თამარ შუკვანი
16.04.2019

 „გულის აცრუებაზე და კონფლიქტზე საუბარი არის ზედმეტი. ვფიქრობ, რომ „დაიცავი საქართველოს" სჭირდება ახალგაზრდული ენერგია, ახალი სახეები და ახალი ხედვები, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, სოციალური და მორალური კრიზისი დაიძლიოს. სწორედ ეს არის ჩემი წასვლის მიზეზი," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას კახა მიქაია, რომელიც მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" ტოვებს. წასვლის შესახებ განცხადება მან სოციალური ქსელ „ფეისბუქზე" დაწერა.

ნათია ფეხშველაშვილი
16.04.2019

 პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვას ფრანგული სატირული ჟურნალი „შარლი ებდო" კარიკატურით გამოეხმაურა. ჟურნალის ახალი ნომრის შეზღუდული რაოდენობა დღეს დილიდან იყიდება პარიზის საგაზეთო ჯიხურებში, ოფიციალურად კი ჟურნალის სრული ტირაჟი ოთხშაბათს გამოვა.

ტატა შოშიაშვილი
16.04.2019

 „რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონის საბოლოო ანექსია არ არის მიზანი - უნდა, რომ სამხრეთ ოსეთი დისტანციაზე ყავდეს, მაგრამ მაქსიმალურად მართავდეს სიტუაციას... ცდილობენ, რომ ამით „ლეგიტიმური" გახადონ რუსეთის მოქალაქეების რაც შეიძლება დიდხანს ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს უკანონობაა", - ასე შეაფასა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივა, რომლითაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს რუსეთში, ხოლო რუსეთის მოქალაქეებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უვადოდ ყოფნის საშუალება ექნებათ.

მარი ჩიტაია
16.04.2019

 საქართველოში შემოსავლიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა შესაძლოა, ბინის შეძენაზე ვერც იოცნებოს. რეგულაციების გამო კრედიტებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ ბინის ყიდვის მსურველებს სერიოზული ბარიერი შეუქმნა. საშუალოდ, დედაქალაქში 60 კვ/მ ფართის ბინის შესაძენად მოქალაქეს 9-10 წლის ხელფასი სჭირდება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის მინიმალური შემოსავალი 2500 ლარს შეადგენს. იმ პირობებში, როცა ხელფასის გარდა, ოჯახს შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნია, ბინის შეძენისათვის 20-22 წელია საჭირო.

მარი ჩიტაია
16.04.2019

 საზღვარგარეთ სამუშაოს მაძიებელთათვის გეოგრაფიული არეალი შაგრენის ტყავივით დაპატარავდა. ევროპაში ქართველი არალეგალები მასობრივად იდევნებიან, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც დასაქმება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მწირი ანაზღაურების გამო, მუშაობა აზრს კარგავს. შეიძლება ითქვას, რომ არც გამოსავალი ჩანს. სამშობლოში თუ შორეულ ემიგრაციაში, ყველა გაძლებაზეა, მაგრამ ცალკე პრობლემაა ის, რომ ამ ადამიანების გაჭირვებით ნაშოვნი ფული სამშობლოში უყაირათოდ იხარჯება.

თამარ მუკბანიანი
16.04.2019

 ბიზნესმენები ეროვნული ბანკის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ისინი ამბობენ, რომ ლარი დოლართან მიმართებით 2.55-ზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს და დღევანდელი სავალალო კურსი სებ-ის ცუდი პოლიტიკის დამსახურებაა, რაც ბიზნესს ძალიან აზარალებს.

თეო გუდავაძე
16.04.2019

 საქართველო აღდგომას გამორჩეული სიძვირით ხვდება. განსაკუთრებით საგრძნობია იმ საკვების ფასი, რომელზეც სადღესასწაულო დღეებში დიდი მოთხოვნაა. გაძვირდა კვერცხი, ხორცი, რძის პროდუქტები, ყველაზე თვალში საცემი კი მაინც ფქვილის ფასია, რომელიც, შარშანდელთან შედარებით, თითქმის 30%-ით გაძვირდა. მომხმარებლისათვის ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ წელს სააღდგომო პასქებიც უკვე გაძვირდა.

თამარ მუკბანიანი
16.04.2019

 ბოლო 10 თვეში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ფაქტობრივად არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადაყენების მიზეზი სწორედ სიღარიბის მატება გახდა, რასაც მთელი სამთავრობო ეკონომიკური გუნდი შეეწირა. ეკონომისტები ამბობენ, რომ კვირიკაშვილის მმართველობის შემდეგ, მხოლოდ გვარები შეიცვალა, ეკონომიკა მხოლოდ ლარში გაანგარიშებულ ციფრებში იზრდება, ხალხი კი გაჭირვებიდან ვერა და ვერ ამოდის.

მარი გოცირიძე
16.04.2019

შრომის უსაფრთხოების დაზღვევა დასაქმებულების ინტერესებს ვერ იცავს. კანონმდებლობაში უკვე იმდენად ბევრი ხარვეზი დაგროვდა, რომ სახელმწიფოს თითქმის თავიდან უწევს კანონპროექტზე მუშაობა, რომ საბოლოოდ დაკორექტირდეს და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს.

ეკატერინე ბასილაია
15.04.2019

 „კომპანია Airbnb-მა რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახლები დაუშვა თავის საიტზე, ეს მოვლენა დამაფიქრებელია და რაც უფრო მეტი დრო გავა ასეთი მოვლენები იქნება მეტი, ეს ცალსახაა...

ელზა პაპოშვილი
15.04.2019

 ცუდების კარგებად გადაქცევა - ესაა ირაკლი კობახიძის ფორმულა, რომელიც მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კანონპროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს. როგორ გავხადოთ სისტემის მსხვერპლი მოსამართლეები სამართლიანებად. პარლამენტში შესაძლოა ამ კვირაში მოსამართლეების ხმაურიანი კანონპროექტის განხილვა დასრულდეს, რომელიც მოსამართლეთა 10 კაციანი სიის წარდგენით დაიწყო.

ეკატერინე ბასილაია
15.04.2019

 უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებებს და კონკრეტულად რომელ მინისტრს მოუწევს თანამდებობის დატოვება, - მედიაში ამ თემაზე ვერსიები უკვე აქტიურად განიხილება, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ რომელიღაც სამინისტროს და მინისტრების მიმართ პატარა კითხვები აქვს და ამას პრემიერ-მინისტრი ბახტაძე აკვირდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×