ეკატერინე ბასილაია
29.11.2018

 უკიდურესად პოლარიზებული, ნეგატიური ერთთვიანი დაპირისპირებებისა და ტელებრძოლების არჩევნები დასრულდა. „ოცნებამ" საყოველთაო მობილიზაციის შედეგად შეძლო და სალომე ზურაბიშვილი 60%-ით საქართველოს მე-5 პრეზიდენტი გახდა. პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიცია კი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.

თამარ შუკვანი
29.11.2018

 „კარასინი, ფაქტობრივად, თავს იტყუებს. მას სურს რუსეთის საზოგადოებას ამგვარი სიგნალი მისცეს, თუმცა ეჭვი მეპარება მას არ ესმოდეს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგება შეუძლებელია თუნდაც ფუნდამენტური საკითხების გარკვევის გარეშე, რასაც სწორედ ჩვენი ურთიერთობის პრობლემები ეფუძნება," - აცხადებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
29.11.2018

 "სააკაშვილის განცხადებამ მეც კი შოკში ჩამაგდო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პოლიტიკური მტერია, ამას არ მოველოდი, თურმე რევანშის მოხდენას აპირებდა საქართველოში" - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, "რეზონანსთან" საუბრისას.

თამარ შუკვანი
29.11.2018

 „ასეთია მოცემულობა - უნიკალური შემთხვევა მოხდა მსოფლიოში, როდესაც პირველსა და მეორე ტურში ამომრჩეველის რაოდენობა გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ ტურში წავიდა არა სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების" ამომრჩეველი, არამედ ანტი „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველი," - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აფასებს.

ელზა პაპოშვილი
29.11.2018

 საქართველოს მეხეუთე პრეზიდენტი ქალია. 28 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური გაიმართა, რომელშიც ეგზიტპოლების მონაცემებით საკმაოდ დიდი უპირატესობით "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.  

თამარ შუკვანი
29.11.2018

 ცესკოს მიერ დათვლილია ხმები 100%, და სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებელი, თითქმის 20%-იანი სხვაობით იგებს. მანამდე კი, მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლის შედეგები ცნობილი გახდა, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხალხს „მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ" მოუწოდა, თუმცა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ სააკაშვილის განცხადებას „ერთი ადამიანის პირადი მოსაზება" უწოდა. რაც შეეხება მმართველ პარტიას, განაცხადეს, რომ სააკაშვილის განცხადება არაადეკვატურია.

ეკატერინე ბასილაია
29.11.2018

 მე-5 პრეზიდენტის ვინაობა უკვე ცნობილია - საყოველთაო მობილიზაციის და ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ომად გამოცხადებული მეორე ტურის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გახდა პირველი ქალი და ხალხის მიერ ბოლოჯერ არჩეული პრეზიდენტი.

ელზა პაპოშვილი
29.11.2018

 28 ნოემბრის არჩევნებმა შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, გარდა პატარა შემთხვევებისა და ინციდენტებისა: არჩევნების დღეს მოხდა ჟურნალისტებზე რამდენიმე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე იყო რეგიონებში საარჩევნო უბნებზე პატარ-პატარა შეხლა-შემოხლა, თუმცა დაპირისპირება არ გამწვავებულა.

თამარ შუკვანი
29.11.2018

 "ამაში რუსეთის ინტერესებიც იკვეთება - გვახსოვს, რუსეთმა ამერიკას ჰიბრიდული შეტევა მოუწყო და ამერიკის პოლიტიკური სისტემა მოშალა, გარკვეულწილად შეუწყო ხელი ამ პროცესის დაწყებაში.

თამარ შუკვანი
29.11.2018

 "ეს შედეგი განაპირობა პირველი ტურის შედეგებმა - გამოაფხიზლა "ქართული ოცნების" ამომრჩეველი, გამოაფხიზლა თავად "ქართული ოცნება", რომელმაც ექსტრემალურ ზომებს მიმართა იმისათვის, რომ მეორე ტურამდე დარჩენილ დროში საარჩევნო უბნებთან მიეყვანა მისი ამომრჩეველი, რომელიც პირველ ტურში სახლში დარჩა სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო", - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანთან" საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×