მარი ჩიტაია
22.12.2018

 ბანკების მოგება არნახული ტემპით მატულობს და წლის ბოლომდე, შესაძლოა, მილიარდს მიაღწიოს. იანვარ-ნოემბრის მონაცემით, ბანკების მოგებამ 795 მილიონ ლარს გადააჭარბა. იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკაში მინიმალური ზრდაა, საწარმოო პროცესი ჩიხშია და ნორმალურად ვერც ბიზნესი ვითარდება, საბანკო სექტორის მოგება არნახულ მასშტაბებზე ადის. ბანკების ასეთი გრანდიოზული მოგება ქვეყნის ეკონომიკას ასუსტებს და განვითარების შანსს უსპობს.

ტატა შოშიაშვილი
21.12.2018

 ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმზ მატისმა თანამდებობა დატოვა. პენტაგონის ლიდერის გადაწყვეტილების მიზეზი კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უთანხმოებაა. გადადგომის შესახებ დაწერილ წერილში მატისი ამბობს, რომ მისი შეხედულებები სრულად არ ემთხვევა პრეზიდენტ ტრამპისას, მათ შორის რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებით გატარებული პოლიტიკის თვალსაზრისით.

ია აბულაშვილი
21.12.2018

 "2019 წელი საინტერესო წელი იქნება, რომელიც გამოაჩენს ძალთა ბალანს. წლის პირველ ნახევარში გამოჩნდებიან კონკრეტული ძალები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში" - ასეთ პროგნოზს აკეთებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

ტატა შოშიაშვილი
21.12.2018

 21 დეკემბერს რუსეთმა ბრიტანული ბიბისის მუშაობისა და მისი ინტერნეტ-რესურსების კვლევა დაიწყო. 21 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახური, ე.წ. როსკომნადზორი ამბობს, რომ შემოწმების მიზანია დადგინდეს რამდენად შეესაბამება ტელეარხის მუშაობა რუსეთის კანონებს.

 

რეზონანსი
21.12.2018

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს იწურება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.

ელზა პაპოშვილი
21.12.2018

 ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელ ქარხანას სამი შეიარაღებული პირი თავს დაესხა. ტყვედ აიყვანა ქარხნის თანამშრომლები, მეწილეები და იარაღის მუქარით სეიფი გააღებინეს.  მათ ქარხნიდან  50 ათასამდე ლარი გაიტაცეს. 

თამარ შუკვანი
21.12.2018

 მართალია ბოლო პერიოდში გაზრდილია სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა, თუმცა გრიპის ვირუსის ეპიდემიაზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

ია აბულაშვილი
21.12.2018

 "ხელისუფლებას მოუწევს ოპოზიციურ სპექტრს დაელაპარაკოს, თუ ფეხებს გააფიჩინებს, მოენატრება ის პრობლემები, რაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა და უფრო დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

რეზონანსი
21.12.2018

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აპირებს, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

ეკატერინე ბასილაია
21.12.2018

 "ხო, გაიმარჯვეს ("ოცნებამ"), დაინახეს, რომ ხალხისთვის "ნაციონალები" მიუღებელია, მაგრამ გამარჯვებულებს ხშირად უჭირთ-ხოლმე ისე მოქცევა, რომ უფრო დიდი დანაშაული არ ჩაიდინონ, ვიდრე მეორე დამნაშავე მხარემ. ალბათ ოქიტაშვილი არ დაფიქრებულა იმაზე, რომ თუ ანანიაშვილს უარს ეტყვიან დასის ხელმძღვანელობაზე, უპრიანია, უარი უთხრან მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, თუკი ხელმძღვანელობას რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებს. თუკი იდეოლოგიური თვალსაზრისით ეტყვიან უარს, ეს უკვე ბოლშევიკობაა," - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

თამარ შუკვანი
21.12.2018

 რუსეთი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრზე მორიგი განცხადებით გამოდის და ქართული მხარისაგან განმარტებას ითხოვს.

თამარ მუკბანიანი
21.12.2018

 მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი შეუჩერებლივ იკლებს. 1 ბარელის ფასი უკვე 55 დოლარის ფარგლებშია და ანალიტიკოსები კლებას კიდევ ვარაუდობენ. ტენდენცია ნაწილობრივ აისახა ქართულ ბაზარზეც და ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი ცოტათი გაიაფდა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ შემცირება არ არის გლობალური ტენდენციისა და რეალობის ადეკვატური.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×