თამარ მუკბანიანი 17.04.2019
თბილისში თავისუფალი სივრცეები სამჯერ ნაკლებია, ვიდრე ის ევროპული სტანდარტითაა დადგენილი. დედაქალაქში ეს კოეფიციენტი 4,7-5 კვ/მ-ია, ხოლო დასავლეთში - 15 კვ/მ ერთ სულ მოსახლეზე. მერია ნებისმიერი ფინანსური ტვირთისათვის მზადაა, რათა თავისუფალი სივრცეები გადაარჩინოს, ურბანისტები კი ამბობენ, რომ ევროპულ სტანდარტთან მიახლოება ქაოსური განაშენიანების გამო უკვე შეუძლებელია.
|
მარი გოცირიძე 17.04.2019
"საქართველოს ბანკმა", ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, განათლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა www.boe.ge შექმნა. პლატფორმაზე თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს. აბიტურიენტები, სტუდენტები, მომავალი მაგისტრები - ვებ-პლატფორმაზე მიიღებენ ყველა საჭირო ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამებზე, ონლაინ და ფიზიკურ სასწავლო სივრცეებზე, ენის შემსწავლელ თუ სასერტიფიკატო კურსებზე. www.boe.ge-ზე განთავსებულია საინტერესო ინფორმაცია საგანმანათლებლო კონკურსებსა თუ პროექტებზე, რომლებსაც ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
|
მარი ჩიტაია 17.04.2019
პოლიეთილენის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით რეგულაციები არ გადავადდება, თუმცა ადგილობრივ მწარმოებლებს მთავრობა პროდუქციის ექსპორტში დაეხმარება. პარლამენტში უკვე აღიარეს, რომ რეგულაციები ნაჩქარევად არის მიიღებული და გადაწყვეტილება შეიძლება, გადაიხედოს. მიუხედავად ამისა, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება და აქტიურად მიდის მუშაობა, რომ მწარმოებლებმა პროდუქციის რეალიზება ქვეყნის გარეთ შეძლონ.
|
ია აბულაშვილი 16.04.2019
„ვენეციის კომისიის დასკვნა არ წამიკითხავს, მოვსიმინე მხოლოდ ის, რაც მედიით ითქვა და სხვადასხვა პირთა შენიშვნები. ამიტომ, რაც შემიძლია ვენეციის კომისის რეკომენაციებთან დაკავშირებით ვთქვა, ჩემი აზრით, ობიექტური რეკომენდაციებია და ეს ეხება ინტერესთა კონფლიქტს, ღიაობას და შეაფასებების დასაბუთებლობას. ასევე იმას, რომ უნდა გადაიხედოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები.
|
თამარ შუკვანი 16.04.2019
„საქართველოსა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის ამ შემთხვევაში შესაძლოა გარკვეულწილად კონტრაქტები შესუსტდეს, რასაც ადგილი ჰქონდა პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.
|
ელზა პაპოშვილი 16.04.2019
მორიგი უბედური შემთხვევა სამშნებლო ნორმების დარღვევის გამო - ამჯერად შემთხვევა რუსთაველის გამზირზე, პანორამა თბილისის მშენებლობაზე მოხდა. სამი ახალგაზრდა სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ორ ყრუ კედელს შორის ნახევარმეტრიან სივრცეში ჩაცვივდნენ. უბედური შემთხვევის მიზეზი თვითმხილველების თქმით, სამშენებლო ნორმების დარღვევაა, რადგანაც მუშებს დამცავი და უსაფრთხოების ეკიპირება არ ჰქონდათ.
|
ეკატერინე ბასილაია 16.04.2019
„რეკომენდაცია, კარგი გაგებით, პოლიტიკურია და რადგან პოლიტიკურია, სწორედ ამიტომ უნდა იყოს ასახული, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა არ გამოიწვიოს... მისი არგაზიარება ხელისუფლებისთვის მარცხიანი ნაბიჯი იქნება, მაგრამ ბოლო ხანებში ხელისუფლება ძალიან თამამად დგამს ხოლმე მარცხიან ნაბიჯებს, ვაჟკაცური გამომეტყველებით...
|
თამარ შუკვანი 16.04.2019
„ანრი ოხანაშვილის კომენტარებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ეს და კობახიძე ერთამენთს აგულიანებენ. ესენი ხალხს იმასაც ეუბნებიან, „არ გიჭირთ, ბედნიერები ხართო". რა გიკვირთ ახლა ოხანაშვილი რომ სხვანაირად ხედავს, ვიდრე ჩვენი საზოგადოება თუ ვენეციის კომისია.
|
ია აბულაშვილი 16.04.2019
„იმის პირობა, რომ ცვლილებები მოხდებოდა როგორც პარტიაში, ისე სამთავრობო გუნდში, მმართველი გუნდის მიერ გაცხადებული იყო ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ და ვფიქრობ, რომ დანაპირები შესრულდება. თუმცა, ამჯერად რაიმე კონსულტაციები ამ საკითხზე არ გამართულა“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.
|
ნათია ფეხშველაშვილი 16.04.2019
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრის ქანთარიას განცხადებას, სერიალების სამინისტროდან შეკვეთის საკანონმდებლო დონეზე გაწერის შესახებ, უარყოფითად აფასებს.
|
ტატა შოშიაშვილი 16.04.2019
თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულმა აფხაზმა ვეტერანმა, დაურ კვიცინიამ ერთერთ ქართულ ინტერნეტ-ტელევიზიას, „სტუდია რეს" 12 აპრილს მისცა ინტერვიუ სადაც საუბრობდა იმაზე, თუ როგორ და რა გზებით უნდა დალაგდეს ურთიერთობა აფხაზებსა და ქართველებს შორის. ინტერვიუს გამოქვეყნებისა და სოხუმში დაბრუნების შემდეგ, კვიცინია მწვავე კრიტიკის ცენტრში აღმოჩნდა, მას მოღალატეს უწოდებდნენ.
|
თამარ შუკვანი 16.04.2019
ანალიტიკურმა სააგენტო „კროსმა" კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ძირითადად სამი რაღაცის შიში აქვთ - ბუნებრივი აირის აფეთქების, ფასების სწრაფი ზრდის და ომის დაწყების. რუსეთში ერთ-ერთ შიშს მაწანწალა ძაღლების მიერ დაკბენა წარმოადგენს.
|
|