ელზა პაპოშვილი
30.11.2018

 ვინ დაუჭერს მხარს "ნაცმოძრაობის" განცხადებას აქციების და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას, ჯერჯერობით კვლავ უცნობია. გაერთიანებული ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც გრიგოლ ვაშაძეს პირველ ტურშიც ედგა გვერდით, ამჯერადაც ვაშაძისა და "ნაცმოძრაობის" გვერდითაა, თუმცა აპირებს თუ არა "ნაციონალების" პროტესტთან შეერთებას რესპულბიკური პარტია და „ევროპული საქართველო", ამაზე ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ. „ევროპული საქართველო" კვლავ შეხვედრებს მართავს და გუნდში ცდილობს რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, მათი ლიდერები საერთოდ სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ.

გვანცა წულაია
30.11.2018

 გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. პირველ გამაფრთხილებელ აქციას კი კვირას, 15 საათზე, რუსთაველზე ჩაატარებს.

ია აბულაშვილი
30.11.2018

 "გაერთიანებული ოპოზიცია ცდილობს, როგორ შეინარჩუნოს საბრძოლო მუხტი, რომელიც აჩუქა მას ქართულმა საზოგდაოებამ" - ასე ეხმაურება "გაერთიანებული ოპოზიციის" გეგმებს, რომელიც არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ეკატერინე ბასილაია
30.11.2018

 "ბრძოლა იქნება ბოლომდე", "ქურდულ ოცნებას" და მის "ალ კაპონეს" კლანჭებიდან გამოვგლიჯავთ ქვეყანას," - გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. პირველ გამაფრთხილებელ აქციას კი კვირას, 15 საათზე, რუსთაველზე ჩაატარებს.

ეკატერინე ბასილაია
30.11.2018

 უკიდურესად პოლარიზებული, ნეგატიური ერთთვიანი დაპირისპირებისა და ტელებრძოლების არჩევნები დასრულდა. "ოცნებამ" საყოველთაო მობილიზაციის შედეგად შეძლო და სალომე ზურაბიშვილი 60%-ით საქართველოს მე-5 პრეზიდენტი გახდა. პირველი პრეზიდენტი ქალის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიცია კი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.

ია აბულაშვილი
30.11.2018

 მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით და იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, "რეზონანსი" პოლიტოლოგ იგორ კვესელავს ესაუბრა.

თამარ მუკბანიანი
30.11.2018

 არჩევნებში დამარცხებული ძალა დედაქალაქში 2 დეკემბრიდან მრავალათასიანი აქციების დაწყებას აპირებს. "ძალა ერთობაშია" არჩევნების შედეგს უნდობლობას უცხადებს. რა გავლენა ექნება არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს საქართველოს ეკონომიკაზე და რამდენად მძიმე ზამთარი გველის წინ, ეს ყოველივე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მასშტაბური და დაძაბული იქნება დემონსტრაციები.

თამარ მუკბანიანი
30.11.2018

 არჩევნების დასრულებისთანავე სავალუტო ბაზარზე უკვე არასტაბილური ვითარებაა. უშუალოდ კენჭისყრის დღეს ეროვნული ვალუტა 2,71-ის ნიშნულს მიუხლოვდა, გუშინ დილით კიდევ 2 პუნქტით გაუფასურდა, მაგრამ შემდეგ გამყარება დაიწყო. ფინანსისტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ გამოთქვამენ. მათი აზრით, დეკემბრის მეორე ნახევრამდე ლარი დოლარის მიმართ 2.80-იან ნიშნულს მიაღწევს.

მარი ჩიტაია
30.11.2018

 თხილის ფასი რეგიონებში 2 ლარამდე ჩამოვარდა. წლის მიწურულს თხილი ყოველთვის ძვირია, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფასი მინიმუმამდე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ მარაგი მცირეა და ხალხს გადანახული მოსავალი ცოტა შემორჩა, ფასი არ იზრდება. კატასტროფულად იაფია თხილი აფხაზეთში, სადაც 1 კგ პროდუქტის ფასი 80 თეთრს არ აჭარბებს.

თეო გუდავაძე
30.11.2018

 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა, საზოგადოების მოლოდინი არაერთგვაროვანია, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი ნაკლებად აქვთ. პოლიტიკური ძალების მიმართ ნდობა ამომრჩეველს, უკვე წლებია, დაკარგული აქვს. ხალხის უმეტესობას ერთადერთი მოთხოვნა აქვს - გამოსწორდეს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა.

მარი გოცირიძე
30.11.2018

 თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოცდაათი ახალი რეტერატი დაიდგა. საზოგადოებრივი რეტერატების, ანუ საპირფარეშოების, მოწყობის ვალდებულება მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულმა კომპანიამ იკისრა. ახლო მომავალში დედაქალაქში დამატებით 6 რეტერატი განთავსდება.

ელზა პაპოშვილი
29.11.2018

 28 ნოემბრის მეორე ტურის წაინასწარი მონაცემები ცნობილია და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქალია. ზურაბიშვლმა მილოცვები ლიტვის და საფრანგეთის პრეზიდენტებისგან უკვე მიიღო. როგორი იქნება საქართველოს ქალი პრეზიდენტი და რას უნდა ველოდოთ მისი პრეზიდენტობის დროს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×