რეზონანსი 02.03.2019
საღი აზრის მქონე დეპუტატები გაემიჯნენ მიუღებელ მოსაზრებებს და ეს დაპირისპირება იმაზეც მიანიშნებს, რომ მმართველი ძალის ლიდერებს ბევრი თავს არ უხრის, თუმცა, საბოლოოდ მაინც ძნელი სათქმელია ეს რეალური განხეთქილებაა, თუ „ვითომ განხეთქილება" - ასე აფასებს მომღერალი ირმა სოხაძე „ქართუ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებს.
|
ტატა შოშიაშვილი 02.03.2019
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2019 წლის 31 მარტს ჩატარდება, ერთ თვეზე ნაკლები დროა დარჩენილი. პრაქტიკულად ყველა ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, რომელსაც სხვადასხვა სოციოლოგიური და კვლევითი ცენტრი ატარებს, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მსახიობი და კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს.
|
თამარ შუკვანი 02.03.2019
„თუ საპატრიარქო შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, მივესალმები," - აღნიშნავს მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი მეუფე ანანია ჯაფარიძე „რეზონანსთან" ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას.
|
რეზონანსი 02.03.2019
„ქართულ ოცნებაში" მომხდარ განხეთქილებასთან დაკავშირებით მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს შიდა სიტუაცია არეული აქვს, რაც საზიანოა როგორც ქვეყნისთვის, ასევე თავად პარტიისთვისაც და მიიჩნევს, რომ გამოსავალი სწორად გადადგმულ ნაბიჯებშია.
|
თამარ შუკვანი 02.03.2019
„მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გავერთიანდით, არის ის, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული შეკრებაა და „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არავითარ საქმიანობას არ ვაწარმოებთ, ერთსა და იმავე თემასა თუ საკითხზე, თუნდაც ერთნაირი მოსაზრებით ვსაუბრობეთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ერთ საქმეს მაინც არ ვაკეთებთ," - აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე „რეზონანსთან" იმის შესახებ საუბრისას, თუ რატომ არ გაერთიანდა მათი პარტია 20 ოპოზიციურ პარტიასთან, რომლებიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება ითხოვენ.
|
ტატა შოშიაშვილი 02.03.2019
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 2008 წელს რუსეთის თხოვნით აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის მზად იყო, თუმცა ეს მხოლოდ იმის გამო არ გააკეთა, რომ ასეთ შემთხვევაში დასავლეთი ბელარუსს სანქციებს დაუწესებდა და ოფიციალურმა მოსკოვმა კი ბელარუსს ამ საქციებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გარანტია არ მისცა.
|
ნინო მიქიაშვილი 02.03.2019
პასტელით შექმნილი კოლაჟების საშუალებით, განსხვავებული გამომსახველობითი ფორმებით გადმოცემულ, თანამედროვეობაში გადმოტანილ 12 საუფლო დღესასწაულს წარმოადგენს მხატვარი ვანო აბულაძე.
|
თამარ შუკვანი 02.03.2019
თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით ერთიანდება და ქვეყნის მასშტაბით მილიონი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს.
|
მარი ჩიტაია 02.03.2019
2018 წელს საქართველოში ინვესტიციების კატასტროფული ვარდნაა. 3 კვარტალის შედეგით ინვესტიციების მოცულობა 998,7 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბოლო 5 წელიწადში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ეკონომისტების შეფასებით, საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად იმოქმედა პოლიტიკურად დაძაბულმა სიტუაციამ, ინფრასტრუქტურული პროექტების ჩავარდნამ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებამაც კი, რაც ინვესტორებში არასტაბილურობისა და დაუცველობის განცდას იწვევს.
|
მარი ჩიტაია 02.03.2019
საქართველოში ეკონომიკური ზრდა საფრთხეშია. მთავრობა ვერ ასრულებს ძირითად პარამეტრებს ეკონომიკაში, რომლისკენაც აქვს სწორება და რაშიც ის ვითარების გაუმჯობესებას ელის. დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც ქვეყანას რეალურად სჭირდება. ვხედავთ იმასაც, რომ ვითარების გაუმჯობესებას ეწირება ლარის კურსიც, მაგრამ მდგომარეობა არათუ უკეთესობისკენ არ იცვლება, უარესობისკენ მიდის.
|
ია აბულაშვილი 01.03.2019
"არა მგონია, რომ ივანიშვილი ამ პროცესში რაიმე პრობლემას ხედავდეს, ფიქრობს, რომ ყველფერი კარგად არის. როგორც თვითონ ამბობს, ჭარბი რწმენა აქვს საკუთარი შესაძლებლობების და დაალაგებს. ვისაც უნდა იმას გაუშვებს და იმას მოიყვანს. თვითონ არის შპს "საქართველოს" მმართველი და დაქირავებლი ჰყავს მენეჯერები" - აცხადებს პოლიტოლოგი და რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" "ოცნებაში" განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
|
თამარ შუკვანი 01.03.2019
პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი პარტია „გირჩის" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. საუბარი შეეხება ვიდეოს სათაურით „პარლამენტარის ჯგუფური სექსი," რომელიც გუშინ ჯაფარიძემ მათიკაშვილს ელ.ფოსტაზე გაუგზავნა. ხოლო ჯაფარიძე, თავის მხრივ, სქრინის სახით აქვეყნებს მტკიცებულებას და მოითხოვს კითხვაზე პასუხის გაცემას, თუ რატომ იჭერენ იმ ადამიანებს, რომლებიც დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამო დაიჭირეს და არ იჭერენ მათიკაშვილს?
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|