ეკატერინე ბასილაია 19.04.2019
სისხლიანი გარჩევა „ოცნების" აქტივისტებს შორის - დაპირისპირება ზუგდიდის სოფელ გრიგოლიშში მმართველი პარტიის შტაბში ხუთშაბათს გვიან ღამით მოხდა. „ოცნების" აქტივისტი ალიკა ლაგვილავა მძიმედ დაჭრა ბეჟან გვაზავამ, რომელიც ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელია, შემდეგ კი მიიმალა. გვაზავას პოლიცია განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ეძებს.
|
ელზა პაპოშვილი 19.04.2019
რა გახდა ქობულიას გადაყენების მიზეზი, პრემიერი არ ასახელებს. მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მან გადაწყვეტილება თავად ქობულიასთან კონსულტაციის შედეგად მიიღო. ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ქობულიასთან არსებულ დაპირისპირებაზე. იქვე უმატებს, რომ „ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება".
|
თამარ შუკვანი 19.04.2019
„საკმაოდ საშიში ფრაზა იყო, რომ კრიტიკული შეფასებების შესწავლა სჭირდებათ არა იმიტომ, რომ რეკომენდაციები მიიღონ, არამედ სამომავლოდ კრიტიკის შეზღუდვას შეეცადონ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას. ის ამბობს, რომ უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის.
|
ელზა პაპოშვილი 19.04.2019
ბანკების დაყაჩარების სერია გრძელდეება. თბილისში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილებს პოლიცია ეძებს. ბანკზე თავდასხმა დილის 11 საათზე მოხდა და ძარცვის დროს ორი ქალბატონი დაშავდა. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ თავდამსხმელები ბანკში შეიარაღებულები შეცვივდნენ.
|
ეკატერინე ბასილაია 19.04.2019
რუსეთის გენპროკურატურის, ფე-ეს-ბეს და პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დახურული შეხვედრა გამართეს რუსული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან და იურისტებთან, სადაც სცადეს, აეხსნათ, როგორ გამოიყენებენ ახალ კანონს, რომლითაც ისჯება "ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ხელისუფლების შეურაცხყოფა".
|
თამთა ჩაჩანიძე 19.04.2019
რაც უფრო ახლოვდება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და რაც უფრო ცხადად იკვეთება მისი ფავორიტი, დნეპროპეტროვსკელი კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება მის მიმართ საგარეო პოლიტიკის კუთხით.
|
თამარ შუკვანი 19.04.2019
„კობერიძის წუხილი კარგად მესმის" - აცხადებს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ნუკრი ქანთარია. იგი ლევან კობერიძის შეხედულებას იზიარებს და „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მთელ უმრავლესობასთან თუ არა, შესაბამის კომიტეტთან მაინც უნდა ყოფილიყო შეთანხმებული.
|
ეკატერინე ბასილაია 19.04.2019
"ეს კანონი ხელ-ფეხს ვერ შეუკრავს ჩინჩალაძის კლანს და ვერ უზრუნველყოფს, რომ ამ კლანის კანდიდატები არ მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში. კანონი არსებითად შედეგს არ ცვლის. იმიტომ გვინდოდა რეგულაციები, რომ გარედან შემოგვეყვანა კარგი ხალხი. ისევ ჩინჩალაძის ხალხი თუ შემოვიდა, რა მნიშვნელობა აქვს, რეგულაციებით მოხდება ეს, თუ რეგულაციების არარსებობის ფარგლებში?!" - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების გამწესების კანონპროექტთან დაკავშირებით.
|
თეო გუდავაძე 19.04.2019
197 დაჯარიმებული სამედიცინო დაწესებულება და, ჯამში, 56-მილიონიანი ჯარიმა. ეს შედეგი გამოავლინა კლინიკების შემოწმებამ. წესების დამრღვევთა შორის ისეთი დიდი სამედიცინო ცენტრებიც არიან, როგორიცაა "ევექსი", "ჯეოჰოსპიტალსი" და სხვა. "რეზონანსის" ცნობით, დაჯარიმებულები დავას სასამართლოში გააგრძელებენ. სამედიცინო სეფროში კი ასეთი პრობლემები არ აღმოიფხვრება, სანამ არაერთგზის დაპირებული ელექტრონული სისტემა არ ამოქმედდება.
|
თამარ მუკბანიანი 19.04.2019
საქართველოში ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაზე სარეზერვო მოთხოვნა კიდევ 3%-ით გაიზარდა. აქამდე ერთ წლამდე ვადით მოზიდული სახსრების მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25% იყო, 18 აპრილიდან კი 28% შეადგინა. განაკვეთი წელს კიდევ ერთხელ გაიზრდება და მაისში 30%-ს მიაღწევს. ემუქრება თუ არა საფრთხე ამ გადაწყვეტილებით ეროვნულ ვალუტას? ბანკებს მოუწევთ დოლარის ბრუნვიდან ამოღება და ბაზარზე დეფიციტი წარმოიქმნება.
|
მარი ჩიტაია 19.04.2019
ახალმა საარსებო მინიმუმმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მით უმეტეს, რომ ამჟამად საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი გაზაფხულია, რაც კი ბოლო წლებში ყოფილა. მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია უნდა შეიცვალოს, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა კონკრეტულად როგორი უნდა იყოს სქემა, ჯერ კიდევ დადგენილი არ არის. სპეციალისტების რეკომენდაციაა, მასში სურსათის წილი დაახლოებით 20%-ით შემცირდეს და არასასურსათო ხარჯთან მიმართებით 50/50-ზე პროპორციით განისაზღვროს.
|
ელზა პაპოშვილი 18.04.2019
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შავი სია გააქტიურდა. ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია გადადგა. მედიაში ვრცელდევა ცნობები, თითქოს მას გადადგომა აიძულეს. ყველა სვამს კითხვას - ვინ იქნება შემდეგი?!
შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში ღიად გამოხატა უკმაყოფილება სამი მინისტრის მუშაობაზე, რომელთა შორის ერთ-ერთი ქალია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|