|
ელზა პაპოშვილი 21.11.2018
ქველმოქმედება, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ "ქართუს" შესაძლოა, უკან უარყოფითად დაუბრუნდეს და მასშტაბური სოციალური პროტესტის სახე მიიღოს - გუშინ "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეებმა და ფინანსური კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებულმა მეანაბრეებმა "ოცნების" ოფისთან აქციები მოაწყვეს. ისინი მოითხოვენ, რომ მათი ზარალის ანაზღაურებაც მოხდეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილს 600 ათასი ადამიანის ვალი ადარდებს, მაშინ გაუგებარია, მათი ზარალი რატომ არის მისთვის ნაკლებად სადარდებელი
|
ეკატერინე ბასილაია 21.11.2018
ბეჭდავს თუ არა იუსტიციის სამინისტრო ყალბი პირადობის მოწმობებს მეორე ტურზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად - არასამთავრობოების მხრიდან გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მათ ყალბი პირადობების დაბეჭდვაზე ინფორმაცია მიიღეს, "ოცნებაში" დიდი ალიაქოთი და ბრალდებების ახალი ტალღა მოჰყვა.
|
ეკატერინე ბასილაია 21.11.2018
"ოცნების" დაპირებამ (600 000 ადამიანისათვის საბანკო ვალის გასტუმრებამ) რატომ უნდა იმუშაოს? "ნაციონალებმა" თქვეს კიდეც, რომ ეს დაპირება აფერაა და დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ ეს აფერაა. არაფერიც არ იქნება, ვალები ისედაც ჩამოიწერება და ა.შ.
|
მარი ჩიტაია 21.11.2018
ფონდი "ქართუ" მოქალაქეების სასესხო დავალიანების დაახლოებით 30-40%-ს გადაიხდის. ამ თანხის ზუსტი ოდენობა გასაიდუმლოებულია, თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე, ცნობილია ის სავარაუდო მაჩვენებელი, რა დონეზეც "ცოცხლდება" უიმედო ვალები. ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, ეს შეიძლება იყოს არსებული დავალიანების 20-40%-ის ფარგლებში.
|
მარი ჩიტაია 21.11.2018
კონკურენციის სააგენტო საავტომობილო გაზისა და ნავთობპროდუქტების ბაზარზე მონიტორინგს ხელახლა იწყებს. ამ საკითხს ხადურის უწყება უკვე მესამედ მიუბრუნდა, რაც, სააგენტოს შეფასებით, საწვავის ბაზრის მიმართ საზოგადოების მაღალ ინტერესს უკავშირდება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მთავარია გადაწყვეტილების დაცვა, რაც, მათი შეფასებით, სააგენტომ აქამდე ვერ შეძლო.
|
თეო გუდავაძე 21.11.2018
2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების მოხმარება აიკრძალა. სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ბიზნესმა ეს გადაწყვეტილება სათავისოდ გამოიყენა და ის პარკები, რომლებსაც აქამდე სრულიად უფასოდ ატანდნენ, ახლა დამატებით ხარჯად აჰკიდა მოსახლეობას. მაღაზიებში თითო პარკი 5-10 თეთრი ღირს, ხოლო აპრილიდან ბიოდეგრადირებული პარკების შემოღების შემდეგ, უფრო მეტის გადახდა მოუწევთ ადამიანებს.
|
თამარ შუკვანი 21.11.2018
2019 წლის იანვრიდან კერძო მევახშეების წინააღმდეგ რეგულაციები ამოქმედდება. მათი დიდი ნაწილი 3 თვეში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციისათვის 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ, ხოლო ვინც გადასახადების გადახდას თავს აარიდებს, ფინანსური პოლიცია მიაკითხავს.
|
ელზა პაპოშვილი 20.11.2018
სავარაუდოდ, არასრუწლოვნებმა ტექნიკის მორიგი მაღაზია გაძარცვეს. ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე „აიფონის“ მაღაზია დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს გაძარცვული დახვდათ. მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ კარი დილით დაზიანებული ნახეს, მაღაზიის შუშები კი ჩამტვრეული იყო.
|
თამარ შუკვანი 20.11.2018
„საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებდეს, მათ შორის ხელისუფლებაზეც, თუმცა, როდესაც მიკერძოებული განცხადებები კეთდება, ანგაჟირებულსა და ცალმხრივს ჰგავს," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე.
|
ია აბულაშვილი 20.11.2018
მთავრობის გადაწყვეტილებას ე.წ. „შავ სიაში" მოხვედრილ 600 000-ზე მეტი მოქალაქისათვის საბანკო დავალინების განულებაზე საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ინიციატივის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს დიდი შეღავათია მათთვის, ვინც წლების განმავალობაში ვალს ვერ იხდის, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ეს არის კანონდარღვევა და ამომრჩევლის მოსყიდვა.
| |
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|