ნათია ფეხშველაშვილი
21.04.2019

 „პანკისელებთან აუცილებელია მოლაპარაკება არეულობის გარეშე", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

თამთა ჩაჩანიძე
21.04.2019

 უკრაინის საპრეზიდენტო არჩენვების მეორე ტურის შედეგებმა, რომელიც კვირას, 21 აპრილს გაიმართება, შესაძლოა საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გარდა, საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციასა და 2020 წლის საპარლამენტი არჩევნებზეც კი მოახდინოს გავლენა. ქართველ პოლიტოლოგთა ნაწილის აზრით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი არჩევნებს ვლადიმირ ზელენსკი მოიგებს, რის შემდეგაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტრიუმფით დაბრუნდება უკრაინაში.

ეკატერინე ბასილაია
21.04.2019

 „რუსთავი 2“-ზე შეტევით ხელისუფლების მიმართ მიუღებლობა გაიზრდება, მიტინგებზე ნათქვამ სიტყვას მეტი ძალა მიეცემა. სჭირდება ხელისუფლებას ოპოზიციის სიტყვის ასეთი გაძლიერება? მემგონი ეს წამგებიანია. მაშინ, როდესაც თვითონ „ნაცმოძრაობას“ ჩაქრობისკენ აქვს ტენდენცია, მასთან ბრძოლის გამოცხადება და ამ ბრძოლაში „ნაციონალების“ გმირად გადაქცევა სრულიად გაუგებარი სტრატეგია იქნება,“ - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

თამარ შუკვანი
20.04.2019

 „საკითხის ეს ნაწილი ათწლეულებია ღიაა. უნდა მოწერსიგდეს და დარეგურირდეს - ამას ფიქრობს როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე. ისე არ არის, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობებით აზერბაიჯანთან. ამ ურთიერთობებს როგორც ჩვენ, და ასევე აზერბაიჯანიც უნდა გაუფრთხილდეს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, დავით გარეჯის აღდგენასა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის შესახებ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

თამარ შუკვანი
20.04.2019

 „ეს პრემიერის პრეროგატივაა და შესაბამისად, მისი პრეროგატივაა ეკონომიკის მინისტრის დანიშვნა, თუ საჭიროდ ჩათვლის - გადაყენებაც. ასევე, თუ საჭიროდ ჩათვლის შეუძლია კონსულტაციებიც გაიაროს საპარლამენტო უმრავლესობასთან. ამ შემთხვევაში ეტყობა ამის საჭიროება არ იყო," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულიას გადაყენებას.

თამარ შუკვანი
20.04.2019

 დღეს საოკუპაციო ხაზიდან მორიგი გატაცება მოხდა - ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი გოჩა ფიდიური გაიტაცეს. თანასოფლელები ვარაუდობენ, რომ მისი გატაცება ოკუპაციის ხაზთან მდებარე ლომისას სალოცავიდან მოხდა, სადაც, მათი ცნობით, ფიდიაური ხშირად მიდიოდა ხოლმე. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ წელს ოკუპანტებმა შესაძლოა ლომისობის დღესასწაული ჩაშალონ და მორწმუნეები სალოცავთან არ მიუშვან?

თამთა ჩაჩანიძე
20.04.2019

 შავი ზღვის პარალელურად, ნატო-სა და რუსეთის დაპირისპირება ბალტიის რეგიონშიც მწვავდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების პრევენციის მიზნით, ნატო-ს მისიის ფარგლებში, ესტონეთში თავის სამხედრო კონტიგენტს საფრანგეთიც აგზავნის.

თამარ შუკვანი
20.04.2019

 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავაში ბოლო პერიოდში არანაირი სიახლე არ არის და მისი მხარე უახლოეს მომავალშI რაიმე ახალი კონკრეტული ქმედების განხორციელებას არ გეგმავს. შესაბამისად, მისთვის უცნობია რას გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, როდესაც "რუსთავი 2"-ის კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნებაზე გააკეთა განცხადება.

თამარ შუკვანი
20.04.2019

 „შესაძლოა მოწამვლა ყოფილიყო, არ გამოვრიცხავ. ეს პიროვნებაც, ისევე როგორც „მოქმედი პრეზიდენტი", არიან სპეცსამსახურის თანამშრომლები და დაცვის ხარისხი უფრო მაღალი იქნებოდა. გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე სეპარატისტულ აფხაზეთის 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის, ოპოზიციონერი ასლან ბჟანია მოწამვლის შესაძლოს ფაქტზე საუბრისას, რომელიც ამ დროისთვის კომაშია და მოსკოვში გადაყვანილი.

თამთა ჩაჩანიძე
19.04.2019

 18 აპრილს, ტაქსის მძღოლებმა გამართეს მორიგი საპროტესტო აქცია და განაცხადეს, რომ მერიასთან მიაღწიეს გარკვეულ შეთანხმებას და ბრძოლას პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე გააგრძელებენ, თუმცა ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ აქცია, რომელიც ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფმა დამოუკიდებლად გამართა, ჩავარდა, რადგან ტაქსის მძღოლების მოთხოვნების შესრულებისთვის ძალაა საჭირო.

რეზონანსი
19.04.2019

 პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გარშემო გამოძიება დამაჯერებელ შედეგს კვალვ ვერ დებს. ფრანგი პროკურორები ყველაზე რეალურ ვერსიად დენის მოკლე ჩართვას მიიჩნევენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ტაძრის 40-მდე თანამშრომელი უკვე გამოიკითხა. ამავე დროს, ტაძრის აღსადგენად უკვე შეგროვდა, არც მეტი არც ნაკლები, 900 მილიონი.

მარი ჩიტაია
19.04.2019

 მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში ცვლილებები დაიწყო. ისედაც მოსალოდნელი იყო, რომ მინისტრები შეიცვლებოდნენ, რადგან მწვავე ეკონომიკური სიტუაციაა და ქვეყანა წინ ვერ მიდის, რაც პირველ რიგში, სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა. უკვე აქტიურად დაიწყო მსჯელობა, ვინ იქნება შემდეგი. ეს შეიძლება ფინანსთა მინისტრი აღმოჩნდეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×