მარი ჩიტაია
30.04.2019

 ტექნიკის აქტიურ მოხმარებას ადამიანებისთვის დიდი ზიანი მოაქვს. განსაკუთრებით საშიშია ისეთი აპარატურა, რომელიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროს წარმოადგენს. ამ მხრივ აშკარად გამოირჩევა მობილური ტელეფონი, რომელიც საშიშია როგორც პატარების, ასევე დიდებისთვისაც, რადგან სიმსივნური დაავადებების მაპროვოცირებელი შეიძლება, გახდეს. არაერთი სამეცნიერო კვლევით დადასტურდა, რომ ბავშვებში სიმსივნური დაავადებების სიხშირე ტექნიკის აქტიურ მოხმარებას უკავშირდება.

მარი ჩიტაია
30.04.2019

 საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობას საერთოდ არ ეტყობა. ოფიციალური სტატისტიკითა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევითაც, მშპ-ის ზრდა ფიქსირდება, მაგრამ მისი გავლენა ხალხზე არ იგრძნობა. 5%-იანი ზრდის პირობებში დაგვჭირდება დაახლოებით 14 წელი, რომ გავიდეთ ევროპის საშუალო განვითარების ქვეყნის დონეზე.

მარი ჩიტაია
30.04.2019

 უცხოურ ბაზრებზე ნავთობის ფასმა ცოტათი დაიკლო, თუმცა ჯერჯერობით კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნედლი ნავთობის ღირებულებამ 57 დოლარიდან 72 დოლარამდე მოიმატა. სულ ცოტა ხნის წინ ეს მაჩვენებელი 75 დოლარს აღწევდა. ფასზე გარკვეული გავლენა ირანის ფაქტორმა მოახდინა, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაძაბულობამ, რამაც ბაზარზე არასტაბილურობა გამოიწვია.

ეკატერინე ბასილაია
29.04.2019

 რუსეთიდან მომავალი 30-მდე ბაიკერი საქართველოში არ შემოუშვეს. საერთაშორისო მედიით გავრცელებული ინფორმაციით, 28 აპრილს რუსეთისა და დე-სე-თეს ქვეყნების მოქალაქეებისგან შემდგარი ბაიკერების კოლონა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და საქართველოში შეშვებაზე უარი უთხრეს.

ია აბულაშვილი
29.04.2019

 "კონგრესმენებმა საქართველოს მთავრობისგან უნდა მიიღონ ინფორმაცია, რა მდგომარეობაა დღეს ბიზნესთან მიმართებაში - არის თუ არა ბიზნესი თავისუფალი და ემუქრება თუ არა რაიმე საფრთხე ბიზნესოპერაციებში ჩართულ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და მერე გამოიტანონ დასკვნა.

თამარ შუკვანი
29.04.2019

 „რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება, რაც განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის მაცხოვრებლებს ეხებათ, რუსეთის მხრიდან დემონსტრირებაა იმისა, რომ რუსეთი ამ ოლქებში უკრაინის წინააღმდეგ ირიბ ოკუპაციას ახორციელებს," - ასე აფასებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთის პასპორტის გამარტივებული წესით მიღებას არა მხოლოდ დონბასისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლები, არამედ ყველა უკრაინელი შეძლებს.

ეკატერინე ბასილაია
29.04.2019

 პატიმრობაში მყოფი გიორგი მამალაძის ოჯახი პარასკევს აქციების განახლებას გეგმავს საპატრიარქოსა და მთავრობის ადმინისტრაციის წინ. როგორც თორნიკე მამალაძე აცხადებს, საპატრიარქოდან თებერვალში პირობა მიიღო, რომ აღდგომის წინ მის ძმას შეიწყალებდნენ და საპატრიარქომ ის მოატყუა.

თამთა ჩაჩანიძე
29.04.2019

 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სწრაფი წესით ხელი მოაწერა განკარგულებას რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ დონბასში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მოსახლეობა რუსულ პასპორტებს გამარტივებული წესით აიღებს.

თამარ შუკვანი
29.04.2019

 „ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მორიგი წვრთნებით კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მათ ერთიანი სახელწიფო შექმნეს და ამ წვრთნებს ერთიანად ატარებენ. გვიჩვებენ, თუ როგორი იმედი აქვთ აფხაზებს რუსი ჯარისკაცების, რომ იქ წარმმართველი ძალა რუსის ჩექმაა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას აფახაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნების დაწყებას, სადაც 3 000 ჯარისკაცი და 400-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.

მარი ჩიტაია
27.04.2019

 სამომხმარებლო სესხების კლება საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარს დაეტყო. ყველა დასახელების ტექნიკის იმპორტიც და რეალიზაციაც შემცირებულია. ოფიაციალური სტატისტიკით, იმპორტმა ამ მიმართულებით 2019 წლის პირველ კვარტალში 20%-იანი კლება განიცადა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მართალია, ამაზე განვადებასთან დაკავშირებით შეზღუდვამ იმოქმედა, მაგრამ სპეციალისტების შეფასებით, ეს არ შეძლება ბაზრისთვის ნაგატიურ ფაქტორად შეფასდეს, რადგან საბოლოო ჯამში, მოსახლეობას ამით სასესხო ტვირთი შეუმსუბუქდება.

ეკატერინე ბასილაია
26.04.2019

 აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისსა დანიშნული და მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ცესკოში „პრეზიდენტობის" მსურველთა რეგისტრაცია 22 მაისიდან იწყება, სავარაუდო კანდიდატების განხილვა აქტიურად დიდი ხანია დაწყებულია და თან, განხილვის პარალელურად ინტრიგაც მოხდა - დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური გაერთიანება „ამცახარას" ლიდერი ასლან ბჟანია მოულოდნელად კომაში ჩავარდა და ჯერ სოჭის და შემდეგ მოსკოვის საავადმყოფოში მოხვდა, რის გამოც დაიწყო საუბარი, რომ ბჟანია მოწამლეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×