რეზონანსი 24.03.2019
„თანხის ოდენობის თვალსაზრისით, ეს არ ჩაითვლება მოსყიდვად“, - ასე აფასებ იურისტი ლია მუხაშავრია შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდაზე „გირჩი“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ჰერმან საბოს განცხადებას, სადაც ის თავის მხარდამჭერებს დროებით მთაწმინდაზე ჩაწერას სთხოვს და ჩაწერის ადგილის გამოცვლის ხარჯებთან ერთად კომუნალური გადასახადის დაფარვას ჰკირდება.
|
რეზონანსი 24.03.2019
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს. რომლის მიხედვით დაიბლოკება ფეიკი ინფორმაცია და დაისჯებიან ისინი, ვინ შეურაცხყოფს ხელისუფლების წარმომადგენლებს მედიასა და ინტერნეტ სივრცეში.
|
ია აბულაშვილი 24.03.2019
„არ მგონია, რომ ლევან ვასაძე ვინმესთან წინაწარი შეთანხმებით მოვიდეს პოლიტიკაში, რადგან შეთანხმება ნიშნავს გარკვეულწილად ვალდებულებას. ამიტომ, თუ იგი დააპირებს შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, შემოვა დამოუკიდებლად და ამის რესურსიც გააჩნია“, -ასე ეხმაურება პოლიტიოლოგი იგორ კვესელავა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილთან შეთნხმებით ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის.
|
რეზონანსი 24.03.2019
„ერთ კვირაში იქნება უმრავლესობის შეხვედრა და დავასახელებთ „ქართული ოცნების“ კანდიდატს მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებისათვის“, - ასეთია აკაკი ზოიძის კომენტარი, მთაწმინდის შუალედურ მაჯორიტარულ არჩევნებზე
|
რეზონანსი 24.03.2019
მამუკა ხაზარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემაში „ფორბსის კვირისთვის“ განაცხადა. რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში საუბრობდნენ ხაზარაძის დაკითხვის ოქმებში არსებული ამონარიდეით, რაც გარკვეულ კითხვებს იწვევს. მისი თქმით, ბანკის თემა ამოწურულია, მაგრამ პოლიტიკოსებმა საჯარო გამოსვლებისას დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმცია.
|
რეზონანსი 24.03.2019
ჭავჭავაძეზე ორი ახალგაზრდის დაკავებით ადგილობრივების გამოწვეულ პროტესტზე, ვაკის მაჟორიტარმა, ბიძინა გეგიძემ გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ისინი წუხდნენ პოლიციის დამოკიდებულებაზე დაკავებულების მიმართ და ეშინოდათ სამართალდამცავების მხრიდან რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების.
|
რეზონანსი 24.03.2019
ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის, წინააღმდეგ პრაქტიკულად შეთქმულება მოაწყო. მინისტრთა აზრით, მეი უნდა გადადგეს და ბრექსიტი მისმა დროებითმა შემცვლელმა უნდა დაასრულოს. თუკი მეი არ დათანხმდება მინისტრთა მოთხოვნას, ისინი მას მასობრივი გადადგომებით დაემუქრებიან. ამის შესახებ ბრიტანული „სანდი თაიმსი“ წერს.
|
ეკატერინე ბასილაია 24.03.2019
„თავიდან ნინო გვენეტაძე თითქოს უტევდა ამ კლანს, შემდეგ ცოტა შეარბილა პოზიციები და ყველა საუბრობდა, ხომ არ იყო ეს მოსამართლეების ტესტების სკანდალიდან გამომდინარე. მე არ ვიცი სინამდვილეში რა მოხდა, რეალურად მოხდა ტესტების გაჟონვა გვენეტაძის მხრიდან, თუ ეს იყო ხაფანგი...
|
თამარ შუკვანი 23.03.2019
„წულუკიანმა თავის სტილში იმოქმედა. ოპოზიციაც თავის სტილში მოქმედებდა - ყველა ის საკითხი, რაზეც ადრე ჰქონდათ საუბარი, ახლაც წამოჭრეს. ამიტომაც, წულუკიანი ყველა საკითხისთვის მზად იყო. მოულოდნელი სვლა ოპოზიციას არ გაუკეთებია, მოულოდნელია არც წულუკიანის სვლები იყო, იგი თავის სტილს ინარჩუნებდა,“ - ასე აფასებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე პარლამენტში იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გამოსვლას „რეზონანსთან“ საუბრისას.
|
ტატა შოშიაშვილი 23.03.2019
„დიდი შვიდეულის“ წევრმა ქვეყნებმა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვს წერილით მიმართეს, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწეოდებდნენ, რათა 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს და არჩევნების ჩაშლის მცდელობები თავიდან იყოს აცილებული. ამის შესახებ საინფორმაციო „რადიო თავისუფლება“ იუწყება.
|
ნათია ფეხშველაშვილი 23.03.2019
შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდის მერის პოსტზე გაერთიანებული ოპოზიცია ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის კანდიდატურის წარდგენას აპირებს, რასაც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი დადებითად აფასებს და თვლის, რომ სანდრა რულოვსს გამარჯვების შანსი აქვს, თუმცა ეს მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის სიძლიერის ხარჯზე არ მოხდება.
|
ტატა შოშიაშვილი 23.03.2019
აფხაზეთის მცხოვრებმა ბესლან ჭკადუამ, რომელიც თურქეთში იმყოფება, 19 მარტს, დილით თავისი „ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში დაწვა რუსული პასპორტი და მოითხოვა, რომ გამოუგზავნონ „აფხაზი მესაზღვრეები", რათა, მისი თქმით, დაუმტკიცონ მთელ მსოფლიოს, რომ აფხაზეთი - ქვეყანაა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|