ია აბულაშვილი
23.04.2019

 მოარული ხმები იმის თაობაზე, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლებს, უფრო და უფრო აქტიურდება. მედიაში გავრცელებლი ინფორმაციით, პარტიაში  დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პოზიციებს იმყარებს და შეიძლება ივანიშვილმა უახლოეს დღეებში პერმიერობაც კი შესთავაზოს, დიდად არ სწყალობს რამდენიმე მინისტრს და ქალაქის მერს. ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით კი, ხელისუფლებაში ძალის ცენტრების გადანაწილება იმდენად შეიცვალა, რომ ძალაუფლებისათვის ბრძოლა კულისებში უკვე მიმდინარეობს.

მარიამ ბოლქვაძე
23.04.2019

 საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ვან ბაიბურთი გადაჭრით უარყოფს რუსული მედიით გავრცელებულ ცნობას, რომ მოსკოვში ადგილობრივი სომხები ანტიქართულ აქციას მართავენ. უფრო კონკრეტულად კი, აქცია სომხეთის მიერ ისტორიის განმავლობაში ტერიტორიების დაკარგვას ეძღვნება და მისი მსვლელობისას გაკეთდება იმ ტერიტორიების „ცოცხალი“ რუკა, რომლებიც, ორგანიზატორთა აზრით, სომხეთის ისტორიული საკუთრებაა, თუმცა დღეს სხვა ქვეყნების შემადგენლობაში შედის და ერთ-ერთი ასეთი ტერიტორია ჯავახეთია.

თამარ შუკვანი
23.04.2019

 „ეს არის პრიმიტიული კლონების გამოჩენა, თუმცა არ არის ეფექტიანი, როდესაც მჭიდროდ დასახლებულ ოლქებზე გვაქვს საუბარი და ყველა ერთმანეთს იცნობს. იმის გარჩევა, თუ ვინ არის იქ ნამდილი კანდიდატი, ადგილობრივ მოსახლეობას არ გაუჭირდება," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ხულოში იდენტური სახელის და გვარის მერობის ორი კანდიდატის გამოჩენას.

ია აბულაშვილი
23.04.2019

 „სააკაშვილის ნებისმიერი განცხადება ნებისმიერ თემაზე არასერიოზულია და ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.  ამჟამინდელ ხელისუფლებასთან არანაირი შემხებლობა არ მაქვს და არც ბიძინა ივანიშვილთან მაქვს კონტაქტი. ამ თემაზე ძალიან ბევრი მისაუბრია და ახლაც ვაცხადებ, რომ ეს იყო მკვლელობა და არა უბედური შემთხვევა და ამის დასაბუთება ძალიან მარტივია.  ამიტომ მე ველოდები ხელისუფლებისგან ფაქტის დადგენას და დამნაშავეების დასჯას“, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია სააკაშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ივანიშვილი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემის გააქტიურებას აპირებს.

ნათია ფეხშველაშვილი
23.04.2019

 პორტუგალიაში ლეგალურად დასაქმებას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვერ შეძლებს. ამ თემაზე ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული და კონკრეტული დეტალები - თუ რამდენ ადამიანს შეეხება ან რა სპეციალობებზე იქნება გაცემული პორტუგალიაში ოფიციალურად მუშაობის ნებართვა, ამაზე ჯერ კიდევ სამუშაოა შესაბამის მხარეებთან. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა.

ეკატერინე ბასილაია
23.04.2019

 „საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული „ოცნების" მიერ წამოწეული ყველა თემა „ოცნების" საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამიტომაა, რომ მათი რეიტინგი სულ უფრო ეცემა, ამას თვითონ უწყობენ ხელს და რატომ აკეთებენ ამას, ან რისი იმედი აქვთ, არ მესმის", - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

თამთა ჩაჩანიძე
23.04.2019

 ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება „ჰეზბოლა" აქტიურობას აზერბაიჯანში იწყებს, ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება. რა საფრთხის შემცველია საქართველოსთვის აშშ-ს მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული ორგანიზაციის გააქტიურება მეზობელ ქვეყანაში - ამ საკითხებთან დაკავშირებით „რეზონანსი" უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
23.04.2019

 მაისიდან ახლო აღმოსავლეთში ვითარება შეიძლება უკიდურესად გამწვავდეს და აშშ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყოს, რომელშიც საქართველოც აღმოჩნდება ჩათრეული, - ასეთ პროგნოზს აკეთებს „რეზონანსთან" აშშ-ის ახალ ანტიირანულ სანქციებსა და ირანის საპასუხო ნაბიჯებზე საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.

თამარ შუკვანი
23.04.2019

 მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია იუსტიციის საბჭოდან არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე გაიწვიოს, სალომე ზურაბიშვილი ამის გაკეთებას არ აპირებს. „ამასთან დაკავშირებით დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი - დღეს ეს საკითხი არ განიხილება," - განუცხადა „რეზონანსს" პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ნათია ფეხშველაშვილი
23.04.2019

 შრი-ლანკაში მომხდარ მასშტაბური ტერაქტი, გამოძიების ვერსიით, ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე მომხდარი თავდასხმის პასუხია. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მსოფლიო გლობალური რელიგიური დაპირისპირების მდგომარეობაში იმყოფება? ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, გამორიცხული არაა მომავალში ამ რელიგიურმა ომმა გლობალური სახე მიიღოს.

თამარ შუკვანი
23.04.2019

 აფხაზეთის 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის, ოპოზიციონერი ასლან ბჟანიას შესაძლო მოწამვლის შესახებ გაჩენილი ეჭვი უფრო მეტად გამყარდა. მოსკოვის საავადმყოფოში გამოკველავაზე იგივე სიმპტომებით ბჟანიას პირადი დაცვის ორი წევრი გადაიყვანეს. ამის შესახებ ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა.

თამარ შუკვანი
23.04.2019

 „ხალხი შეშფოთებულია. შემდგომი მდგომარეობა და სიტუაცია ხეობაში იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება. კვირას, როდესაც ეს ამბავი მოხდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი და სხვები იყვნენ ჩამოსული. პოლიცია რჩება ადგილზე, მაგრამ მცირერიცხოვანი. ჰესის მშენებლობა შეჩერდა და დღეს სიმშვიდეა ხეობაში," - აცხადებს „რეზონანსთან" პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი დღეს ხეობაში არსებული ვითარების შესახებ საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×