მარი ჩიტაია 25.04.2019
მაისის ბოლოდან საქართველოში, შესაძლოა, ფქვილი გაიაფდეს, რაც პურის ფასს შეამცირებს. მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ ბაზარი დასტაბილურდება, რაზეც გავლენას მოახდენს ყაზახური ხორბლის იმპორტი. დიდი გაურკვევლობის შემდეგ მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი, რომ ბაზრის დივერსიფიცირება მოხდეს და რუსული ხორბლის იმპორტი შემცირდეს. ყაზახური წარმოების 1 ტონა ხორბლის ფასი 90 დოლარია. სატარიფო ცვლილების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი დაახლოებით 70 დოლარამდე დავიდეს.
|
ეკატერინე ბასილაია 24.04.2019
მოსამართლეების თემაზე ყველაზე ხმაურიანი კანონპროექტის გამო ქვეყნის შიგნით არასამთავრობოების, ოპოზიციისა და ექსპერტების უკმაყოფილებას ახლა უკვე სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან გამოხატული უკმაყოფილებაც დაემატა.
„სასამართლო რეფორმის თემაზე მიღებული კანონით ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ", - ეს განცხადება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა გააკეთა, რასაც თბილისში დიდი შეფასებები მოჰყვა.
|
ეკატერინე ბასილაია 24.04.2019
„რა საჭირო იყო თავიდან 35 პოლიციელის შეყვანა. სტანდარტში ხომ არ არის, რომ სადაც მშენებლობა იწყება, პოლიცია უნდა იყოს გარშემორტყმული!?!. მე მგონია, აი აქ არის შეცდომები დაშვებული, თორემ გახარიამ თავისი მოვალეობა ზუსტად შეასრულა...
|
რეზონანსი 24.04.2019
22 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამხრეთ ბოსნიის ქალაქ ტებინეს მახლობლად, რამდენიმე მიგრანტი, მათ შორის 3 წლის ბავშვიც, ლითონის გალიაშია მოთავსებული. მათი მტკიცებით, ისინი ერაყიდან ბოსნიაში ჩასული 2 ოჯახის წარმომადგენლები არიან. მათ შორისაა: 7 მოზრდილი და 5 ბავშვი.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.04.2019
21 აპრილს მდინარე ალაზანზე ჰესის "ხადორი სამის" მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა რადგან თვლიან, რომ აღნიშნული ჰესი მათთვის საფრთხის შემცველია. ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში სპეცნაზი შეიყვანა, რასაც მოჰყვა მოსახლეობის გაღიზიანება. მოსახლეობასა და სპაცნაზს შორის მოხდა მწვავე შეხლა-შემოხლა. საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რეზონანსთან საუბარში აღნიშნავს, რომ ხელისუფლება, როდესაც რაიმე გადაწყვეტილებას იღებს და რეგიონში რაიმეს ახორციელებს, პირველ რიგში უნდა იყოს შეთანხმებული მოსახლეობასთან.
|
თამარ შუკვანი 24.04.2019
„ადევნება, ეს არის თანხლება, რომ ამერიკულმა ხომალდმა, როგორც რუსები ამტკიცებენ, არ გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას და რუსეთის წყლებში არ გადაუხვიოს. ეს ასევე ითვალისწინებს გარკვეული ზომების მიღებასაც," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკისი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის კიდევ ერთ მანევრს, სადაც ამჯერად, სამიზნეს ამერიკული ხომალდი „როსი" წარმოადგენს.
|
თამარ შუკვანი 24.04.2019
„რუსეთს ყველაფერზე, რაც მისი საზღვრების სიახლოვეს ხდება, ავადმყოფური რეაქცია აქვს; ის ამის წინააღმდეგ წავა და ასევე, საპასუხო მცდელობებიც ექნება. რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი გააძლიერებს ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის კიდევ უფრო მილიტარიზაციას და ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროზე დამატებითი სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნას მოახდენს" - ასე აფასებს „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდის „დონალდ კუკის" შემოსვლას.
|
ეკატერინე ბასილაია 24.04.2019
აჭარა, გურია, სამეგრელო და იმერეთი - ამ რეგიონების ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მაღალი აღმოჩნდა. მასშტაბური კვლევა გაერო-ს ბავშვთა ფონდმა იუნისეფ-მა ჩაატარა და დადგინდა, რომ გამოკვლეული ბავშვების 41%-ში ტყვიის შემცველობა დასაშვებზე მაღალია. ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია, სადაც ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა.
|
მარი ჩიტაია 24.04.2019
თეირანის მუქარა, რომ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს, ნავთობის ფასებზე კატასტროფულად იმოქმედებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ირანმა ეს ნაბიჯი რომ არ გადადგას, ნავთობპროდუქტების გაძვირება გარდაუვალია.
|
ნანა ბერუაშვილი 24.04.2019
სურსათზე ფასი მაისის შუა რიცხვებიდან დაიწევს. ეს, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს შეეხება, თუმცა ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის სიჭარბე იქნება და ფასის კლებაც მის ხარჯზე მოხდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყნაში ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის მცირე ბიზნესის რეალური ხელშეწყობაა საჭირო. მანამდე მუდმივად სიძვირე იქნება.
|
მარი ჩიტაია 24.04.2019
საქართველო ვალებს ვერ აუდის. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ვალი მუდმივად მატულობს, ქვეყნისათვის არანაკლები ზიანის მომტანია სახელმწიფო შპს-ების ვალიც, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, უდიდესია და ბოლო 6 წლის განმავლობაში 7 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი.
|
ია აბულაშვილი 23.04.2019
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ქართული სუფრა, განსაკუთრებით - სააღდგომო სუფრა, რომელიც ჩვენი სულიერი და კულტურული ტრადიციის მნიშვნლოვანი მონაპოვარია, როდის ჩაისახა, ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის რომელ ეპოქაში, დღესაც კვლევის საგანია, ამიტომ დღევანდელ სტატიაში მკითხველის ყურადღებას მხოლოდ მე-19 საუკუნის თბილისური სააღდგომო სუფრის ტრადიციებზე შევაჩერებთ.
|
|