ეკატერინე ბასილაია
26.04.2019

 „გარკვეულწილად პროვოკაციული როლი ითამაშა საქართველოს პრეზიდენტის აბსოლუტურად გაუგებარმა და უადგილო აქტიურობამ საზღვრის დელიმიტაციაზე, როცა ისტერიულ ტონში ყოველ დღე ამას იმეორებდა. გასაგებია, რომ პრეზიდენტობანას თამაში უნდა, მაგრამ ყველა განცხადებას კარგად დაფიქრება და აწონ-დაწონვა უნდა... ნუ აურ-დაურევს ყველაფერს, დაოკდეს და ქვეყნის შიგნით გააგრძელოს პრეზიდენტობანას თამაში,"- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.

თამთა ჩაჩანიძე
26.04.2019

 საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შენგენის შეთანხმება ირღვევა, რადგან ღია საზღვრების დაცვის უზრუნველყოფის პრინციპი ვეღარ მუშაობს.

მაკრონი მიგრაციის პოლიტიკის გადახედვას და შენგენის ზონიდან ზოგიერთი ქვეყნის გარიცხვის შსაძლებლობასაც არ გამორიცხავს

რეზონანსი
26.04.2019

 პუტინის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც დონბასის მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების დარიგებას ითვალისწინებს, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი სასწრაფოდ ითხოვს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას.

 

თამარ შუკვანი
26.04.2019

 „19 მაისი არჩევნებს პრინციპული მნიშვნელობა აქვს; ეს ერთგვარი ტესტია. მართალია, ვითარება არსებითად არ შეიცვლება, თუმცა შეიცვლება დამოკიდებულება რეალობის მიმართ და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი შუალედურ არჩევნებზე საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
26.04.2019

 გაფრთხილება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება სანქციები დაგვიწესოს. კონგრესში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მეორედ შევიდა და ეს საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა. ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკვეინ მალინია.

ელზა პაპოშვილი
26.04.2019

 უკრაინის მოქალაქე, იულია სუსლიაკი, რომელიც საქართველოში 10 ბავშვთან ერთად ჩამოვიდა, ტრეფიკინგის ბრალდებით არის დაკავებული. ის ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გვიან ღამით დააკავეს, თუმცა ახლა თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ბრალდება 14-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

თამთა ჩაჩანიძე
26.04.2019

 ლუგარის კვლევითი ცნეტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, რუსეთის ბრალდებების მორიგ ტალღას "სისულელეს" უწოდებს. როგორც ამბობს, ლაბორატორიას აქვს გაეროს დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ცენტრში არ ხორციელდება ისეთი რამ, რაც არ არის დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებთან.

თამარ შუკვანი
26.04.2019

 დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა, რომელიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ იყო გადაკეტილი, ბოლოსდაბოლოს როგორც იქნა გაიხსნა, რასაც ადგილობრივი მამათა მონასტრის არქიმანდრიტიც ადასტურებს. მისი თქმით, მომლოცველებს, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მონასტრამდე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

ია აბულაშვილი
26.04.2019

 "ამ ეტაპზე პრობლემის გადაჭრის გზები არ ჩანს, რადგან წლებია, ვერც ერთი მხარე კომპრომისზე ვერ მიდის, კარგი ურთიერთობა კი ორივე ქვეყნისთვის ძვირფასია. ამიტომ ეცდებიან, რომ ამ საკითხის გამო ეს ურთიერთობა არ წახდეს, მით უმეტეს საქმე კონფლიქტამდე არ მივიდეს" - ასე ეხმიანება ექსპერტი პეტრე მამრაძე დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებს.

მარი ჩიტაია
26.04.2019

 სამომხმარებლო სესხის შემცირებამ საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოიწვია. ქვეყანაში ისედაც სესხების გაძვირების ტენდენციაა და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, წლის ბოლომდე შესაძლებელია, ბანკებმა არა მარტო საპროცენტო განაკვეთები, არამედ საკომისიოები, ჯარიმები და სხვადასხვა მომსახურება გააძვირონ. ამჯერად კი ცვლილება სამომხმარებლო სესხს შეეხო, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. სპეციალისტების შეფასებით, ბანკებმა სესხების გაძვირებით დანაკარგების კომპენსირება მოახდინეს.

თამარ მუკბანიანი
26.04.2019

 ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის პროგნოზით, წლის მეორე ნახევრიდან ლარი უნდა გამყარდეს. მსგავსი მოლოდინის საფუძველს ვერ ხედავენ სხვა ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და სპეციალისტები. ანალიტიკოსების აზრით, ლარი დოლარის მიმართ 2.70-2.80 შორის იტრიალებს მესამე კვარტალის დასასრულიდან წლის ბოლომდე.

თეო გუდავაძე
26.04.2019

 სააღდგომოდ დედაქალაქს, წინა წლებთან შედარებით, ბევრად უფრო ნაკლები მოქალაქე დატოვებს. ერთ-ერთი მიზეზი, სხვა უამრავ ხარჯთან ერთად, საწვავის გაზრდილი ფასიცაა, რამაც ტრანსპორტირება გააძვირა. მართალია, ავტოსადგურები ამ ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა პირად საუბარში მძღოლებისგან ირკვევა, რომ მოთხოვნა შემცირდა და მოგების მარჟის შესანარჩუნებლად ფასი მოიმატებს. სადღესასწაულო დღეებში რეგიონში წამსვლელთა უმეტესობა სტუდენტია, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი დედაქალაქი არ არის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×