ელზა პაპოშვილი
13.12.2018

 ქვეყანაში თვითმკვლელობის  მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა შესამჩნევი ზრდა უფრო სუიციდის მცდელობის ფაქტებზე შეიმჩნევა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წელი განმავლობაში თვითმკვლელობის 365 ფაქტი დაფიქსირდა,  ხოლო სუიციდის მცდელობის 265 შემთხვევა მოხდა. 2018 წელს კი ჯერ მხოლოდ 6 თვის განმავლობაში თვითმკვლელობის 202 ფაქტი დაფიქსირდა, მცდელობა კი 234 ადამიანს ჰქონდა. 

ია აბულაშვილი
13.12.2018

 "ვინაიდან უკრიანა გადამწყვეტ როლს თამაშობს ევროპულ ენერგეტიკულ ქსელში, ევროპარლამენტის წევრები გმობენ გაზსადენი "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობას, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით იგეგმება, რადგან ეს პოლიტიკური პროექტია, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამიტომ ევროპარლამენტის წევრები მის გაუქმებას მოითხოვენ" - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, რომელსაც მხარ დაუჭირაი 433 პარლამენტარმა.

თამარ შუკვანი
13.12.2018

 „ამერიკის კონგრესის მერ მიღებულ რეზოლუციას, რუსეთის მხრიდან შესაძლოა საკმაოდ უარყოფითი და მწვავე რეაქცია მოჰყვეს. მართალია ამ რეზოლუციაში დაფიქსირებულია, რომ ეს იყო სტალინის დანაშაული და ა.შ. თუმცა რუსეთი არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. რესეთმა ჰოლოდომორი არა სცნო, არამედ არც აპირებს რომ ეს პროცესი დაიწყოს," - აღნიშნავს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
13.12.2018

 "მთელი წლის მანძილზე, ერთი სწორი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ, ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მეტი რა გააკეთეს, წლის ბოლოს დიდი ვაი-ვაგლახით ბიუჯეტი მიიღეს, ეს არის საქმის კეთება? რად გვინდა ასეთი პარლამენტი"- ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას, რომელმაც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამა დაამტკიცა.

ია აბულაშვილი
13.12.2018

 "პარლამენტარისთვის შეუფერებელი საქციელისთვის ნიკა მელია უნდა გაირიცხოს პარლამენტიდან, რადაგან არც სესიებზე დადის და თუ მივა მხოლოდ პროვოკაციების მოსაწყობად"- ასე ეხმაურება ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც ნიკა მელიას განცხადებებს მოჰყვა.

ია აბულაშვილი
13.12.2018

 "ფაქტია, რომ ეს სტაგნაცია უნდა შეივალოს, რადგან დღეს სახეზეა ორი წარსული პარტია, უარყოფითი ბიოგრაფიით და ისინი ერთმანეთს ებრძვიან. გამოსავალს როცა ეძებ, ეს არის შანსი, რომელიც შეიძლება, იყოს პარტიის შიგნით ან გარეთ.

თამარ შუკვანი
13.12.2018

 "მსგავსი ტერორისტული აქტი შესაძლოა კვლავ განმეორდეს. ეს არის სიგნალი, რომლის ვარიანტს კვლავ გააკეთებენ და ამის ალბათობა დიდია.

ია აბულაშვილი
13.12.2018

 გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა პარლამენტში დაპირისპირება, რომელიც დეპუტატებს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ირმა ინაშვილის სიტყვით გამოსვლისას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია ადგილიდან რეპლიკებს ისროდა, რომ ამ დარბაზში ხედავს რამდენიმე კრიმინალს, ერთს ირაკლი კობახიძეს და მეორეს ენზელ მკოიანს, რომელთა სინდისზეა, მინიმუმ, ერთი ადამიანის მკვლელობა და ეს ეხება ზუგდიდის სკოლის დირექტორს, ახალქალაქში განხორციელებელ თავდასხმას გრიგოლ ვაშაძის შტაბზე და ა.შ.

მარი ჩიტაია
13.12.2018

 ვალების განულებიდან სულ მალე მსესხებლები შესაძლოა, ახალი სასესხო ვალდებულებებით დაიტვირთონ. არანაირი გარანტი არ არსებობს, რომ ისინი კრედიტის აღებას კვლავ არ შეეცდებიან. მართალია, "კრედიტინფოს" ბაზა მათ შესახებ ინფორმაციას მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეინახავს და ბანკები ამ ადამიანებს სესხს არ მისცემს, მაგრამ ისინი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეების მომსახურებით ისარგებლებენ.

მარი ჩიტაია
13.12.2018

 ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის შესწავლა დაიწყო. კონკურენციის სააგენტოს უკვე მეორედ უწევს ბაზრის მოკვლევა. მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე წლის წინ დარღვევები ვერ გამოავლინა, ხადურის უწყებაში პირობას იძლევიან, რომ ამჟამინდელ ვითარებას უმოკლეს ვადაში შეისწავლიან. რა ვადა დასჭირდება მოკვლევას და როდის იქნება საბოლოო პასუხი, ამასთან დაკავშირებით სააგენტოში ჯერჯერობით არ საუბრობენ. სპეციალისტები ობიექტურ შედეგს ნაკლებად ელოდებიან და ფიქრობენ, რომ რამდენიმე დღეში პურის გაძვირების პრობლემას ხალხიც და მთავრობაც მიივიწყებს.

თამარ მუკბანიანი
13.12.2018

 10 ყველაზე მსხვილი ბრუნვის მქონე კომპანიას შორის მხოლოდ ერთი მწარმოებელი მოხვდა, ხოლო ორმოცდაათეულში - 8. ტოპ ათეულში სამი ტოტალიზატორია. ასეთი სტატისტიკა მიანიშნებს, რომ რეალური სექტორი ქვეყნაში კვლავ განუვითარებელია. ასეთი ტენდენცია ქვეყანასა და მის მოსახლეობას კატასტროფას უქადის.

თამარ შუკვანი
12.12.2018

 „ბაქოში, დღეს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლ გენერალ კერტის სკაპაროტის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×