თამარ მუკბანიანი
28.03.2019

 "საქსტატში" ამტკიცებენ, რომ ქვეყნაში საშუალო ხელფასი 1202 ლარია. ეს ციფრი გასაშუალოებული მონაცემია და არ აქვს გამოკლებული დაბეგრილი 20%, რომელიც მოსახლეობის რეალური შემოსავალი არ არის. მონაცემების გამოქვეყნება ქვეყნაში მუდმივად ხდება აჟიოტაჟის საფუძველი, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილის ხელფასი 500 ლარს არ აღემატება, ციფრების ზრდა კი უთანასწორობის განცდის პირდაპირპროპორციულია.

ეკატერინე ბასილაია
27.03.2019

 ტაქსის მძღოლებმა მათზე დაწესებული ახალი რეგულაციების 2025 წლამდე გადავადების მოთხოვნით, მათ შორის მანქანების თეთრად გადაღებვის გადავადებაზე, აქცია გამართეს, რასაც მოჰყვა შეხლა-შემოხლა რუსთაველის გამზირზე, დაკავებულ ერთი მომიტინგე და კახა კალაძის პასუხი მძღოლებს, რომ აქცია პოლიტიკურადაა მართულია და ის რეგულაციებს უკან არ წაიღებს - ტაქსები თეთრად აუცილებლად უნდა გადაიღებოს.

ეკატერინე ბასილაია
27.03.2019

 „ამ დეპუტატების (მამუკა მდინარაძის და სოფო კილაძის) მისამართით ვიტყვი, არ შეიძლება რომ დამშვიდნენ?! მე მოვუწოდებ მათ, რომ დამშვიდნენ რა... მე რასაც ვუყურებ, ბევრი რამ ჩემი გემოვნებისთვის, პოზიციისთვის და ადამიანობისთვის შეუფერებელია. უნდა გაჩერდნენ და დამშვიდნენ.

თამარ შუკვანი
27.03.2019

 „თუკი ბავშვს 6 წელი არ აქვს შესრულებული, ის 6 წლამდე ჯერ კიდევ ბაღში უნდა იყოს. ბავშვს ბაღმა უნდა მისცეს უფრო მეტი და რა თქმა უნდა, ოჯახმა. პირველი და მეორე კლასები - ბაღიდან სკოლაზე რბილი გადასვლა უნდა იყოს.

ელზა პაპოშვილი
27.03.2019

 სისხლიანი გარჩევა დიდ დიღომში-წუხელ პეტრიწის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში დაახლოებით 20-მდე ახალგაზრდა ჩხუბობდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჩხუბი ღამის 10 საათისკენ პეტრიწის 4 ნომერში  დაიწყო და 18 წლის  ახალგაზრდის დაჭრით დასრულდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსუბუქად დაჭრილებიც არიან, რომლებიც ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა ეს ოფიციალურად არ დასტურდება.

თამარ შუკვანი
27.03.2019

 „იცლება რაიონები და იცვლება რაიონებში დაბერების მაჩვენებელი. ამ ხალხში კიდევ არის ისეთი მენტალიტეტი, რომლის მიხედვითაც, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ჯერ ვერ ეწყობიან და მომხმარებელი საზოგადობაა.

ელზა პაპოშვილი
27.03.2019

 ცეცხლი გახსნილია - ეკა ბესელია პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს და ამბობს, რომ თუ ის მის "კაცუნებს", ე.წ. კობახიძის ჯგუფს არ გააჩუმებს, მაშინ თავად ალაპარაკდება.

მარი ჩიტაია
27.03.2019

 ღია წვის კამერიან გაზის დანადგარებს მოსახლეობას მასობრივად უჭრიან. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს კერძო საკუთრების ხელყოფაა, მით უმეტეს, რომ სოციალურად გაჭირვებული ფენისათვის ახალი მოწყობილობის შეძენა თითქმის წარმოუდგენელია - განვადებებზე ხელმისაწვდომობა გართულდა და ახალი ტექნიკის შესაძენად მომხმარებელს რეალურად არანაირი შეღავათი არ აქვს.

მარი ჩიტაია
27.03.2019

 საბანკო რეგულაციებმა საავტომობილო ბიზნესში პრობლემა შექმნა. ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა, რაზეც რეგულაციებთან ერთად გავლენა საბაჟო კოდექსის ცვლილებამაც მოახდინა. განსაკუთრებით იაპონური მანქანების გაყიდვა ჭირს. როგორც დილერები ამბობენ, იაპონიიდან იმპორტი თითქმის ნულამდე დავიდა, თუმცა ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან შემოყვანილი მანქანების გაყიდვის მხრივაც პრობლემაა.

მარი გოცირიძე
27.03.2019

 "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით, უძრავი ქონების ახალი ონლაინ პლატფორმა Area.ge ყველასათვის ხელმისაწვდომია. Area.ge-ის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული გასაყიდი თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ.

ეკატერინე ბასილაია
27.03.2019

 საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უფრო მაღალი დონის პოლიტიკური და დიპლომატიური დიალოგით უნდა შეიცვალოს. მისი შეფასებით, არსებული ფორმატი ტექნიკური საკითხებითაა დაკავებული, რაც საკმარისი არ არის კონფლიქტის გადასაჭრელად. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

თამარ მუკბანიანი
27.03.2019

 სუპერმარკეტებში შესვლის, თითოეული შტრიხკოდის დარეგისტირებისა და "ქეშ ბექის" გადასახადი, მიმდინარე დიდი დავალიანება, რომელთა ამოღებაც მუდამ საფრთხის ქვეშ დგას და სხვა მრავალი - ეს სადისტრიბუციო კომპანიების სავაჭრო ქსელების მიმართ დაგროვილი პრეტენზიებია. დისტრიბუტორები ამბობენ, რომ სექტორი სუპერმარკეტების მძევლობაშია და სასწრაფოდ საჭიროა საკანონმდებლო რეგულირება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×