაცი დარჩებოდა, გვარებიც შემიძლია დაგისახელოთ, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ალტერნატიული ძალის კონტურები არ ჩანს და "ოცნებიდანაც" მასიურად იმიტომ არ გარბიან, რომ ეშინიათ, ვაკუუმი არ შეიქმნას და ისევ მიშა არ მობრუნდეს" - ასე ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "ოცნებაში" შექმნილ ვითარებას.

ეკატერინე ბასილაია
03.05.2019

 დავითგარეჯის ირგვლივ პოლემიკა სულ უფრო საშიშ ტენდენციას იძენს. ამჯერად გარეჯში სასულიერო პირები ჩავიდნენ და ქადაგებისას მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი რელიგიური კონფლიქტით და სისხლისღვრით დაიმუქრა, თუკი გარეჯის მთელი კომპლექსი საქართველოს არ გადაეცემა.

მარი ჩიტაია
03.05.2019

 ზედიზედ 2 თვეა, რაც ნავთობპროდუქტების ბაზრებზე ფასები დიდ რყევას განიცდის. საწვავის ღირებულება მუდმივად იცვლება ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით, რაც არასტაბილურობის განცდას იწვევს. დაბნეულია ბიზნესი, მომხმარებელი, პროგნოზი კი ყველას უჭირს. ამჯერად გაძვირების შემდეგ შავი ოქრო ერთბაშად გაიაფებისკენ დაიძრა.

თამარ მუკბანიანი
03.05.2019

 საპენსიო ფონდში 201 მლნ ლარია მობილიზებული, თუმცა კვლავ არაფერია ცნობილი, სად დაბანდდება, ვინ განკარგავს და რამდენად სანდო იქნება საბჭო, რომელსაც წლის ბოლომდე 600-700 მლნ ლარზე მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ, კანონის მიხედვით, ფული ქვეყნის შიგნით არსებულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა განკარგონ, ანუ ბანკებმა.

მარი გოცირიძე
03.05.2019

 საქართველოს გარემოსდაცვითი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ომბუდსმენის ინსტიტუტი ჰყავს. ომბუდსმენად შეირჩა დევიდ მორისონი, რომელიც "კავკასიის ფონდის" ხელმძღვანელია. მის სახელს ჩვენს ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად გატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები უკავშირდება. ინოვატორი ომბუდსმენი ყურადღებას იქცევს იმითაც, რომ ძალიან უყვარს საქართველო და ათეულ წელზე მეტია, რაც ქვეყანას ღირსეულად ემსახურება.

თამარ შუკვანი
02.05.2019

 რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენ გივი ჩეჩელაშვილს სახლი დაუცხრილეს, თუმცა დამნაშავეები ჯერ ვერ იპოვნეს. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, ეს გამაფრთხილებელი გასროლა იყო; ნიშანი იმისა, რომ გაჩერებულიყო და გამოძიებისთვის „ხელი არ შეეშალა."

ელზა პაპოშვილი
02.05.2019

 ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე   „რეზონანსთან“ გახარიას პარლამნეტში გამოსვლას და მის პასუხებს აფასებს. მისი თქმით, მინისტრის გამოსვლა დიდად არაფრით გამოირჩეოდა და განსაკუთრებულიც პანკისის თემის გარდა არაფერი უთქვამს.  თუმცა მის აღიარებას  დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს როგორც გახარიას, ასევე ქვეყანას  წაადგება და მსგავსი შეცდომის დაშვებისგან უფრო დაცული  იქნება. 

ელზა პაპოშვილი
02.05.2019

 შეცდომების აღიარება, შედერებით ადეკვატური და პოლიტიკაში ახალი სტილის დანერგვის მცდელობა - ანალიტიკოსები  „რეზონანსთან“გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლას აფასებენ.   

 

ია აბულაშვილი
02.05.2019

 "ოცნება" პირწმინდად თუ მოიგებს შუალედური არჩევნების პირველ ტურებს, წელგამართული მოემზადება მომავალი არჩევნებისთვის. თუ წააგებს, ეს კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი იქნება "ოცნების" რღვევის" - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×