ელზა პაპოშვილი 08.05.2019
„რუსთავი 2"-ის გარშემო ახალი სასამართლო დავის დაწყებას "რეზონანსთან" ინტერვიუში ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აფასებს. ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ მოსარჩელე ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლის, ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის უკან ის არ დგას.
|
ია აბულაშვილი 08.05.2019
"მეეჭვება, რომ დღევანდელი "რუსთავი 2"- ის მიმართ იგივე განწყობა იყოს, როგორც შევარდნაძის დროს, ხალხი ქუჩაში რომ გამოვიდა; რადგან მაშინ "რუსთავი 2" აღიქმებოდა ობიექტურ ტელევიზიად, დღეს აღიქმება, როგორც პარტიული ტელევიზია. ამიტომ, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს "რუსთავი 2"-ს ჩაგრავენო, ზედმეტი მოლოდინი მგონია"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
|
თამთა ჩაჩანიძე 08.05.2019
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ ტელეარხ Белсат ТВ ზე მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოსა და უკრაინაში დაბრუნებასა და ქვეყნებთან მიმართებაში მისი გეგმების შესახებ .
|
ელზა პაპოშვილი 08.05.2019
ტერორისტული აქტის მომზადება და ადამიანების ლიკვიდაციის დაგეგმვა - სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის მამის საფლავზე აფეთქებას აპირებდა. უწყების ინფორმაციით, ის ძმისშვილ მორის მაჩალიკაშვილთან ერთად ამ გეგმას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის სასაფლაოზე აპირებდა. ამის დასტურად სუს-ი აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩეჩნურ ენაზე ძმისშვილს არიგებს, როგორ უნდა მოიქცეს და როგორ უნდა დაადგინოს სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის გადაადგილებისა და სასაფლაოზე მისვლის მარშრუტი. სუს-ის ინფორმაციით, ჩანაწერი 23 მარტსაა გაკეთებული.
|
ეკატერინე ბასილაია 08.05.2019
სულ მალე უზენაესში დასანიშნი მოსამართლეების კანდიდატების წარდგენა და ბრალდება-დაპირისპირებების ახალი ფაზა დაიწყება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ჩინჩალაძის კლანი ჩქარობს, რაც შეიძლება მალე მიიღოს თანამდებობები, ამიტომაც დარწმუნებულია, რომ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ახალი 10-კაციანი სიის შედგენის პროცესი დაიწყება და თან, მომავალ სიაში ვინც შევა, ყველა ჩინჩალაძის კადრი იქნება, "იქ შემთხვევით ვერავინ ვერ მოხვდება".
|
თამარ მუკბანიანი 08.05.2019
თუთუნის გაძვირება გადაწყვეტილია. შესაბამისი ინიციატივა, ბიზნესომბუდსმენის ინფორმაციით, უკვე მომზადებულია. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის ფასის მატების შემდეგ, კარგა ხნის წინ ჩაფიქრებული ცვლილება, როგორც ჩანს, მალე ამოქმედდება და შედეგად მწეველებს ის ერთადერთი პროდუქტიც გაუძვირდებათ, რომლითაც ბრენდული სიგარეტი ჩაანაცვლეს.
|
თამარ მუკბანიანი 08.05.2019
ვითარება იცვლება და სესხის აღება მარტივდება იმ თვითდასაქმებულებისა თუ დაქირავებით დასაქმებულთათვის, ვინც ხელფასს ხელზე იღებენ. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების" ახალ რეგულაციებში არსებობს დაშვება, რომლითაც საფინანსო სექტორს ცენტრალური ბანკი აძლევს უფლებას, კონკრეტული ანალიზის საფუძველზე, სესხი გასცეს იმ პირებზე, რომელთაც ხელფასი არ ერიცხებათ.
|
მარი ჩიტაია 08.05.2019
ლარის გაუფასურების მორიგი ეტაპი დაიწყო, თუმცა შედარებით მასშტაბური ვარდნა ეროვნულ ვალუტას საშუალოვადიან პერსპექტივაში ემუქრება. საფინანსო სფეროს ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბერში კურსს 2,85 ნიშნულის ფარგლებში გაუფასურება ელოდება. მანამდე კურსი კვლავინდებურად 2,70-2,72 ლარის ფარგლებში იმერყევებს, თუმცა გუშინ ლარმა ეს წონასწორობა უკვე დაარღვია და ერთ დღეში უცებ 3 პუნქტით დაეცა.
|
ელზა პაპოშვილი 07.05.2019
დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე და ელოდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი შუალედური არჩევნების შედეგბს? მედიაში კულუარულად ბოლო დროს გამოდის ინფორმაცია, რომ „ოცნების“ შიგნით გუნდის ნაწილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საჭიროებას ხედავს, მათი აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეს.
|
ია აბულაშვილი 07.05.2019
„ხელისუფლება თუ შეცდომას დაუშვებს, ეს ძვირად დაუჯდება და რატომ აკეთებენ ამას შუალედური არჩევნების წინ, გაუგებარია, ეს ხომ 2020 წლის არჩევნებზეც გაჰყვებათ...“ - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერაქტის ორგანიზების გზით, რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.
|
თამარ შუკვანი 07.05.2019
„ეს საქმე უკვე გასაჩივრებულია ევროსასამართლოში და გასაჩივრება აღარ დასჭირდება - უბრალოდ, იმ ძველ განაცხადს ამას მიამატებენ, როგორც მნიშვნელოვან საქმეს. ევროსასამართლო მედიის თავისუფლებას როგორც დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს, ძალიან სერიოზულად აღიქვამს. ამიტომ, ეს საქმე „რუსთავი 2"-ის გამარჯვებით დასრულდება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.
|
ეკატერინე ბასილაია 07.05.2019
„ხელისუფლება ანგაჟირებულია თუ არა, კოლექტიური მურუსიძე და მთელი სასამართლოს მაფია თვითონ არის დაინტერესებული პირადად, რომ „რუსთავი 2" რაიმენაირად გააჩუმოს... ეს უკვე აღარ არის ბიზნეს დავა, ეს არის ერთ-ერთი ცენტრალურ თემა მომავალ პოლიტიკურ ბატალიებში. ამ ბრიყვული პოლიტიკის გამო „რუსთავი 2" შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური პროცესის ეპიცენტრში და იმის რისკი, რომ შეიძლება ხელისუფლება ამას გადაჰყვეს, სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალია," - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ სასამართლო დსვაზე.
|
|