თამარ შუკვანი 06.12.2018
„აშშ-ს გემების შესვლას შავ ზღვაში ის ამოცანა ექნება, რაც საქართველოს პორტებში ომის დროს შემოსვლას - ეს რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირებაა და ერთგვარად, ფარული მუქარაც. ამასთანავე, აშშ-ის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა.
|
თამარ შუკვანი 06.12.2018
„ნაყარი ძვლები არის მხოლოდ ნაპოვნი, ცხოველების ძველი და ეს დადასტურებულია. ფრაგმენტებია შერეული სხვადასხვა სახის. ჩვეულებრივი ნაყარია, როგორიც არის ხოლმე ასეთ ადგილებში. მხოლოდ ეს არის მანდ.
|
ია აბულაშვილი 06.12.2018
„ოცნებას" ჰგონია, რომ არჩევნები მოიგო, მაგრამ არჩევნები მოიგო სააკაშვილმა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა „ოცნების" გამარჯვებაში; რომ არა სააკაშვილის ფაქტორი, „ოცნებას" გამარჯვების არანიარი შანსი არ ჰქონდა, რად-გან მას 6 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ხალხის ნდობის მოსაპოვებლად", - ასე აფასებს არჩევნების შეგდეგებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
|
თამარ შუკვანი 06.12.2018
„ყველაფერს ზომიერება გააჩნია. მთლად ასეთი ლაპარაკი, თამარ მეფესთან გაიგივება სრულიად მიუღებელია. სად თამარ მეფე და სალომე ზურაბიშვილი?! ეს სრულიად განსხვავებული პიროვნებაა თავისი ყველანაირი თვისებებით. თამარ მეფე და სალომე ზურაბიშვილი შესაბამისობაში არ მოდის," - აცხადებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე „რეზონანსთან" საუბრისას.
|
ეკატერინე ბასილაია 06.12.2018
უკვე გადაწყვეტილია, რომ 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება და პირველად ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს წინამორბედი პრეზიდენტი დაესწრება. რას იზამს ოპოზიცია - რომელი პარტია დაესწრება და რომელი - არა, ეს ბოლომდე გარკვეული არ არის. ერთადერთი "პატრიოტთა ალიანსია", რომელიც მიწვევას ელოდება და როგორც ადა მარშანია აცხადებს, თუკი დაპატიჟებენ, დაესწრებიან.
|
მარი ჩიტაია 06.12.2018
მთავრობა საბიუჯეტო სახსრებს ვერ განკარგავს ისე, რომ შემოსავლებისა და გადასახდელების ნაწილში პრობლემა არ ჰქონდეს. ასე ხდება მუდმივად, რითაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკა ზარალდება. დიდი წვალების მიუხედავად, მთავრობამ წელს პირობები ვერ შეასრულა და ბიუჯეტის სეკვესტრის გზას დაადგა. სპეციალისტების შეფასებით, შექმნილი პრობლემის მთავარი მიზეზია ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, ბიუჯეტის არათანაბარზომიერი და არაეფექტიანი ხარჯვა.
|
თამარ მუკბანიანი 06.12.2018
საქართველოში ინტერნეტსივრცეში ვებ-გვერდების მფლობელებს შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული. სტატისტიკური მონაცემების გაყალბებამ პიკს მიაღწია. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ამაზე ყველა საუბრობს და ინფორმაციამაც სოციალური ქსელი მოიცვა. ეჭვის დადასტურების მიზეზი "აჭარანეტის" "ტოპ.ჯის" სისტემიდან გაქრობა გახდა. იგი რეიტინგის გაყალბებაში პირდაპირ დაადანაშაულეს. ამ ფაქტის შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა იმ საიტების სანდოობაც, რომლებსაც სტატისტიკური მონაცემები დახურული აქვთ.
|
მარი ჩიტაია 06.12.2018
ყვითელ მიკროავტობუსებში მსხდომი მგზავრების რაოდენობა ორით შეამცირეს. ტრანსპორტიდან წინა და უკანა 2 სავარძელი ისე ამოიღეს, რომ სპეციალისტებისათვის რჩევა არავის უკითხავს. იმის ნაცვლად, რომ ფეხზე დგომის ნებართვა აეკრძალათ, ვითარება კიდევ უფრო დაამძიმეს. დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ სავარძლების შემცირება მგზავრების დისკომფორტს გამოიწვევს, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ცვლილებას ასაბუთებენ იმით, რომ ამით ავარიული გასასვლელი შექმნეს.
|
მარი გოცირიძე 06.12.2018
"საქართველოს ბანკი", ქვეყნის წამყვანი ბანკი, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სრულიად ახალ გადახდის სისტემას - QR PAY-ს წარმოადგენს, "საქართველოს ბანკის" მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს, სადაც მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება გადახდა, შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა მყისიერი უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს. მცირე მეწარმეები მიიღებენ გადახდის ტერმინალის ალტერნატიულ სერვისს უნაღდო ანგარიშსწორებისათვის.
|
ეკატერინე ბასილაია 05.12.2018
|
თამარ შუკვანი 05.12.2018
ინაუგურაციის ადგილად თელავის შერჩევას ოპოზიცია აკრიტიკებს, რადგან ამ ქალაქში ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები პირველსა და მეორე ტურში წააგო.
|
ელზა პაპოშვილი 05.12.2018
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ ექს-პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი უნდა გახდეს. საქმე კი სააკაშვილის 28 ნოემბრის განცხადებას ეხება, სადაც მან არჩევნების დასრულებისა და ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, პოლიციას, ჯარს და ჩინოვნიკებს "მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენ" მოუწოდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|