თამარ მუკბანიანი
11.12.2018

 ვალების ჩამოწერის პროგრამის ფარგლებში. ფონდი "ქართუ" 3 მლრდ ლარზე მეტს გაანულებს. სია ვებ-გვრედზე არასრულად, თუმცა უკვე ატვირთულია. მონაცემები 6 ბანკის 679 000-ზე მეტ სესხს და 407 000 მსესხებელს შეეხება. ფონდში ამბობენ, რომ სიის და მათ მიერ გადასახდელი თანხის მოცულობაც მოიმატებს.

ეკატერინე ბასილაია
11.12.2018

 პარლამენტში უკვე დაიწყეს მსჯელობა კანონპროექტზე, რის მიხედვითაც პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფი დაცვა აღარ მოემსახურებათ და უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 1 წლის შემდეგ დაცვა მოეხსნებათ.

ია აბულაშვილი
11.12.2018

 პარლამენტი მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის თავიდან განხილვას არ აპირებს და ხმები იმის შესახებ, რომ გადამუშავებული კანონპროექტი გაზაფხულის სესიისათვის თავიდან იქნება ინიცირებული პარლამენტში, სიმართლეს არ შეესაბამება.

ელზა პაპოშვილი
11.12.2018

 თბილისში მამაკაცს ავტომობილი გასტაცეს. შემთხვევა „დიდუბის“ მეტროსთან  მაშინ მოხდა, როდესაც მძღოლი ტელეფონზე ჩასარიცხად ავტომობილიდან გადავიდა. მძღოლი ამბობს, რომ ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა - როგორც კი აპარატთან მივიდა, მაშინვე დაინახა, რომ მის ავტომობილში ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, რომელმაც ტერიტორია დიდი სისწრაფით დატოვა. 

თამარ შუკვანი
11.12.2018

 თურქეთის ხელისუფლებამ შავ ზღვაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 150 კილომეტრში, ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა დაიწყო. თურქული მედიის ინფორმაციით, ეს შესაძლოა აზოვის ზღვაში რუსულ და უკრაინულ გემებს შორის მომხდარ ინციდენტსა და ნატოს შავ ზღვაში მოსალოდნელ გააქტიურებას უკავშირდებოდეს.

თამარ შუკვანი
11.12.2018

 „აქციები პარასკევის ჩათვლით გაგრძელდება, სანამ საღამოს 6 საათზე სამუშაო დრო არ დასრულდება. ამის შემდეგ სახელმწიფო კანცელარიასთან კარვების გაშლაა დაგეგმილი, რომელიც რამდენიმე დღეში განხორციელდება.

ეკატერინე ბასილაია
11.12.2018

 საფრანგეთი "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იძიებს. საფრანგეთის სპეცსამსახურები რუსეთის კვალით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც გამოჩნდა, რომ "ტვიტერის" 600-ზე მეტი ანგარიში, რომელიც ადრე კრემლის პოზიციებს ავრცელებდა და ასევე კრემლთან დაკავშირებული ტელეარხები აქტიურად გადაერთვნენ საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციებს და ცდილობდნენ, სიტუაცია ბევრად უფრო მწვავედ წარმოეჩინათ, ვიდრე რეალურად იყო.

მარი ჩიტაია
11.12.2018

 რეცეპტების გაცემის სისტემა საქართველოში მთლიანად ჩავარდა. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით კონტროლი საერთოდ აღარ არსებობს და სააფთიაქო ბიზნესს არაფერი უშლის ხელს, რომ წამლების რეალიზაცია თვითნებურად მოახდინონ. ეს ეხება როგორც ანტიბიოტიკებს, ასევე ფსიქოტროპულ წამლებსაც. აფთიაქებში სარეცეპტე მედიკამენტებს ისე გასცემენ, რომ აღარც კი ეკითხებიან მყიდველს, აქვს თუ არა ექიმის დანიშნულება.

ეკატერინე ბასილაია
11.12.2018

 "ივანიშვილმა ვერ გაიგო მთავარი - ამომრჩევლებს უნდათ, ძირეულად შეიცვალოს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ქვეყანა რჩება სიღარიბის ზღვარზე და ჩვენ გვჭირდება არა ადამიანების ცვლილება, არამედ რეფორმები. რეფორმებს კი არავითარი პირი არ უჩანს. თუ არ ჩავთვლით ჯანდაცვის რეფორმას, სხვა სფეროებში არავითარი მსგავსი არ ჩანს.

თამარ მუკბანიანი
11.12.2018

 პურის ფასმა 10 დეკემბრიდან 5-10 თეთრით მოიმატა. არჩევნების დასრულებისთანავე თითქმის ყველა სავაჭრო ქსელში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პროდუქტი გაძვირდა. ბიზნესი გაძვირებას თვითღირებულების ზრდით და საწარმოო პროცესის დანახარჯით ხსნის, ქვეყნის პრემიერი კი ეჭვობს, რომ ერთბაშად სხვადასხვა კომპანიის მიერ პურის გაძვირება მონოპოლიის ბრალია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×