თამარ შუკვანი 12.04.2019
„არგონია, რომ სანდრა რულოვსმა ზუგდიდში არჩევნები მოიგოს. რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის დრო, მიუხედავად იმისა, რომ მათ გარკვეული შანსები ზუგდიდში აქვთ, უკვე დასრულდა. ამიტომაც, არამგონია სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერი გახდეს," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძვნებელი კახა მიქაია ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" მიერ წარდგენილი კანდიდატის, სანდრა რულოვსის შანსებზე კომენტირებისას.
|
ეკატერინე ბასილაია 12.04.2019
ბელარუსსა და რუსეთს შორის განცხადებებით კონფლიქტი გრძელდება. ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთში უკვე იმდენად გათავხედნენ, რომ ხელებს უგრეხენ.
|
ელზა პაპოშვილი 12.04.2019
ხმაური და გაწევ-გამოწევა ზუგდიდში - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ამომრჩეველთან შეხვედრა უკვე ორი დღეა დაპირისპირების ფონზე გრძელდება. „ნაციონალები“ ამბობენ, რომ მათ „ოცნების“ ე.წ. ტიტუშკები დასდევენ და მოსახლეობასთან შეხვედრაში ხელს უშლიან. ამიტომ მათ სიმბოლურად 5-ლარიანი გადასცეს.
|
ეკატერინე ბასილაია 12.04.2019
ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი თემურ ნადარაია აცხადებს, რომ გალში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული ენა აუცილებლად უნდა ისწავლონ, სხვა შემთხვევაში იძულებულები იქნებიან ტერიტორია დატოვონ.
|
თამარ შუკვანი 12.04.2019
„სამწუხაროდ, პროცესი რადიკალიზაციისკენ მიდის. ეს არ არის მხოლოდ თბილისში, საკრებულოებსა და პარლამენტის შენობაში. პროცესი ნელ-ნელა საზოგადოებაზეც გადადის და ყველაზე ცუდი, რაც ხდება, საზოგადოების დიფერენცირებაა. ამას ხელს უწყობს გარკვეულწილად ტელევიზიებიც," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე დღეს ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობისა" და"ქართული ოცნების" წევრებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.
|
თამთა ჩაჩანიძე 12.04.2019
უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატებმა პეტრო პოროშენკომ და ვლადიმირ ზელენსკიმ პირდაპირ ეთერში ერთმანეთი ლანძღეს. ეს მაშინ მოხდა, როცა პოროშენკომ ტელეკომპანია "1+1"-ში გამოსვლისას თავისი კონკურენტი სტუდიაში დებატებისთვის მიიწვია.
|
ია აბულაშვილი 12.04.2019
"არც ივანიშვილმა და არც სააკაშვილმა არ იციან 21-ე საუკუნის პოლიტიკური კულტურა და როგორ იმართება თანამედროვე სახელმწიფო, ამიტომ ჩვენი მიზანია დავიწყოთ ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღა და ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდეს" - აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
ეკატერინე ბასილაია 12.04.2019
"ოცნებაში" ივანიშვილის შემდეგ ერთადერთი გავლენიანი ფიგურა დარჩა - კახა კალაძე. საინტერესო ის არის, კალაძე თუ დარჩება ივანიშვილის გვერდით, თორემ კობახიძე თავისი ზარდიაშვილებით, მათიკაშვილებით და ვიღაცებით იქნება თუ არა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს... თუ არ რჩება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, პროცესი იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და 2020 წელს "ქართული ოცნება" როგორც მოქალაქეთა კავშირი 2003 წელს, აბსოლუტურად გაკოტრებული მივა არჩევნებამდე," - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი და "შენების მოძრაობის" მოქმედი წევრი ანი მიროტაძე.
|
ია აბულაშვილი 12.04.2019
"ის ფანდი, რომელიც ამდენი წელია, მუშაობს - "ნაცები" ცუდია და მე კარგი" - არც შუალედურ არჩევნებში და არც 2020 წლის არჩევნებში აღარ იმუშავებს," - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
მარი ჩიტაია 12.04.2019
ქართულ ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები 100%-ით იმპორტულმა ჩაანაცვლა. რეგიონებში კარტოფილის, კომბოსტოსა და ხახვის მარაგი საბოლოოდ ამოიწურა, რაც ფასსაც დაეტყო. ერთი თვის წინანდელთან შედარებით, პროდუქტი ორმაგ ფასში იყიდება. ფერმერების ინფორმაციით, ოჯახში სამყოფი მოსავალიც არ შერჩათ და ისინიც შემოტანილი სურსათის ამარა დარჩნენ, რის მიზეზადაც გლეხები წარმოების სიმცირეს ასახელებენ და ამბობენ, რომ ხალხმა ნათესები შეამცირა.
|
თეო გუდავაძე 12.04.2019
სამწუხაროდ, ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა დღესაც მწვავედ დგას. მართალია, სურსათის უვნებლობის სამსახური მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და საკმაოდ ნაყოფიერადაც, მაგრამ კომპანიები მაინც აგრძელებენ მომხმარებლის მოტყუებას. ამჯერად "რეზონანსმა" პრობლემა სუპერმარკეტ "უნივერსამში" აღმოაჩინა.
|
მარი ჩიტაია 12.04.2019
ლერი გიორგაძე "ენერგო-პრო ჯორჯიას" უხუცესი თანამშრომელია. რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს იგი კომპანიაში 2007 წლიდან, ჩეხური კომპანიის საქართველოში შემოსვლის დღიდან, ასრულებს, თუმცა მისი საქმიანობის მიღმა საქართველოს ელექტროსისტემაში რამდენიმე ათეული წლის გამოცდილება და 33 გამოგონებაა. ენერგო-პრო ჯორჯიამაც" ბევრი იზრუნა, რომ, სხვა კოლეგებთან ერთად, კომპანიის უხუცესი თანამშრომლის სამუშაო გარემო იყოს კომფორტული, დახვეწილი და თანამედროვე, რაც კომპანიის, საბოლოოდ კი, დარგის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
|
|