ელზა პაპოშვილი
17.12.2018

 გაერთიანებული ოპოზიცია 18 დეკემბრიდან უწყვეტ აქციებს იწყებს. ამის შესახებ 17 დეკემბერს  გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისი სიტყვებით, აქციების შესახებ დეტალებს საზოგადოება 18 დეკემბერს შეიტყობს.  ასევე უცნობია, შეურთდება თუ არა მათ გადაწყვეტილებას სხვა პოლიტიკური პარტიები და ეს აქციები რა სახეს მიიღებს.  

ია აბულაშვილი
17.12.2018

 "არჩევნები შედგა და ოპოზიციამ დამარცხება უნდა აღიაროს, ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, არის ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევა და მეტი არაფერი" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

თამარ შუკვანი
17.12.2018

 „გენერალური მდივანი უბრალოდ, ჩვეულებრივი ვიზიტით, მოსანახულებლად არ დადის-ხოლმე, განსაკუთრებით პარტიულ ქვეყნებში. ეს უდაოდ მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, გაძლიერებაა იმ ერთობლივი მოქმედებისა, რომელსაც ნატო და საქართველო ახორციელებს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნით, თავდაცვის სისტემის რეფორმით და ა.შ." - აღნიშნავს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
17.12.2018

 საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკვე ოფიციალურად სალომე ზურაბიშვილია. ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში, ჩატარდა. მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად სიტუაცია კახეთში უკიდურესად დაძაბული იყო.

თამარ შუკვანი
17.12.2018

 "შესთავაზეს ალერნატიული მარშრუტი და ტრანსპორტი იმისათვის, რომ თელავში მისულიყვნენ. ოპოზიცია თავიდანვე იმისთვის იყო მზად, რომ ერთგვარი აჟიოტაჟი და ისეთი განცდა შეექმნა, თითქოს თელავში ჩასვლის საშუალებასა და გამოხატვის თავისუფლებას არ აძლევდნენ," - ამბობს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
17.12.2018

 ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც ახლად არჩეულ პრეზიდენტს მმართველ გუნდთან მსჯელობა მოუწევს, ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურა იქნება. ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა ეწურება, მოქმედი კანონმდებლობით, ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედის. ახალი კანდიდატურის წარდგენა კი დეკემბრის ბოლომდე უნდა მოხდეს.

ეკატერინე ბასილაია
16.12.2018

 უკრაინაში დიდი ზეიმია. ისტორიული საეკლესიო კრება შედგა. კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში შეკრებილმა მღვდელმთავრებმა უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური აირჩიეს - 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა სტამბულში უკვე დაპატიჟა, სადაც 6 იანვარს გადასცემს კიდეც  ავტოკეფალიის ტომოსს და მართლმადიდებელ ოჯახში კიდევ ერთი ავტოკეფალური ეკლესია გაჩნდება.

თამარ შუკვანი
16.12.2018

 „ჟურნალისტები აკრეტირებული უნდა იყვნენ. ვინც გაიარა აკრეტიდაცია, ისინი არიან და იქიდან გადმოსცემენ. ახლა „ჟურნალისტი ვარ და გამატარეთ," ალბათ არ ატარებენ. ჩვენც რაღაცა კონკრეტული მარშუტით მივდივართ," - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია რეზონანთან" საუბრისას.

თამარ შუკვანი
16.12.2018

 თელავში, ბატონის სასახლის ეზოში ინაუგურაციას შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ერთი წარმომადგენელი დაესწროს - ნიკა მელია. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ცნობით, ინაუგურაციაზე ოფიციალურად მიწვეული „ნაციონალებიდან" მხოლოდ მან განაცხადა ოფიციალური თანხმობა. თუმცა, მმართველ პარტიაში შიშობენ, რომ ინაუგურაციაზე მის ყოფნას შესაძლოა ინციდენტი მოყვეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×