თამარ შუკვანი
24.11.2018

 „საზოგადოება რადიკალურად პოლიტიზირებულია და ეს სასაცილოა, თანაც სატირალი. იმდენს ვერ ხვდებიან ეს კრეტინები, ჩემით დაწყებული, ყველანი იდიოტები ვართ, რომ ეს პოლიტიკოსები მასხრად გვიგდებენ და ჩვენს იდიოტურ გამოხტომებსა და ჩვენზე აკეთებენ ფსონებს," - აცხადებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
24.11.2018

 გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა კიევში ვიზიტის დროს ევროკავშირში უკრაინისა და საქართველოს შესვლის კონკრეტული ვადა დაასახელა - ამის შესახებ უკრაინის მმართველი საპრლამენტო ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის" თავმჯდომარის მოადგილე იგორ კონონენკომ განაცხადა. მისი თქმით, მერკელმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კიევს 5-8 წელი მისცა.

ია აბულაშვილი
24.11.2018

 „52% საკმაოდ სახიფოთო ზღვარია დამჯერებელი გამარჯვებისთვის, 58% ან 59%-ი რომ ყოფილიყო, აშკარად დამაჯერებელი ციფრი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის", - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებულ კვლევას, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ამომრჩევლთა 52% აძლევს ხმას, „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელ გრიგოლ ვაშაძეს კი - 48%.

თამარ შუკვანი
24.11.2018

 ხვალ, თბილისში ერთდროულად ორი აქციაა დაანონსებული - თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსი" „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ მართავს აქციას, პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია გაიმართება, რომელიც 15:00 საათზეა დაანონსებული.

ელზა პაპოშვილი
24.11.2018

 სასტიკი მკვლელობა ბათუმში - მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ერთი ქალი მოკლა მეორე კი დაჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ასევე დაჭრლია ერთი მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, ქალებს ახლდა. შემთხვევა პარასკევს ბათუმში, სამორინე „პრინცესაში“ მოხდა.  

ეკატერინე ბასილაია
24.11.2018

 მეორე ტურამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და რეიტინგებით ახალი ბრძოლა ისევ გახსნილად გამოცხადდა - უკვე გვაქვს ორი ტელევიზიის ორი აბსოლუტურად განსხვავებული კვლევა - "იმედის" დაკვეთით "გელაპ ინტერნეიშენალის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში სალომე ზურაბიშვილი იგებს, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით "ედისონ რისერჩის" კვლევით - გრიგოლ ვაშაძე, ორივე შემთხვევაში მცირე სხვაობით.

ია აბულაშვილი
24.11.2018

 "ნაციონალური მოძრაობა", დიდი ხანია, საპროტესტო ხალხის შეკრებას ვერ ახერხებს. პრეზიდენტის სავარძელიც იმიტომ უნდათ, რომ მომხრეების წრე გააფართოონ" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე განცხადებას, რომ ოპოზიცია ქუჩაში "მესამე ტურისთვის" ემზადება.

ტატა შოშიაშვილი
24.11.2018

 კომპანია "გელაპ ინტერნეიშენლისთვის" ტელეკომპანია "იმედის" მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებისა და წინასაარჩევნო განწყობის შესახებ "რეზონანსი" რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს - ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ კვლევა სანდო არაა და მასზე დაყრდნობით წინასწარი დასკვნების გამოტანა გაუმართლებელია.

მარი ჩიტაია
24.11.2018

 მთავრობა არჩევნების შემდეგ ლარის გამყარებას ელოდება. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს პროცესი დაწყებულია და სამომავლოდ კურსი კიდევ გამყარდება. ფინანსისტებს მთლად ასეთი შემართება რა აქვთ. ისინი ვარაუდობენ, რომ გამყარება არ იქნება გრძელვადიანი და გარკვეული დროის შემდეგ ლარი ისევ გაუფასურდება. პირველი რიგის ამოცანა სავალუტო რყევების მინიმუმამდე შემცირებაა.

თეო გუდავაძე
24.11.2018

 საოჯახო ტიპის საცხოვრისები ევროპაში ძალიან პოპულარულია. განვითარებული ქვეყნები საჯარო უწყებებზე ამბობენ უარს და ახალ-ახალი ტიპის ჰოსპისებს აშენებენ, თუმცა საქართველოში არსებული 5 საცხოვრისი დაფინანსების სიმცირის გამო დახურვის პირასაა. რა ელით იქ მყოფ ადამიანებს, არავინ იცის.

რეზონანსი
24.11.2018

 დღეს, გიორგობის დღესასწაულზე, მსურს მივმართო ქართულ ჯარს და ჩემი უღრმესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ჯარისკაცების მიმართ! ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალებს დღევანდელ წმინდა დღესასწაულს! წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი! გასული ასწლეულის განმავლობაში, ქართულმა ჯარმა არაერთგზის გმირულად იომა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად - 1918-21 წლებში, ჩვენი საამაყო გენერლების, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის მეთაურობით; 1921 წელს, თბილისის მისადგომებთან, იუნკერების თაოსნობით; 1990-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; 2008 წელს, რუსული ჯარის წინააღმდეგ. იუნკრების, შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის მსგავსი გმირების მხრებზე იდგა და დგას ჩვენი სახელმწიფობრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა!


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×