ია აბულაშვილი
23.04.2019

 საქართველოსთვის მთავარი გამოწვევაა რუსული ოკუპაცია, საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული, - ნათქვამია 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს წარუდგინა.

ია აბულაშვილი
23.04.2019

 "საქართველოს კადრებთუხუცესი ბიძინა ივანიშვილი ძალიან ძნელად გასაგები პერსონაა და რა სვლებს გააკეთებს ამჯერად, ვერ გეტყვით, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერის თანამდებობა ისევ ირაკლი ღარიბაშვილს შესთავაზოს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ამ დღეებში დაასახელებს.

მარი ჩიტაია
23.04.2019

 მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ქართულ პროდუქციას ბარიერი ხვდება. პრობლემა მასშტაბურია არმატურისა და ცემენტის მწარმოებლებისთვის, რომელთა განცხადებითაც, პროდუქტს ვერ ყიდიან მეზობელ და რამდენიმე ისეთ ქვეყანაში, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აკავშირებს. ეს მაშინ, როცა საქართველოში იმპორტული ფოლადი უპრობლემოდ შემოდის და ხშირად ადგილობრივ ბაზარზე დემპინგურ ფასად იყიდება.

მარი ჩიტაია
23.04.2019

 საჯარიმო სანქციები დღითი დღე მკაცრდება და უკვე რეპრესიულ სახეს იღებს, თანაც ისე, რომ საჯარიმო თანხის მოცულობაც მატულობს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის. ბიზნესისთვის ეს საკითხი, შესაძლოა, ნაკლებად მტკივნეულია, მაგრამ ძალიან მძიმე ტვირთია სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის, რომელიც ყოველდღიური ხარჯის გამკლავებასაც ვერ ახერხებს.

თეო გუდავაძე
23.04.2019

 სააღდგომოდ გაძვირებულმა პროდუქციამ და ძალიან მაღალმა ფასებმა მომხმარებლები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. გაძვირებულია როგორც საკვები პროდუქტები, ასევე სხვადასხვა მომსახურება, რის გამოც ხალხის დიდ ნაწილს უჭირს სადღესასწაულო ხარჯთან გამკლავება. ეკონომისტები "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავენ, რომ პროდუქტებზე ფასის ზრდა მაღალი მოთხოვნის შედეგია.

თამარ მუკბანიანი
23.04.2019

 გაუმართავი სანიაღვრე სისტემა, დაბინძურებული სანაპირო ზოლი, შშმ პირებისათვის არაადაპტირებული გარემო, არასაკმარისი საპარკინგე ადგილები, ბიოტუალეტების სიმცირე, ფასისა და ხარისხის შეუსაბამობა - ეს პრობლემები აჭარაში ჩასულ დამსვენებლებს ყოველ წელს უცვლელად ხვდებათ. პრობლემები, რომელიც წლებია, დაგროვდა და ადგილობრივი ხელისუფლება მოგვარების პირობას ყოველი სეზონის ბოლოს დებს, კვლავ გადაუჭრელია. ამჯერადაც არსებობს დაპირება, რომ 2019 წლის ტურისტული სეზონი იქნება სხვაგვარი და მოწესრიგებულ გარემოში ჩაივლის.

ეკატერინე ბასილაია
22.04.2019

 პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალები რჩებიან. ალაზანზე ჰესის მშენებლობა შეჩერდა. მოსახლეობა კი ისევ დიდ გაურკვევლობაშია და ელოდება, დააკავებენ თუ არა იმ პანკისელებს, ვინც ინციდენტში მონაწილეობდნენ.

ეკატერინე ბასილაია
22.04.2019

 41 წლის კომიკოსი და სერიალის გმირი ვლადიმირ ზელენსკი 42-მილინიანი უკრაინის ახალი პრეზიდენტია. მან არჩევნების მეორე ტურში ხმათა 73% მიიღო და დაამარცხა „შოკოლადის მეფე" პეტრო პოროშენკო, რომელმაც 24% მიიღო.

თამარ შუკვანი
22.04.2019

 „დიდი ალბათობით უკრაინა რუსეთს სარჩელს მოუგებს, შემდეგი ნაბიჯი ალბათ იქნება ის, რომ უკრაინა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელს შეიტანს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა 2014 წელს ყირიმის უკანონო ოკუპაცია მოახდინა,"- ასე აფასებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას კიევის მხრიდან რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისათვის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალისთვის მიმართვას.

თამარ შუკვანი
22.04.2019

 „გაურკვეველია რატომ დასჭირდათ ბზობის დღესასწაულზე, დილის საათებში, მაინცდამაინც იმ დროს სამუშაოს ჩატარება. ადგილობრივ მოსახლეობასთან ისედაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და ფაქტობრივად, დასრულებული იყო.

ელზა პაპოშვილი
22.04.2019

 პანკისის ხეობაში ინციდენტი ჯერჯერობით ამოწურულია, თუმცა კვირას მომხდარი მოვლენები ალბათ კიდევ დიდხანს იქნება პოლიტიკოსებისა და საზოგადოების განსჯის საგანი. საერთო ჯამში, დაშავდა 27 ადამიანი - 15 პოლიციელი და 12 ადგილობრივი მცხოვრები; დამწვარი და დაზიანებულია პოლიციის რამდენიმე მანქანა; შეტაკებისას პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი, ადგილობრივებმა - ქვები, ჯოხები და "მოლოტოვის კოქტეილები". ვითარების განმუხტვა მხოლოდ ინციდენტის ადგილზე შს მინისტრის ჩასვლის შემდეგ მოხერხდა.

ეკატერინე ბასილაია
22.04.2019

 ევროპის დიდ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი იზრდება და თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ შესაძლოა, უვიზო მიმოსვლას საფრთხე დაემუქროს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×