თამარ შუკვანი 01.03.2019
„ეს მხოლოდ იმათი სურვილია, ვინც მზადყოფნას გამოხატავს, რომ ისაუბროს იმპიჩმენტზე. უნდა ვიფიქროთ იმაზე, ვინ იქნება მზად უღალატოს ბატონ ბიძინას. ამის შემდეგ რაიმე სახის გადაადგილება ერთი სავარძლიდან მეორეში, აღარ იქნება რაიმე განსაკუთრებული ინტერესის საგანი," - ასე აფასებს ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას „ევროპული საქართველოს" წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ შესაძლოა შეიცვალოს როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 01.03.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროპელ კოლეგებთან ერთად, საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართული კრიმინალური დაჯგუფების 4 წევრი დააკავა, ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
|
ელზა პაპოშვილი 01.03.2019
საპატრიარქომ გადაწყვეტილება შეცვალა. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზ მამალაძემ შესაძლოა სასჯელაღსრულების დაწესებულება მალე დატოვოს. მასთან მოულოდნელად შეხვედრაზე მეუფე ანტონი მივიდა, რომელიც დეკანოზს რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.
|
თამარ შუკვანი 01.03.2019
„ეს არის სამოქალაქო აქციაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ადვოკატთა კორპუსი ყოველთვის იმის მომხრე იყო, რომ ლევან მურუსიძე, ჩინჩალაძე და მათი კლანი სასამართლო სისტემას მოცილებოდნენ. 2015 წლიდან ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება" ლევან მურუსიძესთან იყო გარიგებული და იუსტიციის საბჭოში „ოცნების" პარლამენტის მიერ არჩეული სამი კანდიდატი ხმას მურუსიძის სასამართლო სისტემაში დატოვებას მისცემდა," - ასე ეხმაურება იურისტი ზაზა ხატიაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ადვოკატების მიერ წამოწყებულ კამპანიას, „აიცილე ლევან მურუსიძეს."
|
ია აბულაშვილი 01.03.2019
"ფაქტია, რომ ცუდი პოლიტიკური სურათი გვაქვს და ალბათ ამიტომ სჭირდება ქირურგიული ჩარევა. მთელი პოლიტიკური პროცესი გადავიდა საპარლამენტო სირცეში და ბუნებრივიცაა, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. დღეს პარლამენტი გახდა მთავარი საომარი სარბიელი და იქ უნდა დალაგდეს სიტუაცია," - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.
|
თეო გუდავაძე 01.03.2019
იმ ადამიანებს, ვისაც სამსახური საათობრივი პარკირების ზონაში აქვთ და ყოველდღიურად ავტომობილებით გადაადგილდებიან, დღეში, მინიმუმ, 4 ლარი დასჭირდებათ მანქანის გასაჩერებლად, რაც თვეში 80 ლარს, ხოლო წელიწადში 960 ლარს შეადგენს. როგორც ჩანს, ავტომფლობელების შევიწროება გრძელდება, რაც შესაძლოა, უკმაყოფილებასა და აგრესიაში გადაიზარდოს.
|
მარი ჩიტაია 01.03.2019
საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე აფხაზები დენს მომავალშიც უფასოდ მიიღებენ. ამჟამადაც, როცა ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტია, ქართული მხარე ამ ვალდებულებას უკვე რუსეთთან ერთად ინაწილებს და გაუგებარი მიზეზის გამო სეპარატისტებს დენს საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე სრულიად უსასყიდლოდ აწვდის.
|
თამარ მუკბანიანი 01.03.2019
პარლამენტი აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე კიდევ ერთხელ მომავალ კვირას იმსჯელებს. კანონპროექტი, რომელიც რელიგიური, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებიდან 200 მეტრში რეკლამირებას კრძალავს, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. მას შემდეგ "ოცნების" პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვლილია და პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას გამოეყო. უცნობია, ამ რეალობაში დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს, რომელიც ძალიან აქტუალურია.
|
ეკატერინე ბასილაია 01.03.2019
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა მწვავდება. ამ ორ ბირთვულ ქვეყანას შორის ერთგვარი საჰაერო ბრძოლა დაიწყო და 1971 წლის ომის შემდეგ ქაშმირში, რომელიც სადავო ტერიტორიაა, პირველი საჰაერო დარტყმაც მოხდა.
|
ელზა პაპოშვილი 28.02.2019
ბოლო დროს არასრულწლოვნების სუიციდის მიზეზი სკოლაში თანატოლების მიერ ჩაგვრა და ბულინგი ხდება. ასევე, ხშირია სოციალური ქსელებით შანტაჟი და დაცინვა, ხოლო სირცხვილის და შიშის გამო მოზარდების ფსიქიკური მდგომარეობა მძიმდება, რაც თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. ფსიქოლოგები კი ამბობენ, რომ მასწავლებლების და მშობლების მხრიდან პრობლემის უგულვებელყოფის გამო, სიტუაცია ხშირად სავალალო შედეგით სრულდება.
|
თამარ შუკვანი 28.02.2019
„ქართული ოცნება" იშლება. ამ პროცესს ყველა ველოდებოდით, ოღონდ უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ამას ველოდით. „ოცნება" დაიშლება, დაკარგავს ძალას და ბიძინა ივანიშვილი გადაერთვება ლილიპუტი პარტიების შექმნასა და რაღაცა კომბინაციებზე," - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე.
|
ელზა პაპოშვილი 28.02.2019
„პროკურატურის გაცხადებამ კითხვების მოხსნის ნაცვლად, ახალი კითხვები გააჩინა“ - ასე აფასებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ პროკურატურის მიერ „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებული ბრალის შეხსენებას. მათი აზრით, უწყებამ საზოგადოებას გადაამეორებინა, ბანკთან რა კითხვენი აქვს და ვერაფრით უხსნის, სად არის აქ უკანონო ან დაუსაბუთებელი ფული და სად არის მისი ლეგალიზაცია-გათეთრება. მათი თქმით, ასეთ განცხადებას სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვათ. ფიქრობენ, რომ ხაზარაძის მიმართ დაწყებული კამპანია საზოგადოებამ არ დაიჯერა იმ დოზით, რასაც მოელოდნენ და ამიტომ ახლა მის წინააღმდეგ საინფორმაციო ბრძოლა დაიწყეს - არ ამბობენ ახალს, თუმცა საზოგადოებას ძველს ახსენებენ.
|
|