თამარ შუკვანი
27.11.2018

 „გაბედავა არ ვიცი „ქართული ოცნების" მხადამჭერი როდიდან იყო. ვაჩნაძეს რაც შეეხება, მახსოვს ჩვენს გვერდით ხშირად იყო. თუ რამ შეუცვლა მას ასე ცნობიერება, რომ „რუსთავი 2"-ს მიაკითხა, ჩემთვის ძალიან გაუგებარია," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია.

ელზა პაპოშვილი
27.11.2018

 წუხელ თბილისში სასტიკი მკვლელობა მოხდა.  45 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით  მკვლელობის საქმეზე  ერთი პირი დააკავეს. 

შემთხვევა ვაჟა-ფშაველას #13-ში, გარდაცვლილის კუთვნილ  სახლში მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ 25 წლის მამაკაცმა სახლის მეპატრონე 45 წლის ქალი, სავარაუდოდ, დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მათი ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი გირაოთი გარდაცვლილის სახლში დედასთან ერთად ცხოვრდობდა. 

თამარ შუკვანი
27.11.2018

 „საკითხავია, პოლიტიკურ ძალებს, გარდა ამ შავი პიარისა, აქვთ ან ექონებათ რამე სათქმელი მოსახლეობისთვის? ამ არჩევნებზე სათქმელი მათ არაფერი ჰქონდათ გარდა იმისა, რომ „აი, ის ჩემზე ცუდია", „ის ჩემზე უარესია" და ა.შ. თუმცა, არ მგონია მომავალში არჩევნები მხოლოდ შავი პიარით წარიმართოს," - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა პაპოშვილი
27.11.2018

 არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პოლიტიკური ტემპერატურა კვლავ მაღლა იწევს - შესაბამისად, დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები პიკს აღწევს.

ეკატერინე ბასილაია
27.11.2018

 უკრაინა-რუსეთს შორის ვითარება უკიდურესად იძაბება. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ღია შეიარაღებულ აგრესიაზე გადავიდა - ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა და სამი გემი და მთელი ეკიპაჟი დაატყვევა. საპასუხოდ კი პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობის 30 დღით გამოცხადებას მოაწერა ხელი და სრულ სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა მთელი არმია.

რეზონანსი
27.11.2018

 "მოგმართავთ, როგორც თეიმურაზისა და ქეთევან გუგუშვილი- გორჯესტანების მამა. უფროს თაობებს ალბათ ახსოვთ, ვინ ვარ და რას წარმოვადგენდი საქართველოში სამი ათეული წლის წინ. ახალ თაობას კი ჩემს ამბავს მოვუყვები, რომ სოციალურ მედიაში მძვინვარე დეზინფორმაციით გაჯერებულ ჭუჭყში არ ჩაიძიროს. მამაჩემმა, ევსევი-ძუკუ გუგუშვილმა საქართველო 1913 წელს დატოვა და ირანში ცნობილ ქართველ ინვესტორთან, აკაკი ხოშტარიასთან სამუშოდ წავიდა. ბატონი აკაკი, რომელიც იმ ხანად ბაბუაჩემის, დიმიტრი გუგუშვილის მეგობარი იყო, ეძებდა ტექნიკური კვალიფიკაციის მქონე ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც მასთან ერთად ირანში მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე იმუშავებდენენ. ძუკუ სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1921 წელს წითელმა არმიამ საქართველო დაიპყრო, იძულებული შეიქნა, ირანში პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა.

მარიკა გოგოხია
27.11.2018

 პაციენტისთვის სწორი დიაგნოსტიკა მკურნალობაზე რთულია. ჩვენი მოქალაქეები არ ენდობიან საქართველოში ჩატარებულ კვლევებს და იძულებული არიან, სხვა ქვეყნების სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის რეფორმაში მილიონობით ლარი იხარჯება, სამედიცინო მომსახურების ხარისხი მაინც დაბალია. რაც აუნდა ვიტრაბახოთ, რომ სერვისი უმჯობესდება, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება ხშირ შემთხვევაში მაღალი დონის კლინიკებშიც კი შეუძლებელია.

მარი ჩიტაია
27.11.2018

 ბანკები არღვევენ კანონს და არაპროფილურ საქმიანობას არხეინად აგრძელებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არასაბანკო საქმიანობა ეკრძალებათ, უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები სხვადასხვა ბიზნესში აქტივებს დღესაც ფლობენ და არ დარჩა ეკონომიკის თითქმის არც ერთი მიმართულება, სადაც ბანკების გავლენა არ იგრძნობა. დეველოპერული და ტურისტული კომპანიები, სააფთიაქო ბიზნესი, უნივერსიტეტები, ღვინისა და კონიაკის საწარმოები და სხვა ბანკების ბოლოდროინდელი ფუნდამენტური მიმართულებაა.

თამარ მუკბანიანი
27.11.2018

 2018 წელს მსოფლიოს ყველაზე სწრაფად გაუფასურებადი ვალუტა ციფრული ფული გახდა. ბიტკოინის ფასი თავბრუდამხვევ კლებას განაგრძობს. კრიპტოვალუტის ღირებულება 2017 წლის დეკემბერში 20 000 დოლარს აღწევდა, 11 თვის შემდეგ კი 4000 დოლარზე ნაკლებია. ანალიტიკოსები ბიტკოინს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ "საპნის ბუშტს" უწოდებდნენ.

თამარ მუკბანიანი
27.11.2018

 ბიუჯეტი წელსაც ვერ შესრულდება. 2018 წლის ბოლოს დეფიციტური ხარჯვა ბოლო წლების ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს. წლის დამთავრებამდე მხოლოდ 1 თვე დარჩა, ბიუჯეტიდან დასახარჯი თანხა კი 2.5 მლრდ ლარია მაშინ, როცა გასული 10 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 910 მლნ იხარჯებოდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×