ია აბულაშვილი
05.05.2019

 „საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა - წინასაარჩევნო კამპანიისას, რომელიც ერთი თვეა გრძელდება, კანდიდატებს ერთმანეთის მიმართ არც ერთი  შეურაცმყოფელი სიტყვა არ წამოსცდენიათ. მადლობა ამისთვის ამ ახალგაზრდებს“, -  ასე აფასებს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე.

თამთა ჩაჩანიძე
05.05.2019

 „ქობულია პოლიტიკურად აქტიური არ იყო და აქედან გამომდინარე ძნელია გასაგები ყოფილიყო რას გულისხმობდა „თამაშის წესებში“, - ასე აფასებს ექსპერტი არჩილ გამზარდია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ მმართველი გუნდის მიმართ გაკეთებულ მწვავე  განცხადებებს.

ია აბულაშვილი
05.05.2019

 „რეალური დაფინანსება ნაპოვნი თუ არ იქნება, ალბათ მთავრობა გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს აღარც მთავრობაზეა დამოკიდებული და მთლიანად კონსორციუმის პრობლემაა. დონორს კი სჭირდება გარანტიები და იმაში დარწმუნება, რომ ამაში ამხელა ფულის ჩადებას აზრი აქვს“, - ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და კონსორციუმის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას, საერთაშორისო დონორების ჩართულობით, რომელიც სავარაუდოდ ერთ კვირაში გაიმართება.

ნათია ფეხშველაშვილი
05.05.2019

 „არ არის გამორიცხული რაიმე ფსიქიური პრობლემა იყოს“, - ასე აფასებს სოფელ ყარდაულაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის მამაკაცის ფსიქიკურ მდგომარეობას ფსიქიატრი გიორგი სიხარულიძე.

მარიამ ბოლქვაძე
05.05.2019

 

 

 

„აქ, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, თბილისიდან, საგარეჯოდან, სოფელი უდაბნოდან. ალბათ, დღის ბოლომდე, დავრჩებით. ჩვენ ვუგზავნით შეტყობინებას ამ ხელისუფლებასა და ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, რომ ჩვენ მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ და პრინციპულად დავიცავთ საკუთარ მიწა-წყალს. ორმა სახელმწიფომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, კომპრომისული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ „რეზონანსთან" საუბრისას.

ნათია ფეხშველაშვილი
05.05.2019

 „მეც ვიყავი მაგ გუნდში და დაახლოებით წარმოდგენა მაქვს რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებებს.

თამთა ჩაჩანიძე
05.05.2019

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „ფორბსის კვირა" მმართველი გუნდის მიმართულებით კრიტიკული განცხადებები გააკეთა. „რეზონანსი" ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართული ოცნებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიას დაუკავშირდა, მან განგვიცხადა, რომ ქობულიას გამოსვლა არ უნახავს, მაგრამ რადგან საზოგადოებას დარჩა კითხვები მის გამოსვლასთან დაკავშირებით, მანვე უნდა ახსნას.

თამარ შუკვანი
05.05.2019

 „მე, რომ ზურაბიშვილის მრჩეველი ვყოფილიყავი, ვურჩევდი გაეხსენებინა აშშ-ის ექს-პრეზიდენტი. ზუსტად ეს აზრი ობამას აქვს გამოთქმული; მისი პოზიცია შემდეგ დასავლეთმა მეტ-ნაკლებად გაიზიარა, რადგან პროცესი შეანელა - „ნუ ვიჩქარებთ ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას, რომ რუსეთმა არაფერი დაუშაოსო“ - მოტივი ეს იყო. აზრი ზუსტად იგივეა - იმ დროს არ გაკეთდეს, როდესაც რუსეთმა შესაძლოა პროვოცირება მოახდინოს, უნდა გაკეთდეს იმ დროს და ისე, რომ რუსეთს აგრესიის სურვილი ან შესაძლებლობა არ ჰქონდეს,“ - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე, საქართველოში სამხედრო ბაზის აშენების შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას. 

ეკატერინე ბასილაია
05.05.2019

 ორ კვირაში შუალედური არჩევნები ტარდება, თბილისში, მთაწმინდაზე - პარლამენტში დეპუტატობისთვის, ხოლო 5 მუნიციპალიტეტში - მერობისთვის და დიდი ინტერესია, გაუჭირდება თუ არა „ქართულ ოცნებას“ რომელიმე ოლქში გამარჯვება, ან ელოდება თუ არა დამარცხება თუნდაც ერთ ოლქში, რადგან, პოლიტოლოგების შეფასებით, თუკი „ოცნების“ კანდიდატმა ერთ ოლქში მაინც წააგო, ეს მმართველი პარტიისთვის დამარცხების მძიმე პრეცენდენტს შექმნის, ოპოზიციას კი უფრო თავდაჯერებულს გახდის.

ელზა პაპოშვილი
05.05.2019

 თელავში ათი წლის ბავშვს, სავარაუდოდ, ბებიამ სცემა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მეხუთე კლასის მოსწავლის სახეზე დაზიანებები მასწავლებელმა შენიშნა, რის შემდეგაც სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციის გამოძახება გადაწყვიტა. ბავშვი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მკურნალობა ჩაუტარდა. 

რეზონანსი
04.05.2019

 „დავით გარეჯის პრობლემას უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს. ბევრი მათგანი გადავწყვიტეთ, მაგრამ მის ბოლომდე მოგვარებას დრო და სერიოზული ძალისხმევა სჭირდება, დელიმიტირების პროცესი მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს", - აცხადებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
04.05.2019

 „ქართულ ოცნებაში“ რღვევის ახალი ტალღა დაიწყო. კულუარული ინფორმაციით, ლევან კობერიძის შემდეგ, მმართველ პარტიის დატოვებას კიდევ რამდენიმე დეპუტატი გეგმავს. ბიძინა გეგიძე, რომან კაკულია და ალექსანდრე ერქვანია შესაძლოა პირველები აღმოჩნდნენ მათ შორის, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს. ბიძინა გეგიძე „რეზონანსთან“ საუბარში ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არ ადასტურებს. მისი თქმით, ის მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით მოვლენების საბოლოო განვითარებას დაელოდება და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×