ეკატერინე ბასილაია
01.05.2019

 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკული ბაზების აშენება რეკომენდირებული არ არის, რადგან „არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული".

თამთა ჩაჩანიძე
01.05.2019

 პარლამენტმა კობახიძის კანონპროექტი მოსამართლეთა შერჩევის შესახებ, მესამე მოსმენით (87 მომხრე 33 წინააღმდეგი) მიიღო. უმრავლესობიდან კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა უკვე ყოფილმა "ოცნების" დეპუტატმა ლევან კობერიძემ, რის შემდეგაც მან მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ურავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ელზა პაპოშვილი
01.05.2019

 პანკისში, 21 აპრილის მოვლენების შემდეგ, ადგილობრივები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას და შემდეგ ნაბიჯებს ელიან. სახალხო კრებამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ხეობაში სიტუაციის განმუხტვის და კრიზისის მოგვარების კუთხით მინისტრის დადებით და პოზიტიურ როლზე საუბრობენ.

ია აბულაშვილი
01.05.2019

 "პოლიტტექნოლოგიის თვალაზრისით ამ თემის განხილვას აზრი შეიძლება ჰქონდეს, რადგან "ქართულ ოცნებაში" ვარდნის და დეგრადაციის პროცესი გრძელდება. დღევენდელი მოცემულობა მათთვის მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმდება. რაც უფრო ადრე ჩაატარებენ არჩევნებს, აქვთ შანსი რაღაც შედეგი მიიღონ".

ია აბულაშვილი
01.05.2019

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, წმინდა სამების ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კულტურული და რელიგიური ცენტრი იყო მე-19 საუკუნის თბილისში, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქალაქის მაცხოვრებელთა სულიერ ცხოვრებაში, მის კულუტურულ განვითარებასა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციების შენარჩუნების საქმეში.

ელზა პაპოშვილი
01.05.2019

 დავითგარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა, რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ, მხოლოდ დროებით გაიხსნა. აზერბაიჯანული მხარე არ გამორიცხავს, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტოს. გარდა ამისა, გიორგობაზე შესაძლოა, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიამდე მიმავალი გზაც ჩაიკეტოს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, კახის რაიონში მდებარეობს. მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ამის შესახებ მას დავითგარეჯთან მდგარმა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უთხრეს.

ია აბულაშვილი
01.05.2019

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ პირველი რესპუბლიკის სამთავრობო კომისიაში (1918-1921 წწ) მუშაობდნენ ივანე ჯავახიშვილი და პავლე ინგოროყვა. მათ ფასდაუდებელი შრომა გასწიეს ამ საქმეში, მაგრამ, საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, სერგო ორჯონიკიძემ საზღვარი საქართველოს საზიანოდ შეცვალა. იმასაც ამბობენ, სერგო ორჯონიკიძემ პავლე ინგოროყვას შეუთვალა, გაჩერდეს, თორემ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს ორთაჭალამდე გავდებო.

მარი ჩიტაია
01.05.2019

 საქართველოს რეგიონებში მუშახელი არ დარჩა. პრობლემაა იმ ადგილებშიც, რომლებიც ტურისტულ ზონებად ითვლება და, წესით, მოსახლეობის დამაგრება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. იმის ნაცვლად, რომ ხალხი საკარმიდამო ნაკვეთს მაინც უვლიდეს და მეურნეობას პატრონობდეს, გარბის, ხოლო ვინც დარჩა, მასაც გაქცევისკენ უჭირავს თვალი. სავალალო მდგომარეობას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.

ელზა პაპოშვილი
01.05.2019

 ორ დღეში დაშვებული ორი შეცდომა - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუკისა" და "ტვიტერის" საკუთარ გვერდებზე განხორციელებული ქმედების შედეგად სკანდალში გაეხვია. პირველად საქართველოს პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპის განცხადება გააზიარა, სადაც იგი შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ პოსტი სალომე ზურაბიშვილს არ გაუზიარებია. ტექნიკური შეცდომა სოციალური მედიის მართვის მენეჯერმა დაუშვა და მალევე გამოასწორეს. პრეზიდენტის გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტი დაახლოებით ერთი საათი იდო და ის ამჟამად წაშლილია.

თამარ მუკბანიანი
01.05.2019

 "ყაზტრანსგაზ-თბილისში" ათწლიანი დროებითი სპეცმმართველობა გაუქმდა. ლამის ისტორიული გადაწყვეტილება მარეგულირებელმა კომისიამ გუშინ მიიღო. მმართველის დანიშვნის მიზეზი დავალიანება გახლდათ, რომელიც 68 777 519 ლარს შეადგენდა. ძირი თანხიდან, 2009 წლიდან დღემდე, მხოლოდ 12 მლნ ლარამდე გადაიხადა კომპანიამ, დარჩენილი 56 მლნ ლარი კი ფინანსთა სამინისტრომ ჩამოაწერა. სემეკ-ში ადასტურებენ, რომ ჩამოწერა სხვადასხვა ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ მოხდა.

ეკატერინე ბასილაია
30.04.2019

 2019 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 3,723 მილიონია და 2018 წელთან შედარებით 6 100 ადამიანით, ანუ, 0,2%-ითაა შემცირებული. ასევე გაზრდილია საზღვარგარეთ წასული მოსახლეობის რაოდენობაც - 2018 წელს 100 000-მდე ადამიანია გავიდა ქვეყნიდან და მათგან 11 ათასი ადამიანი უცხოეთში ემიგრაციაში დარჩა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×