მარი ჩიტაია 05.12.2018
ინფლაციის მაჩვენებელი ფასების ზრდის დინამიკას საერთოდ აღარ ასახავს. ოფიციალური სტატისტიკა "გვარწმუნებს", რომ წლიური ინფლაცია 1,9%-ს შეადგენს. სინამდვილეში, სხვაობა არსებულ ვითარებასთან შედარებით, დიდია. შეუძლებელია, რომ ქვეყანაში ასეთი დაბალი ინფლაცია ფიქსირდებოდეს, როცა მოსახლეობა მასობრივად ფასების ზრდაზე საუბრობს.
|
ელზა პაპოშვილი 04.12.2018
სად გაიმართება საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, კვლავ უცნობია და ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებას კვლავ არა აქვს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება.
|
რეზონანსი 04.12.2018
ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში მდებარე რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე მოსამსახურე 60-მდე რუსი სამხედროს ოჯახებს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. როგორც რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთ სამხედრო ოლქის გენერალ-მაიორი ვლადისლავ ერშოვმა ბინების გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა, საცხოვრებელი კორპუსები აშენებულია ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის მასალით. ბინები კი აღჭურვილია საჭირო ტექნიკითა და ავეჯით.
|
გვანცა წულაია 04.12.2018
ნიკა რურუას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ზანდუკელის ქუჩაზე, სადაც პოლიტიკოსის საცხოვრებელი სახლია, პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობდნენ.
|
ელზა პაპოშვილი 04.12.2018
ბათუმში, სასტუმრო „სან ჰოსტელში“ ძარცვის მეტად უჩვეულო და თავხედური მცდელობა მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ 4 დეკემბერს ღამის საათებშო ორი შეიარაღებული მამაკაცი სასტუმროში შევარდა და ყვიროდა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ნარკოტიკულ ნივითიერებებს ეძებდნენ.
|
თამარ შუკვანი 04.12.2018
„მე არასდროს ვარ წინააღმდეგი საჯარო სექტორში დაფინანსება იქნას შემცირებული და ეკონომია გაკეთდეს, მითუმეტეს პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერ დააზიანებს ვერანაირად ქვეყნის მართვის პროცესს დაფინანსების უქონლობის გამო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი ამ პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს," - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.
|
თამარ შუკვანი 04.12.2018
„ყველაფერს შეიძლება მისცე რაიმე დატვირთვა და სიმბლური ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. თუკი თელავშია, რატომაც არა...
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში ვაშაძემ გაიმარჯვა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არის ყველას პრეზიდენტი, განურჩევლად იმისა, ვინ მისცა ხმა," - აცხადებს სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
| |
თამარ შუკვანი 04.12.2018
„შესაბამისობაში მოდის და ვფიქრობ, არაფერი ტრაგედია ამაში არაა. ყველაფერი შემცირებისკენ მიდის. მითუმეტეს, თუ პრეზიდენტი სხვა სასახლეში გადადის. შეესაბამება პრეზიდენტის უფლებამოსილებას. კონსტიტუციით, მისი უფლებამოსილება შემცირებულია და ამაზე მეტი შემცირება გამორიცხულია. ამის შესაბამისობაში მოდის ბიუჯეტიც," - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმებასა და ზოგადად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის დაფინანსების მნიშვნელოვნად შემცირებაზე საუბრისას.
|
თამარ მუკბანიანი 04.12.2018
სესხების განულების პროგრამის დაწყებისა და დასრულების ზუსტი თარიღები კვლავ უცნობია. მიზეზად ფინანსთა სამინისტრო და ფონდი "ქართუ" ვებ-გვერდის ტექნიკურ მხარეს ასახელებენ, თუმცა ვრცელდება საინტერესო ცნობები, რომ შეღავათით მოსარგებლეთა სეგემენტი შეიძლება გაფართოვდეს.
|
მარი ჩიტაია 04.12.2018
გაისად მოსახლეობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაღარიბდეს. ამ მხრივ 2018 წელი საკმაოდ მძიმე იყო და სიდუხჭირეს ყველაზე მწვავედ მოქალაქეები განსაკუთრებით მომავალი წლიდან იგრძნობენ. შინამეურნეობების შემოსავლის დიდი ნაწილი კვლავ ვალების მომსახურებას მოხმარდება. ხალხს ელემენტარული ყოფითი პრობლემის მოსაგვარებლადაც არ ჰყოფნის ფული.
|
მარი ჩიტაია 04.12.2018
თამბაქოს აქციზის ზრდის პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ იაფ სიგარეტზე მომხმარებელს წვდომა კიდევ შეეზღუდება, თუმცა ასეთი ნაბიჯებით მოხმარების მასშტაბის შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია. სანაცვლოდ, დიდია ალბათობა იმისა, რომ კონტრაბანდა გაიზარდოს, რამაც ბოლო წლებში ისედაც არანორმალურად მოიმატა. ოფიციალურად დასტურდება, რომ თამბაქოს კონტრაბანდა ბოლო 2 წელიწადში 20-ჯერ და მეტადაც არის გაზრდილი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|