მარი ჩიტაია
29.11.2018

 მმართველი პარტია წინასაარჩევნო ვალდებულებებს თუ არ შეასრულებს, ხალხს ზამთრის გადატანა ძალიან გაუჭირდება. პროდუქტები გაძვირდა, ლარი უფასურდება და მოსახლეობას არსებული პრობლემის დაძლევა მომავალ წელს კიდევ უფრო გაუჭირდება. როგორც ცნობილია, პენსია მოიმატებს, თუმცა რეალურად განხორციელდება თუ არა ვალების ჩამოწერა და სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელება, ჯერჯერობით ეჭვს მაინც იწვევს, თუმცა არც სხვა გამოსავალი ჩანს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მომავალი წლიდან საქართველოს უამრავი ოჯახისათვის ცხოვრება გაუსაძლისად მძიმე გახდება.

თამარ შუკვანი
29.11.2018

 არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კომუნალური გადასახადების გაზრდაზე მუშაობა დაიწყება. მიზეზი მთავრობის მიერ ბიუჯეტში განსაზღვრული საპროგნოზო მაჩვენებელია, რომლითაც ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.70-ია. ასევე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სექტემბრის ბოლოს სემეკ-ის თავმჯდომარემ ტარიფების გადათვლა დააანონსა.

ია აბულაშვილი
28.11.2018

 "ნაცმოძრაობისთვის" "ედისონ რიჩერსის" კვლევები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ისინი თვლიდნენ, რომ ეს რეალობასთან ახლოსაა, ახლა მათი მხრიდან ამ კვლევების გაპროტესტება თავად "ნაცმოძრაობას" არ წაადგება" - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

ელზა პაპოშვილი
28.11.2018

 ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ ზურაბიშვილის გამარჯვებას აფასებს. მისი თქმით, „ოცნებამ“ მეორე ტურისთვის ამომრჩევლის მობილიზება შეძლო და ეს უკვე აშკარად იგრძნობოდა. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ეს „ოცნების“ გამარჯვება არ არის და ხმა რომელიც მათ აიღეს, „ნაციონალების“ წაინააღმდეგ მიცემული იყო.  

ია აბულაშვილი
28.11.2018

 რამდენიმე დღეში ცესკო საბოლოო შედეგებს დადებს, მანამდე კი ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა, "ედისონ რისერჩის" კვლევის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარდა, სალომე ზურაბიშვილს მხარი ამომრჩეველთა 55%-მა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს - 45%-მა. ტელეუკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზისტპოლების თანახმად კი არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58%-ი, გრიგოლ ვაშაძემ კი 42%-ი მიიღო.

ტატა შოშიაშვილი
28.11.2018

 საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

თამარ შუკვანი
28.11.2018

 "აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ „დიდი ოცეულის" ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გაუქმება, საერთაშორისო თანამეგორობისთვის ერთგვარი გზავნილი იქნება იმისა, რომ რუსეთის ქმედება უკრაინასთან მიმართებით უკანონოა და რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

ტატა შოშიაშვილი
28.11.2018

 რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა "ბალი" გადააქვთ.

ტატა შოშიაშვილი
28.11.2018

 აზოვის ზღვაში უკრაინულ ხომალდებსა და რუსეთის გემებს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ შესაძლოა, რომ ქვეყნებს შორის სრულმასშტაბიანი ომის სახე მიიღოს.

ეკატერინე ბასილაია
28.11.2018

 დღეს ხალხი ბოლოჯერ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს და როგორი ჩავლის ეს დღე, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი აჩვენებს - მიდის თუ არა საქართველო დემოკრატიისაკენ და იმსახურებს თუ არა ევროპულ ოჯახში ადგილს, თუ უკან, პოსტსაბჭოთა ჭაობში ბრუნდება.

ეკატერინე ბასილაია
28.11.2018

 "თუ ვაშაძე დამარცხდება, გაუყალბებენ თუ არ გაუყალბებენ, ნებისმიერ შემთხვევაში, გაერთიანებული ოპოზიცია იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა. რაც შეხება "ოცნებას", თუკი დაინახეს, რომ შედეგი მათთვის სასარგებლო არ დგება, უპირველესად ეცდებიან, შედეგების გამოცხადების დრო მაქსიმალურად გაიყვანონ. აქ მთავარია, რამდენად არიან მზად, რომ დამარცხება აღიარონ და ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ივანიშვილის რაციონალურობა იქნება საიმედო დასაყრდენი და მთავარია, რა იქნება მისი მოტივატორი", - აცხადებს ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე.

თამარ მუკბანიანი
28.11.2018

 უკრაინასა და რუსეთს შორის საომარი მდგომარეობა საქართველოზე არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც აისახება. ორივე ქვეყანა საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია და ამ ქვეყნებში დაძაბული ვითარება პირდაპირპროპორციულად შეამცირებს ექსპორტის წილს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×