თამარ მუკბანიანი 29.03.2019
ორშაბათიდან ქვეყანაში პოლიეთილენის პარკები სრულად აიკრძალება და ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლდება. ასეთია მთავრობის დადგენილება, რომელიც 1-ლ აპრილს ამოქმედდება. კანონდამრღვევები პირველ ჯერზე - 500, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1 000 ლარით დაჯარიმდებიან. ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია ქონების კონფისკაცია.
|
მარი გოცირიძე 29.03.2019
"თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებული კვლევა საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ 2018 წლის სრულ ანალიზს მოიცავს. კვლევის მომზადება ბაზრის მონაწილე დეველოპერების მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა, რომ მიიღონ რელევანტური, სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია სექტორის შესახებ. შესაბამისად, კვლევის მიზანია, კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს დაანახოს ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალი.
|
მარი ჩიტაია 29.03.2019
რეგულაციამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საყრდენი გამოაცალა. სწრაფი სესხების კომპანიები საფინანსო ბაზარს ტოვებენ და ეს ტენდენცია საკმაოდ სწრაფი ტემპით გრძელდება. ამჯერად ფინანსური კრიზისის წინაშე შპს "ჯაბა კრედიტი" დგას. კომპანია, რომელსაც 500-მდე მეანაბრე ჰყავს, ვალდებულებებს ვერ ასრულებს. უკვე ერთი კვირაა, რაც "ჯაბა კრედიტი" მეანაბრეებს ვერც ჩადებული თანხის პროცენტს და ვერც სრულ თანხას ვერ უბრუნებს.
|
მარი ჩიტაია 29.03.2019
სამშენებლო კომპანიები ბინებს ვერ ყიდიან. კრიზისი ბაზრის კვლევით საბოლოოდ დადასტურდა. როგორც აღმოჩნდა, მიმდინარე წლის იანვარში დამტკიცებული იპოთეკური სესხების ოდენობა 47%-ით შემცირებულია წინა წელთან შედარებით. მენაშენეების ნაწილი პრობლემის მიზეზად ეროვნული ბანკის რეგულაციას მიიჩნევს და ამბობს, რომ არასწორი რეფორმის გამო სებ-ის პრეზიდენტო უნდა გადადგეს. ამ პოზიციას სამშენებლო კომპანიების ნაწილი არ იზიარებს და მთავრობას გონივრული, ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.
|
ეკატერინე ბასილაია 28.03.2019
„მინისტრების და „ოცნების" დეპუტატების სახლების გაქურდვის საქმეები ძალიან სწრაფად გაიხსნა, ამ დროს კი, ბესელიას შემთხვევაში, იგივე „თიბისიზე" კიბერთავდასხმის შემთხვევაში ეს დანაშაულები რომ არა და არ იხსნება და გამოძიებიდან ვერაფერსაც ვერ ვიგებთ, ესე იგი სხვა ადამიანმა ასეთ ვითარებაში რა უნდა ქნას?!
|
ელზა პაპოშვილი 28.03.2019
დიალოგი არ შედგა, სოციალური მუშაკების პროტესტი გაგრძელდება - ეს გადაწყვეტილება მუშაკებმა ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღეს. ისინი რამდენიმე დღეში სამინისტროსგან შუალედურ გადაწყვეტილებას ელიან, რომელიც ორივე მხარისთვსი მისაღები იქნება, ამის შემდეგ კი აქციებს შეწყვეტავენ. სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ მისნისტრის გეგმაში ხელფასების ზრდა არ შედის და მათ მოლაპარკების დროს ნაწილობრივ შეთანხმებას მიაღწიეს.
|
თამარ შუკვანი 28.03.2019
რუსეთის მიერ ვენესუელაში რუსული თვითმფრინავების სამხედროებითა და 35 ტონა ტვირთით მაიკეტიას აეროპორტში დაშვება, ვენეასუელას დროებითი პრეზიდენტის ხუან გუადიოს განცხადებით, ნიკოლას მადუროს შიშზე მიუთითებს, - „ვენესუელაში რუსი სამხედროების ჯგუფის ჩამოსვლა იმაზე მეტყველებს, რომ ნიკოლას მადურო საკუთარ სამხედროებს არ ენდობა," - აღნიშნა გუაიდომ და ვენესუელელ სამხედროებს ოპოზიციის მხარეს გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
|
რეზონანსი 28.03.2019
„თუ ტაქსისთვის თეთრი ფერი მნიშვნელოვანი იყო მაშინ B კატეგორიას რატომ არ მოეთხოვება თეთრად გადაღებვა, რის მიხედვით ან რას ეყრდნობა ეს რეგულაცია"
|
ელზა პაპოშვილი 28.03.2019
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და მათით შანტაჟი გრძელდება - ამ ეტაპზე პოლიტიკოს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში განთავსების გამო 19 წლის მირიან მჟავანაძე დააკავეს, თუმცა ვიდეო "იუთუბზე" ორი კვირის განმავლობაში იდო და ხუთი ათასი ნახვა აქვს.
|
მარი ჩიტაია 28.03.2019
მთავრობა, ერთი შეხედვით, გადასახადების ლიბერალიზაციას იწყებს, თუმცა ბიზნესის დარგში დაწესებული გადასახადების დიდ ნაწილს ცვლილება არ შეეხება. ამ ეტაპზე აქცენტი მცირეშემოსავლიან სოციალურ ჯგუფზე კეთდება, რაც შეიძლება, მოსახლეობის დამაგრების მცდელობითაც აიხსნას, ახალგაზრდა და შრომისუნარიანი მოქალაქეები მასობრივად გადიან ქვეყნიდან და საგადასახადო ტვირთის შემცირებით ამ კატეგორიას ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქდება.
|
თამარ შუკვანი 28.03.2019
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ "აია-სოფიას" სტატუსი შეიცვლება და იგი მეჩეთად გადაკეთდება. თურქეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხოდ მიიღო, რომელმაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, ხოლო გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.
|
თეო გუდავაძე 28.03.2019
ფინანსურმა ინსტიტუტებმა და ტექნიკის მაღაზიებმა იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების გვერდის ასავლელად ახალი სქემა მოიფიქრეს. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი საკუთარ ტექნიკას ქირაობს და საბოლოო შეძენისათვის რეალურ ღირებულებაზე ბევრად მეტს იხდის. ამისათვის მას შემოსავლის დადასტურებას არავინ სთხოვს და ეროვნული ბანკის რეგულაციაც გვერდზე რჩება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|