თამარ მუკბანიანი
28.11.2018

 დედაქალაქში ახალაშენებული ბინის ფასი 15%-ით გაიზრდება. მიზეზი 1-ლი იანვრიდან ასამოქმედებელი რეგულაციაა. საუბარია ისეთ უსაფრთხოების სტანდარტებზე, როგორებიცაა სახანძრო და დაპროექტების, ასევე მშნებლობაზე დასაქმებულთა რისკების მინიმუმამდე დაყვანა. თითოეულ კვადრატულ მეტრზე ფასის 100-150 დოლარით მატების შესახებ "არსის" დირექტორი საუბრობს, თუმცა ასეთი ნახტომისებური ზრდის ტენდენციას არ ეთანხმებიან სხვა მშენებლები.

თეო გუდავაძე
28.11.2018

 სოციალური ქსელებით დაინტერესებული ადამიანების რიცხვმა მკვეთრად იმატა, თუმცა გამოყენების მიზნები უფრო მრავალფეროვანი გახდა და უბრალო კომუნიკაციას გასცდა. ადამიანებმა კომერციული მიზნებისათვის დაიწყეს სოციალური ქსელების გამოყენება. აღსანიშნავია ასაკობრივი ზედა ზღვარი, რომელიც თვალში საცემად გაიზარდა და თუ წინა წლებში ასაკოვანი ადამიანები ნაკლებად აქტიური იყვნენ "ფეისბუკში", ახლა ეს ტენდენცია სრულიად შეცვლილია.

მარი ჩიტაია
28.11.2018

 წლის ბოლომდე შესაძლოა, საქართველოში კაპიტალდაბანდებები შემცირდეს. ინვესტორების პასიურობა არჩევნებს უკავშირდება და ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, სამომავლოდ კი ინვესტიციებზე პოლიტიკური პროცესების გავლენა უშუალოდ არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული. ექსპერტების აზრით, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ეკონომიკური განვითარება საგრძნობლად შენელდება და შეიძლება, კრიზისიც დაიწყოს, რაც სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელი არ არის.

ელზა პაპოშვილი
27.11.2018

 ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურიდან განთავისუფლებულმა 21-მა თანამშრომელმა 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იბერიის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ისინი კომპენსაციისა და განაცდურიდან ასანაზღაურებელი თანხის გადახდას მოითხოვს. 

თამარ შუკვანი
27.11.2018

 „მათ არანაირი უფლება არ აქვთ ზემოქმედება მოახდინონ. ამომრჩევლის საარჩევნო ქმედება თავისუფალი ნების გამოხატულება უნდა იყოს. ის, რომ მოჰყავთ ადამიანები, აღრიცხავენ, ურეკავენ და სთხოვენ, აძალებენ ან აიძულებენ მოსვლას - ეს, რა თქმა უნდა, უკანონოა," - აცხადებს უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
27.11.2018

 „ოფიციალური ერევნისთვის გაუგებარია, თუ რატომ აწვდიან შეიარაღებას აზერბიაჯანს ის ქვეყნები, რომლებიც სომხეთის მოკავშირეები არიან კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის („ო-დე-კა-ბე") ფარგლებში; გულწრფელად გვსურს ეს თემა ჩვენს მოკავშირეებთან განვიხილოთ. ბოლოს და ბოლოს უნდა გავარკვიოთ, ვისი იმედი შეიძლება გვქონდეს და ვისი - არა", - ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინაიმა ქალაქ ვანაძორში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

რეზონანსი
27.11.2018

 22 ნოემბერს სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა დაადასტურა სს „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგი „B+“ და ამასთანავე გააუმჯობესა საპროგნოზო მოლოდინები რეიტინგთან მიმართებაში „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“, რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზების გაუმჯობესებით.

თამარ შუკვანი
27.11.2018

 „კიდევ კარგი, ყოველთვის ასე არ არის. პოლიტიკის გარდა, ადამიანებს სხვა ინტერესები და მისწრაფებებიც აქვთ. სამწუხაროდ, ახლა წინასაარჩევნო გარემო ძალიან რადიკალიზებული და პოლარიზებულია," - აცხადებს მომღერალი ირმა სოხაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ია აბულაშვილი
27.11.2018

 „არჩევნების შედეგი ორივე პოლიტიკური ძალისთვის არის გადამწყვეტი, მაგრამ პოლიტიკურ სივრცეში კეთილი კვალის დატოვებას შეძლებს ის დამარცხებული სუბიექტი, რომელიც ღირსეულად შეხვდება საკუთარ წარუმატებლობას", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×