თამარ მუკბანიანი 18.04.2019
ბანკების არაპროფილურმა საქმიანობამ არნახულ მასშტაბს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ფინანსურ სექტორს მსგავსი საქმიანობის შეზღუდვა დაუწესდა, თითქმის ყველა ბიზნესში მრავლადაა ბანკებთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიები, რომელთაც ფინანსურ რესურზეც მეტი წვდომა აქვთ და კონკურენტების ჩამოშორებასაც ადვილად ახერხებენ.
|
მარი ჩიტაია 18.04.2019
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლეობა სახელმწიფოს მხრიდან მოწყალების მომლოდინეა. მარტო მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 5 ათასით გაიზარდა. თუკი დავეყრდნობით ინფორმაციას, რომ საქართველოში ერთ ოჯახში, საშუალოდ, 3,5 სული ცხოვრობს, გასაშუალებული სტატისტიკის მიხედვით, გამოდის, რომ თითქმის ყველა ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათგან 0,5 მლნ-მდე ადამიანი სოციალური შემწეობის მიმღებია.
|
მარი გოცირიძე 18.04.2019
"საქართველოს ბანკის", ქვეყნის წამყვანი ბანკის, ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. კონფერენციისა და პანელური დისკუსიის მთავარი თემა იყო ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელის კონცეფცია, ინვესტიციების წახალისების მექანიზმები. ეკონომისტებმა, ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელი გავლენა ბაზრის მონაწილეებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და მათი გავლენა საინვესტიციო გარემოზე.
|
მარიამ ბოლქვაძე 17.04.2019
საფრანგეთი არქიტექტორების მოწვევას მთელი მსოფლიოდან აპირებს, რათა მათ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის ახალი დიზაინი შეიმუშავონ.
|
ეკატერინე ბასილაია 17.04.2019
ეკა ბესელიას და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება უფრო და უფრო მწვავდება. ამჯერად მწვავე კამათი პლენარულ სხდომაზე მოხდა, სადაც კობახიძემ ბესელიას მიკროფონი გამოურთო „შენობით" მიმართვის გამო და უთხრა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლებას მხოლოდ მას შემდეგ მისცემდა, როცა პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით მიმართავდა. ამის შემდეგ კი ბესელია დაიმუქრა, რომ თუ კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან არ ჩამოაშორებენ, ის მისი პასუხისმგებლობის და გადაყენების საკითხს აუცილებლად დააყენებს.
|
თამარ შუკვანი 17.04.2019
„დღეს საქართველოში განვითარებული მოვლენები და უკვე დაწყებული ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც თანდათანობით კიდევ უფრო ღრმავდება, ნამდვილი იძლევა შეშფოთების საფუძველს. ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზი არა მხოლოდ საშინაო პოლიტიკური ტურბულენტობა, არამედ გეოპოლიტიკური „შეფერილობაც" არის, - ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ განუცხადა.
|
ია აბულაშვილი 17.04.2019
"ხელისუფლებას პოლიტიკურ პერსპექტივაზე საუბრის საფუძველს აძლევს ოპოზიციური სპექტრის დეფიციტი და ნაკლებ ეფექტურობა, საზოგადოების გულგრილობა, "ქართული ოცნების" ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსები.
|
ია აბულაშვილი 17.04.2019
"ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შუალედური არჩევნები მოიგოს, მათ ჰყავთ მერები, სუსი-მუსი და მთელი ადმინისტრაციული აპარატი და ამ რესურსს აუცილებლად გამოიყენებს.
|
თამარ შუკვანი 17.04.2019
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველ სექტემბერს შესაძლოა პოლონეთში ჩავიდეს და ვარშავაში მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავზე აშშ-ს სამხედრო ბაზების ახალი გაფართოება გამოაცხადოს.
„არსენალის" მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებას ექნება ადგილი, პოლონეთი ამ კონფლიქტისთვის მზად იქნება.
|
ეკატერინე ბასილაია 17.04.2019
შავ ზღვაში ნატო-სა და რუსეთს შორის ვითარება უფრო და უფრო იძაბება. მას შემდეგ, რაც 4 აპრილის ნატო-ს მინისტერიალზე გადაწყდა, რომ ალიანსი შავ ზღვაში გააქტიურდება, ხომალდების რაოდენობასა და საჰაერო თავდაცვას გაზრდის, ასევე საქართველოსა და უკრაინას დახმარებასა და მხარდაჭერას გაუზრდის, რუსეთმა საპასუხოდ შავი ზღვის ფლოტი პრაქტიკულად სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და ამერიკული გამანადგურებელი ხომალდები განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანა. პლუს ამას, სრულად გაწყვიტა ნატო-სთან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ხაზით თანამშრომლობა და მუქარანარევი განცხადებების გაკეთებას ისევ აგრძელებს.
|
ელზა პაპოშვილი 17.04.2019
ვის არ ენდო ვენეციის კომისია - საქართველოს პარლამენტს თუ მოსამართლეებს, რას გაიზიარებს მმართველი გუნდი და რას - არა. მიუხედავად კრიტიკული დასკვნისა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მაინც ფიქრობს, რომ ეს დადებითი შეფასებაა.
|
მარიამ ბოლქვაძე 17.04.2019
ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატის გამო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დავა და ერთგვარი დაპირისპირება უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება. ამის ბოლო გამოვლინება იყო 14 აპრილის აქცია კულტურის ყოფილ სამინისტროსთან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა პარაკლისი გადაიხადეს და პრემიერ-მინისტრისა და კულტურის მინისტრის სახელზე პეტიცია შეადგინეს. ისინი ეროვნული მუზეუმიდან ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატის ანჩისხატის ტაძარში დაბრუნებას ითხოვენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|