თეო გუდავაძე 02.04.2019
მთელი საქართველოს მასშტაბით შრომის უსაფრთხოებას მხოლოდ 40 ინსპექტორი ამოწმებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილება უკვე შევიდა და შრომის ინსპექციის უფლება-მოვალეობებიც გაიზარდა, სტატისტიკა კვლავ შემაშფოთებელია. 2019 წლის პირველ სამ თვეში სამუშაოს შესრულების დროს 14 ადამიანი დაიღუპა. რეფორმა ფასადურია და საქართველოში შრომის პროცესში სიკვდილის რისკი ძალიან მაღალია.
|
მარი ჩიტაია 02.04.2019
მიწის ორგანული კანონის პროექტში გამონაკლისების დაშვებით უცხოელებზე მიწა მაინც გაიყიდება. ბოლო დროს სხვადასხვა გამონაკლისი იმდენად გახშირდა, რომ მალე კანონში ასაკრძალი შეიძლება აღარაფერი დარჩეს. კანონპროექტის ავტორები თითქმის არაფერზე იხევენ უკან და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ამდენი გამონაკლისით სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვის მოტივაცია გაზარდონ.
|
ეკატერინე ბასილაია 01.04.2019
ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს, რომ ამერიკული იურიდიული ფირმა დაიქირავა იმის გასარკვევად, თუ რა ზარალს მოიტანს, თუკი მამუკა ხაზარაძის ბიზნეს ჯგუფთან ანაკლიის პორტის პროექტზე შეთანხმება გაუქმდება.გიორგი ქობულიას მტკიცებით, ეს უბრალოდ რისკების შეფასებაა და ტყუილია ის, რომ მთავრობას კონსორციუმისთვის ანაკლიის პროექტის ჩამორთმევას გეგმავს.
|
ელზა პაპოშვილი 01.04.2019
უბედური შემთხვევა თუ სისტემური პრობლემა, რომელიც უსაფრთხოების სისტემის არ არსებობამ გამოიწვია. ჭავჭავაძის გამზირზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტს - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორი, მაია მიქაია აფასებს და ამბობს, რომ წინასწარი დაკვირვების შედეგად, მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.
|
ეკატერინე ბასილაია 01.04.2019
41 წლის კომიკოსი და სერიალის გმირი - პრეზიდენტი, შეიძლება უკრაინის პრეზიდენტი რეალურად გახდეს. პირველი ტურის შედეგებით პირველ ადგილზე ვლადიმირ ზელენსკია და 21 აპრილს მეორე ტურში ის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდება, სადაც გადაწყდება ვინ გახდება უკრაინის მომავალი პრეზიდენტი - კომიკოსი თუ "შოკოლადის მეფე".
|
თამარ შუკვანი 01.04.2019
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები შემოვიდნენ, რომლებიც საქართველოს სანაპიროს დაცვის ორ ხომალდთან, - „დიოსკურიასა" და „ოჩამჩირესთან" ერთად, ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.
|
მარი ჩიტაია 01.04.2019
საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, პირველი წყალსაცავის მასშტაბური მშენებლობა იწყება. პროექტი იძლევა რეალურ შესაძლებლობას, რომ თეძამი, დღეს ერთი ჩვეულებრივი სოფელი, რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთ თანამედროვე, ნაყოფიერ სოფლად იქცეს და უამრავი მოქალაქის ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალოს. მდინარე თეძამზე აშენდება წყალსაცავი, რომელიც წყლით 10 000 მოქალაქეს მოამარაგებს და შესაძლებელი გახდება 7 000 ჰექტარის მოცულობის მიწის მორწყვა, რომელიც დღეს ფაქტობრივად გამოუყენებელია.
|
თამარ შუკვანი 01.04.2019
ბოლო მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მსახიობი და კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი 30%-ით ლიდერობს. ხოლო, მეორე ადგილს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იკავებს, - 16%-ით. რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს, წინასწარი მონაცემებით, იგი ბრძოლას გამოეთიშა. მეორე ტურში კი, რომელიც 21 აპრილს უნდა გაიმართოს, გამარჯვებისთვის სწორედ ეს ორი კანდიდატი იბროლებს.
|
ელზა პაპოშვილი 01.04.2019
"ოცნება" შუალედური არჩევნებისთვის მთავარ კოზირს, ბიძინა ივანიშვილს, თამაშში შემოიყვანს - ეს მოსაზრება ანალიტიკოსებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც რამდენიმე დღის წინ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სოფელ ხიბულაში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. იგი ადგილობრივებს უახლოეს ხანში სოფლის გაზიფიცირებას, წყალმომარაგებას, გზის რეაბილიტაციას, ეკლესიის აშენებას, ზვიად გამსახურდიას სახელობის მუზეუმის, საბავშვო ბაღის ახალი შენობის აშენებასა და ჯიხას რეაბილიტაციას დაჰპირდა. უფრო მეტიც, ივანიშვილმა წუხილი გამოთქვა, რომ ამდენი ხანია, გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება წინ არ წასულა და სიმართლე არ გარკვეულა.
|
ეკატერინე ბასილაია 01.04.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ახალი ათონის მონასტრის კუთვნილებისა და იქ წირვა-ლოცვის ჩატარების უფლების გამო დიდი დაპირისპირება იწყება. ბესარიონ აპლია, რომელიც ე.წ. ცხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის ხელმძღვანელად მიიჩნევა, დოროთეი დბარისაგან და ახალ ათონში ჩამოყალიბებული აფხაზეთის ე.წ. წმინდა მიტროპოლიის წევრებისგან მოითხოვს, დატოვონ მონასტერი და ემუქრება კიდეც, რომ საკითხის მოგვარებაში "პრეზიდენტ" რაულ ხაჯიმბასაც ჩართავს.
|
რეზონანსი 31.03.2019
„ზუგდიდის რეგიონს თუ შევხედავთ, მთლიანად ოპოზიციურად არის განწყობილი და, აქედან გამომდინარე, მათ ძალიან გაუჭირდებათ ამ რეგიონში გამარჯვება“, - ასე აფასებს 2019 წლის ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ შანსებს პროფესორი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია.
|
რეზონანსი 31.03.2019
სიგარეტის გაძვირების შემდეგ, შავ ბაზარზე გასაყიდად გამოჩნდა ე.წ. შეკეთებული სიგარეტები, რომელიც 20 ღერი 2 ლარი ღირს. მწეველები ასეთ სიგარეტს დაბალი ფასის გამო ყიდულობენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|