მარი ჩიტაია
20.12.2018

 საფინანსო სექტორში ახალი რეგულაციების გამო საპროცენტო განაკვეთები, სავარაუდოდ, გაიზრდება. ქვეყანაში ისედაც სესხების გაძვირების ტენდენციაა და მომავალი წლიდან ბანკები არა მარტო საპროცენტო განაკვეთებს, არამედ საკომისიოებზე, ჯარიმებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე ფასს გაზრდიან. ვითარების დარეგულირებაში გადამწყვეტი შეიძლება, ეროვნული ბანკის პოზიცია აღმოჩნდეს, თუმცა ამ უწყებას სურვილი, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს, არ აქვს.

მარი ჩიტაია
20.12.2018

 ბიტკოინმა ყველანაირი მიმზიდველობა დაკარგა. კრიპტოვალუტის ფასი კატასტროფულად დაეცა და საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის პიარზე აგებული ფარსი იყო და შესაძლოა, საბოლოოდ ჩაიძიროს. ტენდენცია ბოლო თვეების განმავლობაში იმდენად შეუქცევადია, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავება აზრს კარგავს. 1 წელიწადში ბიტკოინის ღირებულება 16 000 დოლარით შემცირდა. წლის დასაწყისში მისი ფასი 19 000 დოლარს აჭარბებდა და ბოლო დღეების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 3600 დოლარის ფარგლებშია.

ნინა გარდაფხაძე
20.12.2018

 უცხოეთში მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული, ხოლო ქვეყნის ფარგლებს შიგნით - 825 000 ადამიანი. შენგენის ქვეყნების ნაწილმა საქართველოს მოქალაქეთათვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა დაუშვა, რაც ქვეყნიდან სამუშაო ძალის ახალი ტალღის გადინებას გამოიწვევს.

მარი გოცირიძე
20.12.2018

 "თიბისი ბანკისა" და EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერით GRDC და "აჭარა ჯგუფი" ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმროს ააშენებს.

ელზა პაპოშვილი
19.12.2018

 ანალიტიკოსი და ყოფილი ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან“ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი შეფასებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, ორივე მხარემ - ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც გარკვეული შეცდომები დაუშვეს. 

თამარ შუკვანი
19.12.2018

 „გაერთიანებულმა ოპოზიციამ კარვები აიღო, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია აპირებს ბრძოლა შეწყვიტოს. პირიქით, მათ გააჩნიათ საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გააპროტესტონ საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა, არჩევნების შედეგები, ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოვლენები.

ია აბულაშვილი
19.12.2018

 დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ რამდენიმე საინტერესო ამბავი, საბჭოთა კავშირში გამქრალი საახალწლო რიტუალების შესახებ და ის, თუ როგორ მოხვდა ახალი წელი, ნაძვის ხე და თოვლის პაპა ბოლშევიკების "რეპრესიულთა სიაში".

რეზონანსი
19.12.2018

 „ნაცმოძრაობამ“ თბილისში პარლამენტის წინ გაშლილი კარვები მოულოდნელად თავადვე აიღო. თუმცა, ოპოზიციას მანამდე რუსთაველის გამზირზე პერმანენტული აქციები ჰქონდა დაანონსებული. 

ელზა პაპოშვილი
19.12.2018

 თელავში, აღმაშენებლის გამზირზე სისხლიანი გარჩევა მოხდა. რამდენიმე ახალგაზრდის დაპირისპირების შედეგად, სამი მამაკაცი დაიჭრა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა ცხოველური ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიის ოფისში მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ინციდენტს წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღვოდა, რის შემდეგაც, სავარაუდო თავდამსხმელმა ავტომატიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. 

თამარ შუკვანი
19.12.2018

 „ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტი სანოტარო ბიუროდ გადააქცია, რომელიც მთავრობის დაკვეთას ასრულებს. ის არ აძლევს ოპოზიციას კომიტეტში საქმიანობის უფლებას, ურთავს მიკროფონებს და ბოროტად სარგებლობს იმისთვის, რომ კომიტეტში ხელი შეუშალოს ოპოზიციას საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში," - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადების საპასუხოდ „რეზონანსთან" საუბრისას.

ეკატერინე ბასილაია
19.12.2018

 რუსული უშიშროების ფედერალური სამსახურის - "ეფ-ეს-ბე"-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველო იმ 10 სახელმწიფოთა შორისაა, რომელთა სპეცსამსახურთა ნომერ პირველ ინტერესს რუსეთის არმია და რუსეთის შეიარაღება წარმოადგენს და ბოლო 5 წელიწადში მოსკოვმა ამ სახელმწიფოების რამდენიმე ათეული აგენტი გამოავლინა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×