თამარ შუკვანი 07.12.2018
"ამაში პრობლემას მაინცდამაინც ვერ ვხედავ, მით უმეტეს, ის პროტოკოლი მართლაც შესაცვლელია, რომელიც ინაუგურაციის პროცესს განსაზღვრავს. ზოგადად, მგონია, რომ ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებას მოერიდა და ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, ინაუგურაცია თელავში ჩატარდეს," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" საუბრისას.
|
მარი ჩიტაია 07.12.2018
რეგიონებში შეშის მოხმარება შემცირდა. ცალკე მკაცრმა რეგულაციამ და ცალკე უფულობამ ბევრ სოფელში ხალხს გამოზამთრების პრობლემა შეუქმნა. სოფლებში ბუნებრივი აირი კი შეიყვანეს, მაგრამ ოჯახები კომუნალური გადასახადის გადახდას ვერ აუდიან და ვეღარც შეშის მომარაგებას ახერხებენ.
|
თამარ მუკბანიანი 07.12.2018
ევროპის ქვეყნებში ყოველწლიურად საშობაოდ 75 მლნ-მდე ქართული წარმოშობის ნაძვის ხე იყიდება. მსოფლიოში, ღვინოსთან ერთად, ქართული პროდუქციიდან ნაძვი ყველაზე ცნობადი და პოპულარულია. საქმე ისაა, რომ ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% საქართველოდან გატანილი სათესლე მასალითაა მოყვანილი. ამ ბიზნესიდან საქართველომ წელს მხოლოდ 335 000 ლარი მიიღო მაშინ, როცა მარტო შობა-ახალ წელს გაყიდული ხეების საერთო ოდენობა ევროპაში 2.4 მლრდ ევროს აღწევს.
|
თამარ მუკბანიანი 07.12.2018
ქვეყანაში დემპინგის პრობლემამ ახალი ძალით იჩინა თავი. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამ ეტაპზე 1 ღუმელს აჩერებს, ახალი წლიდან კი მეორის გაჩერებასაც გეგმავს, რაც 2 000 ადამიანს დატოვებს უსამსახუროდ. მიზეზი კი დემპინგურ ფასში ირანიდან შემოტანილი არმატურაა. მსგავსი პრობლემა ჰქონდათ ცოტა ხნის წინ "აგარის შაქარს" და ცემენტის მწარმოებლებს.
|
მარი გოცირიძე 07.12.2018
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმდინარე პროექტების მიღებული და საპროგნოზო შედეგები შეაჯამა. "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი. ახალი საწარმოების შექმნამ განაპირობა აგრარული დარგის განვითარების სტიმულირება, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, გაიზარდა საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოება.
|
რეზონანსი 07.12.2018
"ლიბერთი ბანკის" ინიციატივით, ნოემბრიდან პენსიონერებისთვის კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობის შემსწავლელი ერთთვიანი უფასო კურსები დაიწყო. პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია და 400-მდე პენსიონერი დარეგისტრირდა.
|
|
თამარ მუკბანიანი 06.12.2018
ევროპის ქვეყნებში ყოველწლიურად საშობაოდ 75 მლნ-მდე ქართული წარმოშობის ნაძვის ხე იყიდება. მსოფლიოში, ღვინოსთან ერთად, ქართული პროდუქციიდან ნაძვი ყველაზე ცნობადი და პოპულარულია. საქმე ისაა, რომ ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% საქართველოდან გატანილი სათესლე მასალითაა.
|
ელზა პაპოშვილი 06.12.2018
ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტისზ გიორგი მარგველაშვილის სიძის მინდია გოგოჭური ისევ დაკავებულია. 6 დეკემბერს გამთენიისას, გოგოჭურის და მისი მეგობრის, გიორგი რაზმაძის დაპატიმრება მოხდა, რაც წარსულში რაზმაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება.
|
ია აბულაშვილი 06.12.2018
უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებული კრება 15 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. კრებაზე უკრაინის ერთიანი ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა გამოცხადდება, შეიმუშავებენ და მიიღებენ ეკლესიის წესდებას და აირჩევენ პატრიარქს, რომელსაც შემდეგ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან ავტოკეფალიის დამადასტურებელი ტომოსი გადაეცემა.
|
ელზა პაპოშვილი 06.12.2018
სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან ვითარება ჯერჯერობით უცვლელია. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ბორდერიზაციის პროცესი არ განუახლებიათ. თუმცა მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი და ჟურნალისტი ლაშა ბერულავა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ეს ე.წ. მოჩვენებითი სიმშვიდეა და არ არის გამორიცხული, რომ რუსები უკვე სხვა ტერიტორიას არჩევდნენ, სადაც მავთულხლართების გაბმას ჩუმად დაიწყებენ.
|
ია აბულაშვილი 06.12.2018
რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკულად გააუქმა ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა სადავო შეთანხმება ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის, რომლითაც ინგუშეთის ტარიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩეჩნეთს გადაეცა.
|