მარიკა გოგოხია 26.03.2019
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ონლაინგამსესხებლები რეგულაციით გამოწვეულ ფინანსურ ზარალს მოსახლეობისგან ინაზღაურებენ. დამატებითი თანხის მიღების მიზნით მათ რამდენიმე ხრიკი გამოიგონეს. ფინანსურ მაქინაციებში მომხმარებელი საკმაოდ ხშირად ებმება. საქმე იქამდე მივიდა, რომ სასესხო განაცხადის შეტანისას ხალხს ფულს იმ შემთხვევაშიც ახდევინებენ, როცა სესხს არ უმტკიცებენ. სწრაფი სესხის ზოგიერთმა ორგანიზაციამ მომხმარებლებს ხელშეკრულების გადასახადიც დაუწესა, რისი გადახდაც კლიენტს საპროცენტო განაკვეთებთან ერთად უწევს და თითქმის ორმაგს იხდის.
|
თეო გუდავაძე 26.03.2019
ბინის გაქირავებისათვის 5%-იანი გადასახადის მოხსნას ან 1%-მდე დაწევას დარგობრივ კომიტეტში ხელისუფლების წარმომადგენლებიც მხარს დაუჭერენ. იმის გამო, რომ ეს ბიზნესი თითქმის ბოლომდე ჩრდილოვან ეკონომიკაშია გადასული, უამრავი პრობლემა ექმნებათ გამქირავებლებს. საგადასახადო შეღავათის შემოღება უზრუნველყოფს არსებული შავი ხვრელების ამოვსებას, რის შედეგადაც ნაკლებად იზარალებს როგორც ბინის მეპატრონე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაც.
|
ელზა პაპოშვილი 25.03.2019
ნატოს-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გზავნილები და გაფრთხილება- ვინ როგორ გაიგო გენერალური მდივნის განცხადებები და რა იყო ის მთავარი აქცენტები, რომელიც მდივანმა საქართველოში ჩამოიტანა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველო უკვე დატოვა, დელეგაცია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააცილა, თუმცა თბილისში უკვე დაიწყო იმის გაანალიზება, რა თქვა და რა მინიშნებები დაუტოვა მან საქართველოს ხელისუფლებას.
|
თამარ შუკვანი 25.03.2019
„გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, პარლამენტი იღებს და აქედან გამომდინარე, იურიდიულად ამის უფლება აქვს, რის უფლებასაც ხშირად იყენებენ კიდევაც. რაც შეეხება თვითონ გადაწყვეტილების დასაბუთებას, ის არგუმენტი, რაც ბატონმა რომანმა მოიყვანა, არ არის რელევანტური," - ასე აფასებს „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა „რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატ რომან კაკულიას განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტარის ხელფასი უნდა გაიზარდოს.
|
თამარ შუკვანი 25.03.2019
„ქართული ოცნების" მარნეულის მერობის კანდიდატი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი იქნება, რომელიც მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო. გავრცელდა ფოტო-მასალა, სადაც ჩანს, რომ მას „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მაისური აცვია.
|
ელზა პაპოშვილი 25.03.2019
ხაშურში სავარაუდოდ ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევა 24 მარტს საღამოს საათებში მოხდა. თვითმხილვეების განცხადებით, ქმარმა ცოლს დანა ექვსჯერ დაარტყა. 30 წლის თაკო დოლიძეს ქმარმა სამსახურში სილამაზის სალონ „მირაჟში“ მიაკითხა. გოგონას ახლობლების თქმით, მან ცოლს უთხრა, რომ საქმე ჰქონდა და სხვებთან თანდასწრებით საუბარი არ სურდა.
|
თამარ შუკვანი 25.03.2019
დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილი ინიციატივაზე, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებას ეხება და სისხლის სამართლის წესით დასჯას გულისხმობს, დღეს პარლამენტში კენჭისყრა არ მომხდარა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ამ საკითხის ირგვლივ პოზიციების შეჯერების შედეგად პროექტს წარდგენილი სახით მხარს არ უჭერს.
|
თამარ შუკვანი 25.03.2019
„ამ ვითარებაში ლადო კახაძის პოლიტიკურ მდინარეში მეორედ შესვლა გაუგებარია. ის საკმაოდ პატივცემული ადამიანია, თავისი საქმის ძალიან კარგი სპეციალისტი და მოქალაქე, მაგრამ რა უნდა პოლიტიკაში და რისთვის აკეთებს ამას, თანაც არსებულ მოცემულობაში, გულდასაწყვეტია," - ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" მიერ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად ცნობილი ექიმისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლადო კახაძის წარდგენას.
|
ელზა პაპოშვილი 25.03.2019
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებასა და სისხლის სამართლის წესით დასჯას გულისხმობს. "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილების პროექტს კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.
|
ეკატერინე ბასილაია 25.03.2019
ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობისთვის ბრძოლაში ერთვება. ვინ დაუპირისპირდება მას "ოცნებიდან", ჯერ უცნობია, თუმცა, პოლიტიკის ექსპერტების თქმით, მაისის შუალედურ არჩევნებში მთავარი პოლიტიკური ომი სწორედ ზუგდიდში გაიმართება "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის, რადგან "ოცნებისთვის" პრინციპულად გადამწყვეტია, არ დამარცხდეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცოლთან და მაინცდამაინც ზუგდიდში. თანაც იმ ფონზე, როცა მაისის შუალედური არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარ რეპეტიციადაც მიიჩნევა და გახშირდა საუბარი, რომ მმართველი პარტია პოპულარობას კარგავს.
|
ელზა პაპოშვილი 24.03.2019
„ძალა ერთობაშიას“ წევრი დავით ქცარავა „რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ მას უახლოეს მომავალში ხურვალეთში შესვლის უფლებას არ მისცემენ და დადგინდება, რომ რუსებმა ქართველების მიერ კონტროლირებადი ბაღები დაიკავეს, ის სოფლის მიმდებარედ აქციებს დაიწყებს. ქაცარავა ამბობს, რომ არც ის არის გამორიცხული, მან მასობრივი აქციების ფონზე კარვებიც დადგას.
|
ია აბულაშვილი 24.03.2019
„რაც მეტი მოძრაობა შეიქმნება ოპოზიციურ ფლანგზე, იქნება ეს მაღრაძე, ვასაძე თუ სხვა, ხელისუფლებას ეს აწყობს და მისთვის მომგებიანია, რადგან ოპოზიციას ხმებს წააართმევს“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე შეიძლება კვლავ გამოჩნდეს ირაკლი ალასანია, ან ახალი მოძრაობა შექმნას ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|